fbpx

Პროექტის – „უნარები წარმატებისათვის“ ერთი წელი ევროკავშირთან ერთად

12/10/2021

2021 წლის სექტემბერში ევროკავშირის მიერ “უნარები დასაქმებისათვის” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „უნარები წარმატებისათვის“ დაწყებიდან 1 წელი აღინიშნება. პროექტის განმახორციელებელი არიან Save the Children International, ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია. პროექტის დაწყებიდან ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: შეიქმნა ახალგაზრდული შესაძლებლობების ციფრული პლატფორმა,  განხორციელდა სამუშაოები 4 გრძელვადიანი სამეწარმეო ლაბორატორიის შესაქმნელად, გადამზადდა 20 ახალგაზრდული მუშაკი და 12 ახალგაზრდა სამეწარმეო ელჩი, შემუშავდა სახელმძღვანელო ახალგაზრდული მუშაკებისათვის „ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა საქართველოში“.

Როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამების მენეჯერმა, ნინო სამველიძემ აღნიშნა: “პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უწყებებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში. ასევე, გაიზარდა სივრცე კონსტრუქციული დიალოგისათვის და ხელი შეეწყო ახალგაზრდული მეწარმეობის პრაქტიკას ქვეყნის მასშტაბით. ციფრული პლატფორმა ერთობლივი შრომის ეფექტიანობის კიდევ ერთი მაგალითია.“

პირველად საქართველოში, შეიქმნა ახალგაზრდულ შესაძლებლობათა ონლაინ პლატფორმა – youthplatorm.gov.ge. „ახალგაზრდობის პლატფორმა“ ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე  შესაძლებლობების ონლაინ სივრცეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს  დასაქმების, განათლებისა და ტრენინგების შესაძლებლობების გამცემ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს. პლატფორმა იმართება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ.

10 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან გადამზადდა 20 მობილური ახალგაზრდული მუშაკი. მომდევნო წლების მანძილზე მობილური ახალგაზრდული მუშაკები იმუშავებენ ახალგაზრდებთან, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან (შემდგომში, NEET ახალგაზრდები), მათ საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით, შესთავაზებენ შესაბამის ტრენინგებს, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და გაუზიარებენ ინფორმაციას არსებული შესაძლებლობების შესახებ. გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები 4 სამეწარმეო ლაბორატორიის შესაქმნელად, სადაც გადამზადებულ NEET ახალგაზრდებს, მენტორების დახმარებით, ბიზნეს იდეებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ. „ახალგაზრდა სამეწარმეო ელჩების“ პროგრამის ფარგლებში შეირჩა წარმატებული ახალგაზრდა მეწარმეები საქართველოს რეგიონებიდან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგი ლიდერობის, ეფექტიანი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის, ადვოკატირებისა და ლობირების სტრატეგიებზე.

2020 წლის სექტემბერში დაწყებული სამწლიანი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული მუშაობის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციას, NEET ახალგაზრდების სამეწარმეო და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებზე მათი წვდომის ზრდას, ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის, რევაზ ჩარკვიანის თანახმად, „სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვდომა გაუმჯობესებულ რესურსებზე, რომელთა წყალობითაც მოხდება მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და უფრო ხარისხიანი სერვისების მიწოდება ახალგაზრდებისათვის“.

აქტივობები განხორციელდება გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიკა მხეიძე, Save the Children-ის ადვოკატირების ექსპერტი, marika.mkheidze@savethechildren.org, 591 41 05 30

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021