fbpx
Skip to main content

მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)

Project Description
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და გამიზნულია მდგრადი სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების განვითარება ადგილობრივ მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭირდო თანამშრომლობით სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში და იმერეთის რეგიონებში.
პროექტი ფასილიტაციას უკეთებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ახალი საშემოსავლო წყაროების გენერირებას ზემოაღნიშნულ მდგრად სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებში.
მდგრადი სამთო ტურიზმის მიმართულებით, პროექტი:
- ხელს უწყობს სტრატეგიული პოლიტიკის და დოკუმენტების შემუშავებას, როგორიც არის ეროვნული მდგრადი სამთო ტურიზმის სტრატეგია, ეროვნული სტანდარტები და კონტროლის მექანიზმები;
- ორი რეგიონის: სვანეთის და რაჭის ბრენდის შექმნა და არსებული კონცეფციის მიხედვით რეგიონალური პროდუქტების და სერვისების განვითარება;
- ახალი საბაზრო შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარება;
- საგრანტო დახმარება ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის.

ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროექტი:
- კოორდინაციას უწევს, შეფასების პროცესის მსვლელობას თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმებლობა ევროკავშირის მოთხოვნებს და რეგულაციებს და მიღებული შედეგების მიხედვით შემუშავდეს რეკომენდაციები;
- ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან (თვითმართველობა, კერძო სეწტორი, მწარმოებლები) თანამშრომლობით ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის რეგულაციების შესახებ აღნიშნულ სექტორში და კონკურენტული შესაძლებლობების განვითარება;
- დახმარებას უწევს ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების პროცესს;
- საგრანტო / აღჭურვილობით დახმარება ადგილობრივი განვითარების ინიციატივებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში.
Specific Objective
ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
Expected Results
- სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავება მდგრადი და ინკლუზიური განვითარების უზრუნველსაყოფად;
- ორივე სექტორში დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა ახალი და უკეთესი პროდუქტისა და მომსახურების შექმნით და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი კავშირების დამყარების მეშვეობით (შემოსავლების ზრდა მინიმუმ 20%-ით) ;
- მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩართული ადამიანების და ინსტიტუტების პოტენციალის განვითარებისთვის გამიზნული ღონისძიებების ხელმისაწვდომობა და განათლების მართვის სისტემის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ერთობლივი სწავლის შესაძლებლობას.
- 400 მცირე საწარმოსა და სამთო ტურიზმის სფეროში მოქმედი მწარმოებელის, 300 სასტუმრო სერვისის მიმწოდებელის, 300 სერვისის მიმწოდებელის, 230 ფერმერის, ასევე ორი სერტიფიცირების ორგანოსა და 76 ადგილობრივი მაცხოვრებელის და ინსპექტორის მხარდაჭერა
Project documents
Beneficiaries
Nanuli Chelidze - Popularizing Svanetian Gastronomy
Guidebook for Svaneti and Upper-Racha
Training for trekking guides
Supporting organic production in Upper Svaneti
Training in Hiking Trail Marking and Maintenance
Svaneti Branding project
Hub for Healthy Gastronomy and Organic Products in Mountains
Project map
Photo gallery
Hub for Healthy Gastronomy and Organic Products in Mountains
GRETA HUB - Hub for Healthy gastronomy and organic products in mountain
Advisory committee meeting
Videos
გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმი ერთ სივრცეში
London Wine Fair 2023_Highlights_EN
London Wine Fair 2023_Highlights_GEO
The methods of production of organic products are becoming perfect day by day in the mountainous regions of Georgia_Honey
The methods of production of organic products are becoming perfect day by day in the mountainous regions of Georgia_Wine
The methods of production of organic products are becoming perfect day by day in the mountainous regions of Georgia_Tea
Georgian Traditions Told Through Culinary Master Classes_Nanuli_Chelidze
Georgian Traditions Told Through Culinary Master Classes - Maia Kezevadze
Freeride_World_Tour_Competition_in_Svaneti_2023_GEO logo
Summarizing_video_of_cultural_guides_training
ITB_2023
Biofach-2023
Video_story_for_GRETA_beneficiary_Tourism_component
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
Topic:
სოფლის მეურნეობა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
11.12.2018
End Date:
10.04.2024
Social Media Links:
n/a

EU Project Number:
401-348