Do IT with the EU
Project Description
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ევროკავშირთან და კერძო სექტორთან, მათ შორის ადგილობრივ IT კომპანიებთან, პარტნიორობით განახორციელებს პროექტს "Do IT with the EU", რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ მომავლის უნარების დაუფლება-გაუმჯობესებას. პროექტი ეფუძნება GITA-ს წარმატებულ 3000 IT სპეციალისტის უფასოდ გადამზადების პროგრამას, რომლითაც უკვე ისარგებლა 3000-ზე მეტმა ადამიანმა. პროექტი შედგება ორი ნაწილისგან: სასერტიფიკაციო პროგრამა და დასაქმების პროგრამა.
სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში მომზადდება დამატებით 1000 IT სპეციალისტი, რომელთაც გადაეცემათ ვაუჩერები საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. ეს შექმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, წაახალისებს მეწარმეობას და ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში შესვლას.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში გამოვლინდება საქართველოში არსებულ მოქმედ IT კომპანიებში ყველაზე მოთხოვნადი IT პოზიციები, რათა 300 IT სპეციალისტი გადამზადდეს სწორედ ამ როლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით. წარმატებულ მონაწილეებს გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილები ხსენებულ კომპანიებში, რაც ხელს შეუწყობს მეტი საერთაშორისო კომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე და ეკონომიკური სარგებლის მოტანას გადასახადების გზით. გარდა ამისა, ადგილობრივი IT სპეციალისტები ისარგებლებენ მაღალანაზღაურებადი პოზიციებითა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობით.

Specific Objective
IT ეკოსისტემის განვითარება, მათ შორის StartUp-ისა და ScaleUp-ის გარემოს ჩამოყალიბება, უნარების გაუმჯობესება და საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიული განვითარებისთვის (ISID) ციფრული სპეციალიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
Expected Results
1) გაძლიერებული IT ეკოსისტემა: პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ძლიერი IT ეკოსისტემის განვითარებას;
2) გაუმჯობესებული უნარები და გაზრდილი დასაქმება: პროგრამის მეშვეობით დამატებით 1300 IT სპეციალისტი აიმაღლებს კვალიფიკაციას და მიიღებს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს;
3) ინტეგრაცია გლობალურ ღირებულებების ჯაჭვში: ციფრულ და ICT უნარებში არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კერძო სექტორის კლობალურ ღირებულებების ჯაჭვებში ინტეგრირებას;
4) ეკონომიკის აღდგენა და მოდერნიზება: ციფრული უნარების განვითარება და IT ეკოსისტემის ფორმირება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას COVID - 19 პანდემიის შემდეგ;
5) ინკლუზიური და მდგრადი ზრდა: პროექტი ხელს შეუწყობს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემით, ციფრული უნარების განვითარებითა და IT სექტორში აქტიური ჩართულობით;
6) გაზრდილი კონკურენტუნარიანობა: პროექტის მიზნები, როგორებიცაა გაციფრულება და სმარტ სპეციალიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გააძლიერებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას რეგიონში;
7) წვლილი მდგრადი განვითარების მიზნებში: პროექტი შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-8 და მე-9 მიზნებს, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, დასაქმებას, მდგრად ინდუსტრიალიზაციას და ინოვაციურობას.

Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის Subsector:
დასაქმება და მეწარმეობა Topic:
ციფრული ტრანსფორმაცია Project Status:
მიმდინარე Start Date:
15.06.2023 End Date:
15.06.2026 Website:
https://doit.gov.ge/
EU Project Number:
441-966