fbpx
Skip to main content

თემზე დაფუძნებული კლიმატგონივრული დაგეგმარების გაძლიერება საქართველოში

Project Description
ქმედების მიზანია კლიმატგონივრული, ადგილობრივად მართული ადაპტაციის მიდგომის გაძლიერება თემებში ახალგაზრდების არსებითი ჩართულობით. პრიორიტეტი, რომელიც განისაზღვრა მოწოდებაში – „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების და/ან ადაპტაციის მხარდამჭერი პოლიტიკების და ქმედებების განხორციელება,“ – იქნება მიღწეული ეროვნული კლიმატური რისკების შეფასების საშუალებით, ევროკავშირის კლიმატური გზამკვლევის შესაბამისობით და თემის მდგრადობის გაძლიერებით. ეს პროცესი უზრუნველყოფს ახალგაზრდების მაღალ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებასა და პოლიტიკის ფორმირებაში ინკლუზიური გზით, ევროკავშირის ახალგაზრდული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
Specific Objective
კონკრეტული/სპეციფიკური მიზანი არის შერჩეული თემების უნარების გაძლიერება სამიზნე რეგიონებში ინკლუზიური კლიმატური მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ეს მიიღწევა ცნობიერების ამაღლების, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ადგილობრივად მართული ადაპტაციის პროგრამების განხორციელებით.

ქმედება მომზადდა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ქმედების მთავარი განმცხადებელია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (GRCS), ხოლო თანაგანმცხადებელი - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის კლიმატის ცენტრი.

დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC&PH). ამ პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე, ასევე სხვადასხვა მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) შესაბამის დიალოგებში აქტიურ ჩართულობაზე. მათ ხაზი გაუსვეს კლიმატით გამოწვეულ ექსტრემალურ მოვლენებზე, მათ შორის სითბურ ტალღებზე, ასევე რეაგირებისა და მზადყოფნის აუცილებლობას.

ამ ქმედების განუყოფელი კომპონენტია თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდებთან და სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ეს პარტნიორობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებას.
Expected Results
IO1: თემების მდგრადობის გაძლიერება კლიმატით გამოწვეული ექსტრემალური მოვლენების მიმართ, ადგილობრივი უნარების განვითარებით.
სამიზნე რეგიონებში, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (GRCS) შეარჩევს და შეაფასებს თემებს EVCA ინსტრუმენტის (გაძლიერებული მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება) გამოყენებით. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ცოდნის გაღრმავებას კლიმატის ცვლილებაზე და თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკების მართვის (CBDRM) გეგმების შემუშავებას ადაპტაციისა და შერბილების ეფექტური ღონისძიებებისთვის. ამ გეგმების განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია მცირე გრანტების მეშვეობით ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს კლიმატთან ადაპტაციის აქტივობების ადგილობრივ დონეზე განხორციელებას. მიღებული გამოცდილება სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქმედებების მდგრადობას საქართველოს წითელი 39 ფილიალის ჩართულობით.

IO2: ახალგაზრდების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატურ ქმედებებში.
ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰუმანიტარულ საქმიანობასა და თემის განვითარებაში. ეს ქმედება მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას კლიმატთან ადაპტაციის ადგილობრივ აქტივობებში, სადაც აქცენტი გაკეთდება ცნობიერების ამაღლებაზე, ქმედებებსა და ადვოკატირებაზე. ამ მიზნით გამოყენებული იქნება Y-Adapt ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის კლიმატის ცენტრის მიერ.

IO3: კლიმატის ცვლილებების, თბური ტალღებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
ეროვნული კლიმატური რისკების შეფასება წარმოადგენს საფუძველს კლიმატის ცვლილებების ჰუმანიტარული შედეგების შესაფასებლად და კლიმატგონივრული პროგრამებისა და ოპერაციების შემუშავებისთვის. კლიმატისა და ამინდის შესახებ ინფორმაციის გასაუმჯობესებლად თანამშრომლობა გაძლიერდება გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. საქართველოს ათ რეგიონში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიები ფოკუსირებული იქნება ქალებზე, ხანდაზმულებზე, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე. ინფორმაციას თემებში გავრცელდება სხვადასხვა მედია არხის, ქუჩის აქციებისა და პირისპირ შეხვედრების მეშვეობით.

IO4: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება.
საქართველოს წითელი ჯვრის, როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციის, შესაძლებლობებისა და როლის გაძლიერება უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე კლიმატგონივრული პროგრამებისა და ადაპტაციის ქმედებების განხორციელებას. ადგილობრივი თემები მიიღებენ ფინანსურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას კლიმატთან ადაპტაციის გეგმების დასაგეგმად და განსახორციელებლად.

მთლიანობაში, საქართველოს წითელი ჯვარი 218,000-ზე მეტ ბენეფიციარს ეხმარება ყოველწლიურად, ხოლო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, როგორიცაა ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და თემების მდგრადობის გაძლიერება, ხელს შეუწყობს კლიმატთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება, სამოქალაქო საზოგადოება
Topic:
ეკოლოგია
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
08.12.2023
End Date:
31.12.2025
EU Project Number:
448-637