fbpx
Skip to main content

SP7: „მხარდაჭერის პაკეტი საშუალო და მცირე ზომის თხილის მწარმოებლებისთვის

მცირე გრანტების მიზანი: მხარდაჭერის პაკეტის მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება, ღირებულების ჯაჭვში გამოვლენილი აფლატოქსინის განვითარების რისკის შემცირების გზით, რომელიც გამოწვეულია თხილის მოსავლის აღების შემდგომი არასათანადო პრაქტიკითა და აღჭურვილობით. შედეგად, პროექტის აქტივობები დადებით გავლენას მოახდენს ქართული თხილის უვნებლობაზე და უფრო მაღალ შესაბამისობას უზრუნველყოფს ეროვნული სურსათის უვნებლობის რეგულაციებთან.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები: FAO-ს მხარდაჭერა, ENPARD IV-პროგრამის, ამ პაკეტის ფარგლებში მიზნად ისახავს თანამონაწილეობრივი გრანტების გაცემას მცირე და საშუალო ზომის თხილის მწარმოებლებზე, საქართველოს ხუთ ძირითად თხილის მწარმოებელ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, კახეთი, აჭარა და იმერეთი. საგრანტო სქემა პრიორიტეტს ანიჭებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ თხილის იმ მწარმოებლებს, რომლებმაც გაიარეს FAO-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თხილის სურსათის უვნებლობის მიმართულებით. დამატებითი ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს  მხარდაჭერის პაკეტის განხორციელების პროცესში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

ვის შეუძლია მონაწილეობა:
ამ ინიციატივის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ მცირე და საშუალო ზომის თხილის მწარმოებლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული თხილის წარმოებაში, სამიზნე რეგიონებში და აქვთ იურიდიული სტატუსი; ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული FAO-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ შემდეგ სურსათის უვნებლობის ტრენინგებში (თხილის მიმართულებით):

  • თხილის მოსავლის აღება და მოსავლის შემდგომი ოპერაციები
  • თხილის გადამუშავება და აფლატოქსინების პრევენცია
  • პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება – თხილის მწარმოებლისთვის
  • თხილის ბაღების მართვა
  • თხილის ტრენინგები, ჩატარებული საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ

გრანტის მისაღებად, განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

  • ფლობდეს შემდეგი სამ სამართლებრივი სტატუსთაგან ერთ-ერთს: ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ან კოოპერატივი.
  • ფლობდეს ან მართავდეს 0.5-დან 30 ჰექტრამდე თხილის ბაღ(ებ)ს სამიზნე რეგიონებში (ქონება არ უნდა იყოს დაყადაღებული).
  • ჰქონდეს ისეთი ფართი/სივრცე, რომელიც ტექნიკურად ვარგისია აღჭურვილობის განსათავსებლად.
  • განმცხადებელი არ უნდა იყოს გაკოტრებული, და მისი საქმე არ უნდა იყოს ლიკვიდაციის ან სამართლებრივი ადმინისტრირების პროცესში.
  • განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე დავა შემოსავლების სამსახურთან, იძულებითი აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ან სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან.
  • ყველა განმცხადებელთან შესაძლოა ჩატარდეს საველე ვიზიტი FAO-ს საკვების უსაფრთხოების ექსპერტის მიერ, რათა შეფასდეს შემოთავაზებული ინვესტიციის ტექნიკური მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა პროექტის მიზნებთან. გარდა ამისა, გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ინვენტარი და ტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს განმცხადებლის (მფლობელობაში მყოფ) საწარმოს მასშტაბს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. აღნიშნული მოთხოვნა მიზნად ისახავს გრანტის რესურსების რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას და მხარდაჭერილი ინვესტიციების მდგრადობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას. საკვლევი ვიზიტისა და ტექნიკური შეფასების შედეგები აისახება ანგარიშში.
  • იმ ბენეფიციარებს, რომლებმაც უკვე მიიღეს თანამონაწილეობრივი გრანტი ENPARD IV-ის ფარგლებში, კვლავ შეუძლიათ განაცხადის შეტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე მიღებული გრანტი სრულად და წარმატებით განხორციელდა (მომწოდებლისადმი ბოლო გადახდის ჩათვლით) და ხელშეკრულების პირობების დარღვევა არ გამოვლენილა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე მისაღები საერთო გრანტების თანხა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ ჯამურ ზღვარს: 50,000 აშშ დოლარს. 

