fbpx
Skip to main content

ევროპული სკოლა საქართველოში

Project Description
პროექტი „ევროპული სკოლა საქართველოში“ (ფაზა II) 2021 წელს დაიწყო. როგორც ფლაგმანი პროექტი, ის საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს და მორგებულია საშუალო განათლებაში ახალგაზრდების საჭიროებებზე.

პროექტი ევროკავშირის ფართო ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას. ის „აღმოსავლეთ პარტნიორობა – 20 შედეგი 2020 წლისთვის“, ერთ-ერთი შედეგია. პროექტი მიზნად ისახავს როგორც ურთიერთთანამშრომლობის, ტოლერანტობისა და ფუნდამენტური ფასეულობების გაღრმავება-გააზრებას, ასევე რეგიონში ევროკავშირის როლისა და ჩართულობის უკეთ გაგებას.

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს საქართველოში ევროპული სკოლის დაარსებას, რომელიც ღია იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მოსწავლისთვის. სკოლა მოსწავლეებს შესთავაზებს ორი მიმართულების სადიპლომო პროგრამას (ქართულსა და საერთაშორისო ბაკალავრიატს). ორივე სადიპლომო პროგრამა დაფუძნებული იქნება მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ენების შესწავლასა და მულტიკულუტრულ განათლებაზე.
სკოლა მომავალ წლებშიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მოსწავლისთვის. ევროპული სკოლა საქართველოში იქნება სანიმუშო სკოლა საჯარო განათლების რეფორმისთვის და ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას.
Specific Objective
პროექტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ სამეზობლოში საერთაშორისო სტანდარტების მაღალი ხარისხის განათლების ხელშეწყობა.

პროექტის კონკრეტული მიზანია სასწავლო გარემოს შექმნით, თანამედროვე სასწავლო პროგრამის შემუშავებითა და ადამიანური შესაძლებლობების განვითარებით, აღმოსავლეთ სამეზობლოს ყველა ქვეყნის მოსწავლისთვის საქართველოში ხელმისაწვდომი, საერთაშორისო სტანდარტების ევროპულ სწავლებაზე დაფუძნებული საშუალო განათლების უზრუნველყოფა.

ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას:

1. სკოლის კომპლექსის დიზაინის შექმნასა და მშენებლობის მონიტორინგში;
2. მოსწავლეთა შერჩევის სქემის შექმნასა და ამ სქემის იმპლემენტაციაში;
3. მასწავლებლების შერჩევისა და გადამზადების პროცესში;
4. სასწავლო გეგმის შემუშავებასა და ავტორიზაციაში;
5. სასტიპენდიო სქემის შემუშავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის, სტუდენტების მობილურობასა და აკადემიური განვითარებაში.
Expected Results
პროექტის მოსალოდნელი შედეგები მოიცავს:

1. სკოლის კომპლექსის აშენებას და აღჭურვას;
2. მოსწავლეების შერჩევის და მიღების სქემის, მარკეტინგული გეგმის, სკოლის მმართველობის, ფინანსური და ორგანიზაციული მართვის სტუქტურების შექმნასა და განხორციელებას;
3. სასწავლო აკადემიის მეშვეობით სწავლების პროგრამის შემუშავებას და იმ პროცედურების ხელმისაწვდომობას, რომელთა დახმარებითაც მოხდება მასწავლებლების შერჩევა, დასაქმება და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარება;
4. მაღალი ხარისხის სასწავლო გეგმის შემუშავებას, დანერგვასა და ავტორიზაციას სკოლის ორი მიმართულებისთვის (საერთაშორისო ბაკალავრიატი და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც ევროპული სწავლებაა ინტეგრირებული);
5. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მოსწავლეებისთვის ევროპულ სკოლაში საქართველოში, ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის სასტიპენდიო სქემის შექმნასა და ხელმისაწვდომობას. ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ხელმისაწვდომობას აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსივე ქვეყნის მოსწავლეებისთვის.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
განათლება, კვლევა და ინოვაცია, ახალგაზრდობის მონაწილეობა და ლიდერობა
Topic:
აღმოსავლეთ პარტნიორობა, განათლება, ინფრასტრუქტურა
EaP Countries:
საქართველოს
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.01.2021
End Date:
31.08.2026
Social Media Links:

EU Project Number:
417-373