fbpx
Skip to main content

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი ამოცანების განხორციელების ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა

Project Description
პროექტი მუშაობს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან (მსსკ) ერთად და მხარს უჭერს საქართველოში მიგრაციის მართვის მდგრადი სისტემის შემუშავების მესამე ფაზის განგრძობასა და მის წარმატებით დასრულებაში, რაც ეფუძნება საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაში ასახულ გრძელვადიან ხედვას და პრიორიტეტებს. აღნიშნული ითვალისწინებს 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიის შემუშავებას და დამტკიცებას, მიმდინარე (2016-20 წწ.) სტრატეგიის განხორციელებიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე და ასევე, მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის (მეას) მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის შედეგად. მეას-ის შემდგომი განვითარება გაზრდის მისი გამოყენების ინტენსივობას ძირითადი ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებისას (მაგ.: მიგრაციის პროფილები, თემატური კვლევები და სხვ.), რაც უფრო ეფექტურს გახდის რისკების ანალიზისა და შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს. დამატებით, მსსკ-ს სამდივნო ხელს შეუწყობს მიგრაციის 2021-2030 წლების სტრატეგიის განხორციელებას მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების/დამტკიცების პროცესის კოორდინაციისა და მათი განხორციელების შეფასების და მონიტორინგის გზით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებისა და საჯარო რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული და 2020 წლიდან ამოქმედებული, პოლიტიკის დაგეგმვის ახალი რეგულაციების შესაბამისად.
Specific Objective
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტების, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი ამოცანებისა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (ამოცანა 10.7) წარმატებით განხორციელებაში და საქართველოში მიგრაციის მართვის მდგრადი სისტემის განვითარების მესამე ფაზის დასრულებაში.
Expected Results
- დაწყებულია 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიის შესრულება და შემუშავებულია მისი 2021-2024 წწ. სამოქმედო გეგმები (ასოცირების დღის წესრიგისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული და 2020 წლიდან ამოქმედებული პოლიტიკის დაგეგმვის ახალი რეგულაციების შესაბამისად);
- ხორციელდება მიგრაციის სფეროში მიმდინარე ყველა აქტივობის ეფექტური კოორდინაცია და მართვა და უზრუნველყოფილია მათი მდგრადობა მიმდინარე პროექტის ფარგლებს მიღმა, მსსკ-ის წევრ უწყებათა ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდის შედეგად;
- მიგრაციის სფეროში მტკიცებულებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით იქმნება შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტები (მაგ.: მიგრაციის პროფილი) მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის გამოყენებით; ტარდება თემატური კვლევები 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ თემებზე, რომლებიც გამყარებულია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით;
- საქართველო თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი მიგრაციის საერთაშორისო პლატფორმებზე, რაც უზრუნველყოფს გამოცდილების გაცვლას და ევროკავშირის მხარდაჭერით ეროვნულ დონეზე განხორციელებული საუკეთესო ინიციატივების წარმოჩენას;
- მიგრაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის (განსაკუთრებული აქცენტით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე) განხორციელებაზე პასუხისმგებელი მსსკ-ის წევრი უწყებები მხარდაჭერილნი არიან ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაში ლეგალური მიგრაციის სარგებლისა და არალეგალური მიგრაციის უარყოფითი შედეგების შესახებ.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
საზღვრისპირა თანამშრომლობა და საზღვრის მართვა
Topic:
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.08.2020
End Date:
31.12.2023
Social Media Links:

EU Project Number:
408-363