დასაფინანსებელი ინვესტიციები

მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცმხადებლებს შესაძლებლობა მიეცემათ განაცხადი წარმოადგინონ, შერჩეული მიმწოდებლებისგან ერთი ან რამდენიმე აღჭურვილობის შეძენაზე:

  • ვერტიკალური თხილის საშრობები, სხვადასხვა სიმძლავრით
  • ლენტური კონვეიერი (თხილის საშრობისთვის განკუთვნილი)
  • თხილის ტენიანობის ანალიზატორი

აღჭურვილობისთვის, სადაც ერთზე მეტი ვარიანტია ხელმისაწვდომი, განმცხადებლებმა უნდა აირჩიონ მხოლოდ ერთი.

გთხოვთ, კონკრეტული ტექნიკის შერჩევამდე კარგად გაეცნოთ მოდელის სპეციფიკაციებსა და დეტალურ ინფორმაციას. გაითვალისწინეთ, რომ სიაში არსებულ ყოველ თხილის საშრობს მიესადაგება შესაბამისი მწარმოებელის ლენტით დამტვირთავი კონვეიერი (მითითებულია მოდელის გასწვრივ). იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი გადაწყვეტს განსხვავებული მოდელის ლენტური კონვეიერის შეძენას, ტექნიკის თავსებადობასა და გამოყენებაზე თავად იღებს პასუხისმგებლობას.

თხილის ვერტიკალური საშრობი და შესაბამისი ლენტური კონვეიერი

დანადგარის ფოტო

Vertical Hazelnut Dryer / თხილის ვერტიკალური საშრობი

თხილის ვერტიკალური საშრობის მოდელი, სპეციფიკაციები და ფასი

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: FACMA
მოდელი ES 1000,
დეტალები: მოცულობა 2.3 M3; 1500კგ (დაახლოებით).
ცენტრალური სატრანსპორტო ხრახნული კონვეიერის უჟანგავი ფოლადის ქვაბი, დიზელის საქვაბე მოწყობილობა და ელექტრო პანელი.

ფასი: 43,894.00 ლარი

მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)

დანადგარის ფოტო

Conveyor Belt / ლენტური კონვეიერი

ლენტური კონვეიერის მოდელი, სპეციფიკაციები და ფასი

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: FACMA
მოდელი: NT 4 MT L20
დეტალები: სიგრძე: 2500 მმ, ჩატვირთვის სიგანე: 200 მმ, გადმოცლის სიმაღლე: 2800 მმ, სიმაღლე: 3900 მმ, ჩატვირთვის სიმძლავრე: მაქს. 10000 კგ/სთ (მიესადაგება მოდელ: ES 1000 საშრობს).

ფასი: 22.818,00 ლარი

მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)

Vertical Hazelnut Dryer

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: FACMA
მოდელი ES 3000,
დეტალები: მოცულობა 7 M3; 4500კგ (დაახლოებით).
ცენტრალური სატრანსპორტო ხრახნული კონვეიერის უჟანგავი ფოლადის ქვაბი, დიზელის საქვაბე მოწყობილობა და ელექტრო პანელი.

ფასი: 68.356,00 ლარი

მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: FACMA
მოდელი NT 5 MT L20
დეტალები: სიგრძე: 3100 მმ, ჩატვირთვის სიგანე: 200 მმ, გადმოცლის სიმაღლე: 3800 მმ, სიმაღლე: 4700 მმ,
ჩატვირთვის სიმძლავრე: მაქს. 10000 კგ/სთ (მიესადაგება მოდელ: ES 3000 საშრობს)

ფასი: 26.184,00 ლარი

მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)

Vertical Hazelnut Dryer Manufacturer

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: FACMA
მოდელი ES 6000,
დეტალები: მოცულობა 14 M3; 8400 კგ (დაახლოებით).
ცენტრალური სატრანსპორტო ხრახნული კონვეიერის უჟანგავი ფოლადის ქვაბი, დიზელის საქვაბე მოწყობილობა და ელექტრო პანელი.

