
საპროექტო იდეების კონკურსი ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვის(ების) გასაუმჯობესებლად
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL) მიზანია საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის წყაროების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებიდან ადამიანების თბილისში მიგრაციის შემცირებას. აღნიშნულ პროექტს GIZ-ი ეროვნული ინიციატივის სახელად საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
CESL-ის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შემოსავლების შექმნის სტიმულირება (გამოუყენებელი ეკონომიკური პოტენციალის გააქტიურების გზით), შესაბამისად, პროექტისათვის საინტერესოა:
• რეგიონულ ან კონკრეტული ადგილმდებარეობისათვის დამახასიათებელ ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვებში არსებული სუსტი რგოლების იდენტიფიცირება და
• ფინანსების გამოყოფა მათ გასაძლიერებლად.
ამ მიზნით, CESL-ი აცხადებს საპროექტო იდეების კონკურსს.
მიღებული განაცხადების სათანადო შემოწმებისა და შეფასების შემდეგ, შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი იდეის დაფინანსება.
კონკურსის ძირითადი მოთხოვნები:
1. საპროექტო იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც: რეგისტრირებულია და მოქმედებს ერთ(ან მეტ) აქ ჩამოთვლილ რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი.
2. საპროექტო იდეებს პირველ რიგში „საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ ხელშეწყობის მიზანი უნდა გააჩნდეს.
3. საპროექტო იდეა უნდა ეხებოდეს რეგიონული მასშტაბის და/ან კონკრეტულ ადგილთან (ან ადგილებთან) დაკავშირებულ ღირებულებათა ჯაჭვს – მაგალითად, არსებობს რეგიონისათვის დამახასიათებელი კონკრეტული პროდუქციის ან მომსახურებისთვის საჭირო მასალის (ან ნედლეულის) ადგილზე წარმოების რესურსი, მაგრამ ხდება მათი შემოტანა სხვა ტერიტორიიდან. ან პირიქით, რეგიონისთვის დამახასიათებელია კონკრეტული ნედლეულის წარმოება, მაგრამ მათგან სხვა საბოლოო პროდუქციის მიღება ხდება.
4. წარმოდგენილ საპროექტო იდეებში მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ნაკლოვანებები და მოცემული უნდა იყოს მათი აღმოფხვრის გზები.
5. წარმოდგენილი საპროექტო იდეებით შემოთავაზებული საქმიანობა მაქსიმუმ 2025 წლის 27 სექტემბერს უნდა სრულდებოდეს.
6. საპროექტო იდეა არ უნდა იყოს კავშირში ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში არსებულ მიწასთან, ინფრასტრუქტურასთან (მათ შორის შენობასთან) ან საწარმოსთან.
დაინტერესების შემთხვევაში, ქართულ ენაზე შევსებული განაცხადები, თანდართული ფორმის გამოყენებით (დანართი 1.), უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: euitdcesl@giz.de. მაქსიმალური ბიუჯეტის ოდენობაა 225,000, ხოლო მინიმალური – 75,000 ლარი, თუმცა ამ თანხებზე მაღალი და დაბალი ოდენობაც შეიძლება იქნას განხილული. განცხადების მიღება სრულდება 2025 წლის 31 მაისს.
განაცხადის მიღების შემდეგ, CESL-ი კომპლექსური შემოწმების შესაბამის პროცედურებს (იურიდიული ექსპერტიზა) განახორციელებს (რომლის დროსაც მოხდება აპლიკანტთან დაკავშირება და ადგილზე ვიზიტი). ამის შემდეგ მოხდება საპროექტო იდეის ამ დოკუმენტის შემდეგ გვერდზე მოცემულ კრიტერიუმებთან შედარება; ამ პროცესში, CESL-ის კომპლექსური შემოწმების შედეგებიც იქნება გათვალისწინებული. აპლიკანტებს ოფიციალურად ეცნობებათ შეფასების შედეგები.3 დადებითი პასუხის შემთხვევაში, CESL-ი, აპლიკანტთან პროექტის შინაარსთან, მეთოდებთან და საკონტრაქტო საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავს. (სავარაუდოდ კონტრაქტი საგრანტო დაფინანსების სახით იქნება გაფორმებული, რომელიც GIZ-სა და აპლიკანტს შორის დაიდება). გაითვალისწინეთ, რომ კონტრაქტი გაფორმდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებთან, რომლებსაც განახლებული აქვთ ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად.
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით CESL-ს რეგიონულ წარმომადგენლებს: nino.khukhua@giz.de (გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი), mariam.zhorzhikashvili@giz.de (იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი) და zurab.tsignadze@giz.de (კახეთი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი).