„უნიკალური ქართული გემო“ – ქართული სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის ხელმეორედ აღმოჩენის შესაძლებლობა
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ მეოთხედ გაიმართა დედაენის პარკში. აღნიშნული ფერმერთა ბაზრობები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება, ევროკავშირის მხარდაჭერით.
აგრობაზრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და ღონისძიებაზე ადგილობრივი, ნიშური პროდუქტები წარადგინეს. ორ დღიან ღონისძიებაში, დაახლოებით 50-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა და გაყიდა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ქართული ყველი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი და სხვ.
ამასთანავე, აგრობაზარში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SDC) მიერ დაფინანსებული FAO-ს პროგრამის ბენეფიციარი რძის პროდუქტების მწარმოებელი ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების ყველა მონაწილეს, FAO-ს ხელშეწყობით, გავლილი აქვს სურსათის უვნებლობისა და ბიზნესის მართვის ტრენინგები. მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს, საჭირო დანადგარების შეძენისა და სოფლის სამეურნეო სივრცეების განვითარების კუთხით, FAO-მ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სათანადო ფინანსური დაეხმარაც აღმოუჩინა.
დღეის მდგომარეობით, აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ ღონისძიებებმა, დაახლოვებით 70 რეგიონული მწარმოებელი დააკავშირა მომხმარებელს, რაც მათ მეტად კონკურენტუნარიანს ხდის საქართველოს ბაზარზე. გაწეული ტრენინგების შედეგად კი დღეს, მათ მიერ წრმოებული პროდუქტი, საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად არის წარმოებული, შეფუთული და ბრენდირებული.
„FAO-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით მე თავდაჯერებულად ვაგრძელებ ღვინის წარმოებას, რაც ჩემი კეთილდღეობისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ მოხარული ვარ ჩვენს მიერ წარმოებული რამოდენიმე სახის ღვინის პროდუქტი გავუზიარო უამრავ ისეთ ადამიანს, რომელსაც იგი არასოდეს გაუგია ან დაუგემოვნებია“, – განაცხადა ფრიდონ სირაბიძემ, აგრობაზრის მონაწილემ, “ნური სირაბიძის მარნის” თანადამფუძნებელმა და ისეთი ღვინოების მწარმოებელმა, როგორებიცაა ცოლიკაური, ჩხავერი და ალადასტური.
„ფერმერთა ბაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ინოვაციური აგროსასურსათო სისტემის განვითარების საინტერესო მოდელად ყალიბდება. სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებთან ცოდნის გაზიარების შედეგად, ისინი მიუახლოვდნენ ბაზრის მოთხოვნებს. ბევრი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის მდიდარი ადგილობრივი პროდუქტების აღმოჩენის პროცესშია და ყველა მათგანი უნდა ამაყობდეს მათი მდიდარი ტრადიციებით“, განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა.
„მცირე მეწარმეებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ მომხმარებელთან დაკავშირებაში ეხმარება, წარმატებული მიდგომა აღმოჩნდა. „უნიკალური ქართული გემო“ კარგი მაგალითი არის იმისა, თუ როგორ შეიძლება სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სოციო-ეკონომიკურად ინკლუზიურად შენარჩუნება და პოპულარიზაცია“ თქვა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა.
ფერმერთა ბაზრის „უნიკალური ქართული გემო“ კიდევ ორი ღონისძიება იგეგმება 2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში. აგრობაზარი ხორციელდება FAO-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.