fbpx
Skip to main content

კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024” გამარჯვებულები ცნობილია.

კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” რიგით მეცამეტე, მოკრძალებული დაჯილდოების ცერემონია 17 თებერვალს გაიმართა.  7 საპრიზო კატეგორიაში ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი

“დღეს ზეიმის დრო არ არის, თუმცა სწორედ ასეთ დროს უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე ჩვენი ვალდებულების წინაშე – პატივი ვცეთ და  დავიცვათ  დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა. ყველანი ვხედავთ, როგორ სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება მედიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში. ჟურნალისტებს აშინებენ, სცემენ და აპატიმრებენ.  რა დანაშაულისთვის? სიმართლის თქმისთვის.  იმისთვის, რომ ახმოვანებენ მათ სათქმელს, ვინც უკვე გააჩუმეს; იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხლენ; რომ დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ.  ქვეყანაში, რომელიც  ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს”.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2024 წლის კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები არიან:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში

  • თამარ მჭედლიძე- OC Media (გამარჯვებული)
  • საბა სორდია- ჟურნალი ინდიგო (ფინალისტი)
  • ნანა კოხოძე და სალომე გიორგაძე – პუბლიკა (ფინალისტი)
  • ლევან აბაშიძე – com (საგანგებო აღნიშვნა)

2024 წლის კონკურსის შესახებ:
წელს კონკურსში შემოვიდა 115 ჟურნალისტური ნამუშევარი, რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო მედიაში 2023 წლის 30 ნოემბრიდან, 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომები  განიხილა მედიის პროფესიონალებისგან შემდგარმა ოთხკაციანმა ჟიურიმ:

ეკატერინე ბასილაია –,,მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თითქმის 15 წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კვლევების და ანგარიშების მომზადებაში საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედია და საინფორმაციო სისტემების შესახებ; IREX-ის მედიის მდგრადობის ინდექსის (MSI) და ინფორმაციის ბარომეტრის (VIBE) თანაავტორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ–პროფესორი და თსუ–ს მოწვეული ლექტორი.  ის, ასევე საგამოძიებო მედიის „აი, ფაქტის“ გამგეობის წევრია.

ეკატერინე ტოგონიძე – ჟურნალისტი, პროზაიკოსი. 7 წიგნის ავტორი.  საზოგადოებრივ მაუწყებელში „მოამბისა“ და შემდეგ ,,ალიონის” წამყვანი 1999-2009 წლებში. ლექტორის 15 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკის სფეროში. 2014-2020 წლებში –  ,,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი. 2015-2018 წლებში – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის“  მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2014 წლიდან მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში განხორციელებულ კულტურულ პროექტებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მიზნით. მისი პუბლიკაციები 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდება ქართულ და უცხოურ გამოცემებში.

ია ბერსენაძე- 25 წლიანი გამოცდილება სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, ტელეკომპანია TV6 ჟურნალისტი საქართველოში და ტელეკომპანია РТР კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი. მთარგმნელი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი TV Reporting, პიროვნული განვითარების ტრენერი.

ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი 35 წლიანი სამუშაო სტაჟით. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ფოტოჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემისთვის. უკვე 10 წელზე მეტია დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და იღებს გრძელვადიან ფოტო–პროექტებს, უმეტესად საქართველოს რეგიონებში. მისი ფოტო –პროექტები ხშირად ფოკუსირდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე, მათ ტრადიციებსა და კულტურაზე.

ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა,  ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიიღო.

კონკურსის შესახებ მეტი იხილეთ აქ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში  მომდევნო საკონკურსო წელს, 2025 წლის 3 მაისს გამოაცხადებს.