fbpx
Skip to main content

მონიტორინგის და ადვოკატირების შესაძლებლობების ამაღლება უფლებების დასაცავად საქართველოში

Project Description
პროექტი „მონიტორინგის და ადვოკატირების შესაძლებლობების ამაღლება უფლებების დასაცავად საქართველოში“ მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო (CSO)) შესაძლებლობების ამაღლებას, ადამიანის უფლებების წარმოჩენის და დაცვის მიზნით.
მოცემული პროექტი ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივის: „საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული საქმიანობის კუთხით ბოლო ათწლეულში მიღწეული პროგრესის კონსოლიდაცია და გაგრძელება მომავალში. ეს ასევე თანხვედრაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს აქვს აღებული 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად, რაც კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური თავისუფლებების და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის გაძლიერებას ითვალისწინებს.
პროექტის საერთო მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი ქართული სსო-ების შესაძლებლობების ამაღლება, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის, ზედამხედველობის და შეფასებისთვის, ასევე უფლებების მქონე ადამიანების და ამ უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების შესახებ. აღნიშნული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება სტრატეგიით, რომელიც სსო-ებს შორის ცოდნის ამაღლების მხრივ არსებულ საჭიროებებს და მათ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს ითვალისწინებს და სადაც გააზრებულია, რომ ადამიანის უფლებების ეფექტურად ადვოკატირება ერთობლივად მოითხოვს როგორც სპეციალიზებულს ცოდნას, ასევე პროფესიონალურ უნარებს.
პროექტის ფარგლებში ტრენინგები და შესაძლებლობების ამაღლების სემინარები გაიმართება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო მოძრაობებისთვის, რათა მათ უფრო კარგად შეძლონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება, მონიტორინგი, ანგარიშგება, კომუნიკაცია და ადვოკატირება, ასევე რათა ამაღლდეს მათი ცოდნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სფეროში. პროექტი ასევე მხარს დაუჭერს უფრო დიდ სსო-ებს ეროვნულ დონეზე საქმიანობის განხორციელებისთვის, რათა თავიანთი ორგანიზაციის შიდა შესაძლებლობები მდგრადი სახით განავითარონ და გააფართოონ, ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობით.
შესაძლებლობების განვითარების გარდა, პროექტი სსო-ებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მესამე მხარის დაფინანსების სქემების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია როგორც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ უფრო დიდ უფლებადამცველ ორგანიზაციებზე, ასევე უფრო მცირე სათემო ინიციატივებსა და ადგილობრივი მასშტაბით მოქმედ ორგანიზაციებზე. შერჩეული პროექტები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა მონიტორინგი და ადვოკატირება საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიების მიმართ, გადაწყვეტილების მიმღები პირების ან ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების წარმოჩენა.
და ბოლოს, პროექტი ცნობიერების ამაღლების კომპონენტს მოიცავს მონიტორინგის ანგარიშების გამოყენებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებაზე, ასევე, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე.
საერთო ჯამში, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დასაცავად მომუშავე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში. ასეთი წვლილის შეტანით კი პროექტი ხელს შეუწყობს იმ პროგრესის გაგრძელებას, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო მიღწეული ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული პრაქტიკების დამკვიდრების კუთხით.
Specific Objective
პროექტის „მონიტორინგის და ადვოკატირების შესაძლებლობების ამაღლება უფლებების დასაცავად საქართველოში“ მიზანია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობის ამაღლება, რათა მათ უფრო ეფექტურად გაუწიონ მეთვალყურეობა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას, მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ასევე, გაზარდონ ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ როგორც ამ უფლების მქონე ინდივიდებს, ასევე უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ მხარეებს შორის. პროექტის მეშვეობით საქართველოში მოქმედი მხარეები შეძლებენ, რომ განაგრძონ ის პროგრესი, რასაც მათ ბოლო ათწლეულში მიაღწიეს „ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმების მიღების შემდეგ. კერძოდ, პროექტი სსო-ების და სათემო მოძრაობების შესაძლებლობას აამაღლებს, რომ უწყვეტი მონიტორინგი გაუწიონ ადამიანის უფლებათა სიტუაციას ქვეყანაში, ასევე მხარი დაუჭირონ შესაბამისი სამთავრობო ზომების, პოლიტიკის და კანონების მიღებას ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად და - ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სტრატეგიული ადვოკატირების მეშვეობით - წინააღმდეგობა გაუწიონ შესაძლო დაღმასვლას ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სფეროში.

