fbpx
Skip to main content

EU4BUSINESS – ფინანსური სექტორის ინსტიტუციური მშენებლობა და რეაგირება კრიზისზე

Project Description
პროექტის „EU4BUSINESS - ფინანსური სექტორის ინსტიტუციური მშენებლობა და რეაგირება კრიზისზე“ მიზანია კრედიტების ხელმისაწვდომობის აღდგენა მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში. პროექტი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც განსაკუთრებულად დაზარალდნენ ფინანსური კრიზისის პერიოდში. პროექტი შემუშავდა კრიზისის მიერ შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პასუხად და ის მიზნად ისახავს მთელი რეგიონის საბანკო სისტემის სისტემური კოლაფსის და ეკონომიკის რეალური სექტორის შემცირების პრევენციას.
Specific Objective
- გლობალური ფინანსური კრიზისით დაზარალებული ბანკების მხარდაჭერა, რომლებშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განახორციელა ინვესტირება კრიზისზე რეაგირების პაკეტის ფარგლებში.
- ეფექტიანობის, ეფექტურობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება ამ სექტორში, რაც საწარმოების, განსაკუთრებით მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომას გააუმჯობესებს.
- წარმატებული და ჯანსაღი ინსტიტუტების მხარდაჭერა ან შექმნა, რომლებიც აფინანსებენ რეალური ეკონომიკის სექტორებს, ხელმძღვანელობენ საბაზრო პრინციპებით და ეწევიან რაციონალურ კომერციულ პრაქტიკას.
Expected Results
- რეგიონული ინსტიტუციური მშენებლობა და მიზნობრივი კრიზის-მენეჯმენტი დიდი პროექტებისთვის (რომლებსაც ახორციელებენ კომპანიები), რუსეთის და უკრაინის გამოკლებით.
- ჩარჩო უკრაინის ფინანსური ინსტიტუტებისთვის ინსტიტუციური მშენებლობის და კრიზისებზე რეაგირების მიზნით.
- რუსეთის ბანკების დახმარება და ტრენინგი სესხების კორექციის და ფინანსური რესტრუქტურიზაციის საკითხებზე.
- კრიზისის მიზნობრივი მართვის რეგიონული ჩარჩო, ბანკების მიერ ვაჭრობის დაფინანსების საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფა; გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუციური „ნოუ-ჰაუს“ და თანამედროვე ვაჭრობის დაფინანსების საბანკო უნარების მხარდაჭერა.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა
Topic:
ბიზნესი
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
21.04.2009
End Date:
31.12.2020