fbpx
Skip to main content

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში

Project Description
პროექტის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობათა გაძლიერება, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა და მათ შეძლონ ასოცირების შეთანხმებით შექმნილ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირება. პროექტი საფუძველს უყრის სექტორის განმტკიცებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან ეკონომიკურ ზრდას.

პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავს:

კომპონენტი 1: მეწარმეობის განვითარების ჩარჩო პირობების გაუმჯობესება და მცირე და საშუალო მეწარმეების მონაწილეობა პოლიტიკურ დიალოგში.
კომპონენტი 2: მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ინსტიტუტების სიმძლავრეების სიღრმისეული განვითარება.
კომპონენტი 3: მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ეროვნულ, სექტორულ და ადგილობრივ დონეზე ბიზნეს კლასტერების განვითარებისა და ბიზნეს ქსელების მხარდაჭერის გზით.
კომპონენტი 4: ბიზნეს კლასტერებისა და ქსელების ინტეგრირება ევროკავშირში მოქმედ შესაბამის ქსელებში, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარებაზე, ინვესტირებასა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე.

პროექტის სამარკო ინიციატივა: ბიზნეს კლასტერების განვითარება საქართველოში
ზოგადი მიზნები:

• ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
• ინდუსტრიის განვითარება;
• პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლება;
• საერთაშორისო კავშირების გაფართოება;
• საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება.

შერჩეული სექტორები:
• ავეჯის წარმოება: ქართული ავეჯის კლასტერი ადგილობრივ ავეჯის მწარმოებლებსა და დიზაინერებს საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს.
• კინოწარმოება: ქართული კინოკლასტერი ფილმის წარმოებისა და პოსტწარმოების წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს და ქართული კინოინდუსტრიის შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს.
• ტანსაცმლის წარმოება: ამ ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი მწარმოებლები ევროპულ სამკერვალო ინდუსტრიაში მოქმედ სტანდარტებს ნერგავენ.
• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები: კლასტერის განვითარების ინიციატივა ამ სფეროში მოქმედ ქართულ კომპანიებს ევროპელ პარტნიორებთან უკეთ დაკავშირებაში ეხმარება.
Specific Objective
1. ცენტრალური ადმინისტრაციის ორგანოების ინსტიტუციური სიმძლავრეების გაუმჯობესება მცირე და საშუალო მეწარმეობის კონტექსტში კონკრეტული ზომების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით.

2. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის განმტკიცება - გაუმჯობესებული თანამშრომლობა დარგობრივ სამინისტროებს, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერ ინსტიტუტებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომლების ჩართულნი არიან DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებში.

3. მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობი ორგანიზაციების სიმძლავრეების განმტკიცება, რათა უკეთ შეძლონ მეწარმეების მხარდაჭერა DCFTA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით.

4. ბიზნეს და სექტორული ასოციაციების, ბიზნეს სერვის პროვაიდერების სიმძლავრეთა გაუმჯობესება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ეფექტური სერვისების მიწოდების კუთხით.

5. ქართული მცირე და საშუალო მეწარმეების მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში, რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმებში.
Expected Results
- DCFTA-სთან ადაპტირებასთან დაკავშირებული მინიმუმ 3 კონკრეტული პრიორიტეტული ზომა შემუშავდა და განხორციელდა.
- 3 ყოველწლიური კონფერენციის რეკომენდაციების გათვალისწინებით კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული საჯარო-კერძო სექტორებს შორის დიალოგის პროცესი წარიმართა მისი შედეგების მონიტორინგით.
- შემუშავდა, დაინერგა და ტესტირება გაიარა ბიზნესის მხარდაჭერის მინიმუმ 6-მა ახალმა სერვისმა (საინფორმაციო, საკონსულტაციო, ტრენინგი, და ა.შ.).
- წამყვან რეგიონებსა და სექტორებში 5 ბიზნეს ქსელი/კლასტერი დაფუძნდა.
- 5 ქართული ბიზნეს კლასტერი დაკავშირდა შესაბამის ევროპულ კლასტერებსა და ქსელებთან.
Project documents
Project map
Photo gallery
Digitalizing the Georgian Economy
Presentation of the National Guidlines for the Production of Quality Honey
Georgian Film Industry Conference
Design Georgia Exhibition @TAF 2019
GCCI Regional Business Forum in Kutaisi
Georgian Honey "TAPLI" Presented at International Green Week in Berlin
Georgian Designers at Passagen Interior Design Week Cologne 2019
Presentation of DCFTA Information Centre Batumi Office at the Europe Day
Presentation of the Georgian Furniture Cluster
DCFTA Website Launch Event
Presentation of Georgian ICT Cluster at EuroDIG 2018
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
26.11.2015
End Date:
25.11.2019
Website:
www.giz.de
EU Project Number:
366-905