ფასი: 97.511,00 ლარი

მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: FACMA
მოდელი: NT 7 MT L20
დეტალები: სიგრძე: 4600 მმ, ჩატვირთვის სიგანე: 200 მმ, გადმოცლის სიმაღლე: 5600 მმ, სიმაღლე: 6400 მმ,
ჩატვირთვის სიმძლავრე: მაქს. 10000 კგ/სთ (მიესადაგება მოდელ: ES 6000 საშრობს)

ფასი: 34.064,00 ლარი

მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)

Vertical Hazelnut Dryer

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: ი/მ ზურაბ მარკოზია
მოდელი N4,
დეტალები:  მოცულობა 4 M3; 1600-2000 კგ.
უჟანგავი ფოლადის ქვაბი, ელექტრო საქვაბე და ელექტრო პანელი.

ფასი 12 000 ლარი

მომწოდებელი:ი /მ ზურაბ მარკოზია

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: ი/მ ზურაბ მარკოზია
მოდელი: N1
დეტალები: დასატვირთი სიმაღლე: 700 მმ, ჩატვირთვის სიმაღლე: 2800 მმ (მიესადაგება მოდელ: N4 საშრობს)

ფასი: 8 000 ლარი

მომწოდებელი: /მ ზურაბ მარკოზია

Vertical Hazelnut Dryer

თხილის ვერტიკალური საშრობი
მწარმოებელი: ი/მ ზურაბ მარკოზია
მოდელი N12,
დეტალები: მოცულობა 12 M3; 4000-5000 კგ
უჟანგავი ფოლადის ქვაბი, (არჩევის შემთხვევაში) დიზელის, LPG და თხილის ქერქის  საქვაბე და ელექტრო პანელი.

ფასი: 44 850 ლარი

მომწოდებელი: ი/მ ზურაბ მარკოზია

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: ი/მ ზურაბ მარკოზია
მოდელი: N2
დეტალები: დასატვირთი სიმაღლე: 700 მმ, ჩატვირთვის სიმაღლე: 4000 მმ (მიესადაგება მოდელ: N12 საშრობს)

ფასი: 9 000 ლარი

მომწოდებელი: /მ ზურაბ მარკოზია

Vertical Hazelnut Dryer

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: ი/მ ზურაბ მარკოზია
მოდელი: N21,
დეტალები: მოცულობა 21 M3; 9000-10000 კგ.  უჟანგავი ფოლადის ქვაბი, (არჩევის შემთხვევაში) დიზელის, LPG, ელექტროენერგიის და თხილის ქერქის  საქვაბე და ელექტრო პანელი.

ფასი: 55 000 ლარი

მომწოდებელი: /მ ზურაბ მარკოზია

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: ი/მ ზურაბ მარკოზია
მოდელი: N3
დეტალები: დასატვირთი სიმაღლე: 700 მმ, ჩატვირთვის სიმაღლე: 6000 მმ (მიესადაგება მოდელ: N21 საშრობს)

ფასი: 11 000 ლარი

მომწოდებელი: /მ ზურაბ მარკოზია

Vertical Hazelnut Dryer

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: CHIANCHIA
მოდელი: Q20,
დეტალები: მოცულობა 4 M3; 2000 კგ.
უჟანგავი ფოლადის საშრობი, ელექტრო ენერგიაზე მომუშავე, დიზელის/LPG-ს საქვაბეებით,  ჰაერის ცირკულაციითა და ტემპერატურის კონტროლით.

ფასი: 64 306.79 ლარი

მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: CHIANCHIA
მოდელი 6mtx275
დეტალები: ლენტის სიგანე: 275 მ, ლენტის სიგრძე: 6 მ (მიესადაგება მოდელ: Q20 საშრობს)

ფასი: 32 685.06 ლარი

მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

Vertical Hazelnut Dryer

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: CHIANCHIA
მოდელი: Q50,
დეტალები: მოცულობა 10 M3; 5000 კგ.
უჟანგავი ფოლადის საშრობი, ელექტრო ენერგიაზე მომუშავე, დიზელის/LPG-ს საქვაბეებით,  ჰაერის ცირკულაციითა და ტემპერატურის კონტროლით.

