fbpx
Skip to main content

საქართველოში ციფრული სფეროს განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და ახალი უნარების განვითარების გზით, ევროკავშირი საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. მაგალითად, ევროკავშირის Global Gateway სტრატეგიის ფარგლებში ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, საქართველოს 1,000 სოფლის სწრაფი და საიმედო ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფაზე მუშაობს. შედეგად, გაუმჯობესებული ინტერნეტით  ნახევარი მილიონი ადამიანი ისარგებლებს. ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ფართოზოლოვან კავშირზე წვდომის გაფართოებისა და საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიგიტალური ინტეგრაციის უზრუნველყოფის გზით ევროკავშირი ციფრულ უთანასწორობას შეამცირებს.

ევროკავშირი უზრუნველყოფს ციფრული უნარების სწავლებას და ონლაინ სერვისებზე საყოველთაო წვდომას, გოგონებსა და ქალებს სთავაზობს  ციფრული უნარების განვითარებას განათლების მიღებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში დასაქმების მიზნით. ის ასევე უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, კომპიუტერული პროგრამებისა და მოქმედი სტანდარტების ქვეყნის მასშტაბით თავსებადობას.

გარდა ამისა, ევროკავშირი მუშაობს სტარტაპებისთვის შესაძლებლობების შექმნის, მწვანე მეწარმეების დახმარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის მიმართულებით მათთვის ინდივიდუალური მხარდაჭერის უზრუნველყოფით, მათ შორის გრანტების/ვაუჩერის სქემის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებსა და შემოქმედებითი დარგების განვითარებას საქართველოს რეგიონებში.

საქართველო ახორციელებს ციფრული რეფორმების რიგს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებსა და ბიზნესებს პანევროპულ ონლაინ სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებულ წინაღობებსა და პრობლემებს მოუხსნიან. რეფორმები მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან ციფრული გარემოს ჰარმონიზაციას და პირველადი ჯანდაცვის სისტემის აღჭურვას ტელესამედიცინო შესაძლებლობებით ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დაფარვის არეალის გასაფართოებლად. ევროკავშირი ასევე მუშაობს პრევენცია-მკურნალობა-აღდგენის ჯაჭვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თანაბარ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან  სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებაზე.

ციფრული უნარების განვითარება გურიაში

სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით

ისტორიები

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა გაძლიერების პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის “REDI: სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით” პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირის ინიციატივა ტექნოლოგიებში ქალთა  როლის გაძლიერებისთვის