გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარებაზე წვდომის უზრუნველყოფა (PASS)
Project Description
პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და მისი პოზიციონირება, როგორც გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ძალა, ასევე მსხვერპლთა მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი იმუშავებს სამი მიმართულებით: (1) არსებული მარეგულირებელი სტრუქტურის გაუმჯობესება; (2) მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და (3) გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.
Specific Objective
პროექტი მიზნად ისახავს გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების გზით (გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას მსხვერპლთა და იმ ქალთა გაძლიერებით, რომლებიც პოტენციურად დაუცველი არიან გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის მიმართ). პროექტის ძირითადი მიზნებია:
• გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის პრევენცია, ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით.
• სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
• გადაუდებელი დახმარების გაწევა გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის სწრაფი კოორდინაციის გზით.
• გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა მათი რეაბილიტაციის მიზნით.
• გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ანალიზი მამაკაცებში და მათი მხარდაჭერა რეაბილიტაციასა და ძალადობის ციკლის გაწყვეტაში.

Expected Results
პროექტის შედეგად, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო უფრო მეტად დაიცავს გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობისგან. ამასთანავე, ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვით, სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გარდა ამისა, შემცირდება მავნე აღქმები და სტერეოტიპები გენდერულ ნორმებთან დაკავშირებით, გაიზრდება ინფორმირებულობა გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობისა და მისი პრევენციის მექანიზმების შესახებ, რასაც შედეგად მოჰყვება საზოგადოების გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ ბრძოლის უნარის გაუმჯობესებას. ქალები, რომლებმაც განიცადეს გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობა, მოიპოვებენ ეკონომიკურ სიძლიერეს და/ან დამოუკიდებლობას, ექნებათ წვდომა იურიდიულ მხარდაჭერაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს დატოვონ ძალადობრივი გარემო მათი და მათი შვილების უსაფრთხოებისთვის.
Project documents
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები Topic:
ქალები, ადამიანის უფლებები Project Status:
მიმდინარე Start Date:
01.01.2022 End Date:
31.12.2024 Website:
https://asb.ge/
EU Project Number:
429-039