ფასი: 85 089.89 ლარი

მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: CHIANCHIA
მოდელი: 8mtx475
დეტალები: ლენტის სიგანე: 475 მ, ლენტის სიგრძე: 6 მ (მიესადაგება მოდელ: Q50 საშრობს)

ფასი: 45 819.49 ლარი

მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

Vertical Hazelnut Dryer

თხილის ვერტიკალური საშრობი მწარმოებელი: CHIANCHIA
მოდელი: Q80,
დეტალები: მოცულობა 16 M3; 8000 კგ.
უჟანგავი ფოლადის საშრობი, ელექტრო ენერგიაზე მომუშავე, დიზელის/LPG-ს საქვაბეებით,  ჰაერის ცირკულაციითა და ტემპერატურის კონტროლით.

ფასი: 117 376.20 ლარი

მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

Conveyor Belt

ლენტური კონვეიერი
მწარმოებელი: CHIANCHIA
მოდელი: 10mtx475
დეტალები: ლენტის სიგანე: 475 მ, ლენტის სიგრძე: 10 მ (მიესადაგება მოდელ: Q80 საშრობს)

ფასი: 58 120.19 ლარი

მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

თხილის ტენიანობის ანალიზატორი (ჰიგრომეტრი)

დანადგარის ფოტო

Humidity control system for huzelnuts

მოდელი და სპეციფიკაციები:

თხილის ტენიანობის კონტროლის სისტემა (ჰიგრომეტრი)
მწარმოებელი: FACMA
მოდელი: Corylus LP 2000
მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)

ფასი

2 080 ლარი

მომწოდებლების საკონტაქტო ინფორმაცია:

კომპანია: მომწოდებელი: შპს იტალიური აგროტექნიკა საქართველოში 2024 (AGROIT)
ოთარ ფუტკარაძე –  phutkaradze@gmail.com  – M (+995) 568 84 60 24
მარიო მარზანო –  mario.marzano09@gmail.com – M (+995) 533 33 21 20

კომპანია: ი/მ ზურაბ მარკოზია
გიორგი ჭილაია – gia131@gmail.com – (+995) 568 68 43 43

კომპანია: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 
გიორგი მარდალეიშვილი – G.Mardaleishvili@tce.ge – M (+995) 595 12 93 56

ხარჯების განაწილება (თანადაფინანსება)
თანამონაწილეობრივი გრანტი წარმოადგენს სრული ინვესტიციის 70%-ს, რომელიც გაიცემა გრანტის მიმღების (განმცხადებელის) მიერ გადასახდელი 30%-ის თანამონაწილეობის მხარდასაჭერად.

ინფორმაცია განაცხადის შევსებასა და წარდგენაზე

განმცხადებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა გრანტების მართვის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://enpard-grant.smapply.io/prog/47_support_package_for_small_and_medium-sized_hazelnut_producers_
პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ განმცხადებელმა უნდა შექმნას ანგარიში, ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით. სისტემაში შესვლის შემდეგ, განმცხადებელი შეძლებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ოფიციალურად წარდგენას. მან უნდა აღწეროს პროექტი, შეარჩიოს ინვენტარი რომლისთვისაც იგი ითხოვს გრანტს და წარმოადგინოს ყველა დამატებითი დოკუმენტი.