პროექტის კონკრეტული ამოცანებია:
1. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ ეფექტურად გაუწიონ ზედამხედველობა სახელმწიფო უწყებების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ, ქვეყანაში არსებული კანონების და პოლიტიკების შესაბამისად, ასევე, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება უფლებების მქონე ინდივიდებს და უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ პირებს შორის.
2. სათემო მოძრაობების და ადგილობრივი უფლებადამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მესამე მხარის დაფინანსების სქემების მეშვეობით;
3. ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ორგანოებსა და ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის და პატივისცემის მიმართ, ასევე, თუ რა ხარვეზები არსებობს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიების განხორციელების მხრივ.
Expected Results
წინამდებარე პროექტის მიზანია ქართული უფლებადამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო მოძრაობების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მოსალოდნელი შედეგი:
1. ადგილობრივი სსო-ების და სათემო მოძრაობების წარმომადგენლებისთვის მთელი რიგი სემინარები გაიმართება, მათი გადამზადების მიზნით შემდეგ საკითხებში: ადამიანის უფლებების გამოძიება, მონიტორინგი, ანგარიშგება, კომუნიკაცია, ადვოკატირების შესაძლებლობები და სხვა უნარები, რაც საჭიროებების შეფასებით იქნება გამოვლენილი.
a. მცირე, ადგილობრივი სსო-ების და სათემო მოძრაობების 40 წარმომადგენელი გადამზადდება თბილისში ორი 10-დღიანი სემინარის მეშვეობით, რომელთაგან თითოს 20 მონაწილე დაესწრება (კოჰორტა 1 და კოჰორტა 2). დამატებით, 25 ადგილობრივი ტრენერი გაივლის 40-დღიან სასერტიფიკატო პროგრამას თბილისში, ბათუმსა და ბერლინში (გერმანია), სადაც ისინი ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და ადვოკატირების სწავლებისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ.
2. ეროვნულ დონეზე დაახლოებით 4 უფლებადამცველი სსო, ადგილობრივ დონეზე კი 10-მდე მცირე უფლებადამცველი სსო და სათემო ორგანიზაცია იმუშავებს, რომლებიც ორეტაპიანი ქვეგრანტის პროგრამის დახმარებით მონიტორინგის და ადვოკატირების აქტივობებს განახორციელებენ საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.
3. ორი შუალედური და ორი საბოლოო ანგარიშის მომზადება, წარდგენა და გამოქვეყნება, სადაც აღწერილი იქნება შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით არსებული საერთო გარემო. ამ ანგარიშებში ასევე მოცემული იქნება რეკომენდაციები შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოებისთვის, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლების უკეთესად რეალიზებისთვის საქართველოში. სულ მცირე, 60 გაშუქება მასმედიაში, რათა გაიზარდოს ცნობიერება შეკრების თავისუფლების შესახებ საქართველოში და გაზიარებული იქნას ანგარიშებში მოცემული მიგნებები და რეკომენდაციები. შეკრების თავისუფლების შესახებ მინიმუმ 7 განცხადების, მოკლე მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნება და გავრცელება კონსორციუმის პარტნიორთა ქსელების მეშვეობით. ორი წლიური ანგარიში ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის შესახებ „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ და მისი სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის მეშვეობით. ექვსი საინფორმაციო ბროშურა, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოებასა და ადგილობრივ თუ ეროვნულ სახელმწიფო უწყებებს შორის ინტერნეტით გავრცელდება იმ მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ჩართვასთან დაკავშირებით განხორციელდება.
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
ადამიანის უფლებები
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.01.2023
End Date:
31.12.2024
Social Media Links:

EU Project Number:
438672