განაცხადის შინაარსი
განმცხადებლებმა სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დამატებითი დოკუმენტები:

კომპანიებისთვის/მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:

  • დირექტორის/თავმჯდომარის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული განაცხადის წარდგენამდე მინიმუმ 6 თვით ადრე)
  • განაცხადში მითითებული ქონების/თხილის ბაღის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების/საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ
  • თხილის ბაღის ფოტო/ვიდეომასალა

გთხოვთგაითვალისწინოთრომ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი განაცხადი უნდა წარმოადგინოსმხოლოდ ორგანიზაციის კანონიერმა წარმომადგენელმა ან პირმა რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

კოოპერატივებისთვის:

  • კოოპერატივის წარმომადგენლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
  • განაცხადში მითითებული ქონების/თხილის ბაღის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
  • თხილის ბაღის ფოტო/ვიდეომასალა

გთხოვთგაითვალისწინოთრომ კოოპერატივებისთვის განკუთვნილი განაცხადი უნდაწარმოადგინოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერმა წარმომადგენელმა ან პირმა რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

ინდივიდუალური მეწარმეებისთვის:

  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • განაცხადში მითითებული ქონების/თხილის ბაღის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
  • იმ შემთხვევაში, თუ მიწა ეკუთვნის უშუალოდ ოჯახის წევრს (მეუღლე, შვილი, მშობელი, დედ-მამიშვილი), საჭიროა დაბადების მოწმობ(ებ)ის, ქორწინების მოწმობის, ან სხვა ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
  • რეგისტრაცია ინდივიდუალურ მეწარმედ (თუ განმცხადებელი ჯერ არ არის რეგისტრირებული, მას მოეთხოვება დარეგისტრირება, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე)
  • თხილის ბაღის ფოტო/ვიდეომასალა

განაცხადის განხილვა და შერჩევის პროცესი

1) კონკურსში დაშვების კრიტერიუმები და ბიუჯეტის შემოწმებაგანაცხადის წარდგენისთანავე, „FAO“ შეამოწმებს განაცხადის ფორმაში არსებულ ბიუჯეტს და განმცხადებლის დაშვებადობის კრიტერიუმებს. „FAO“ ასევე განახორციელებს პლატფორმაზე ატვირთული დამატებითი დოკუმენტაციის წინასწარ განხილვას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა დოკუმენტი პროგრამის მოთხოვნის სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.

ვერიფიკაციის საველე ვიზიტი: წინა ეტაპების დასრულების შემდეგ, FAO-მ შესაძლოა ჩაატაროს საველე ვიზიტი განმცხადებელთან (ან მის ბაღში), რათა გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

2) ტექნიკური შეფასება და განაცხადის ქულა

თითოეული განაცხადი შეფასდება ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით:

  • განაცხადი სრული, თანმიმდევრული და ინფორმატულია.
  • შეთავაზებული ინვესტიცია მორგებულია ბაღის ზომასა და საქმიანობას.
  • ფართი შესაფერისია თხილის წარმოებისა და ინვენტარის გამოყენებისთვის.
  • განმცხადებელს გააჩნია შესაბამისი პროფესიული გამოცდილება.
  • განმცხადებელს აქვს კარგი წარმოდგენა სურსათის უსაფრთხოების რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
  • განმცხადებელს აქვს მაღალი პოტენციალი გაუმჯობესებული სურსათის უსაფრთხოების პრაქტიკის დანერგვისთვის.
  • ინტერესთა კონფლიქტის ან ეთიკურობის პრინციპების დარღვევის პრობლემა არ ფიქსირდება.
  • გრანტს ექნება პირდაპირი გავლენა თხილის უსაფრთხოებაზე.

3/ განაცხადების შერჩევის პროცესი:  განაცხადის წარმატებული ტექნიკური გადახედვის შემდეგ, გრანტის გაცემის გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების განხილვის კომიტეტი, რომელიც შედგება ENPARD-ის პროგრამის მენეჯერისგან (თავმჯდომარე), FAOGE-ის ოპერაციების სპეციალისტისგან (მდივანი), FAOGE-ის საერთაშორისო სურსათის უსაფრთხოების ექსპერტისა და თანაგამხორციელებელი პარტნიორის (CzDA) წარმომადგენლისგან. კომისია უფლებამოსილია  შეარჩიოს ან უარი თქვას განაცხადზე, მოითხოვოს დამატებითი დამხმარე დოკუმენტაცია, ინიცირება გაუკეთოს ცვლილებებს ან დაამატოს პირობები განაცხადის დადასტურებამდე. შერჩევის კომისიის გადაწყვეტილებები გრანტის მინიჭების შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ოთხივე წევრი. ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა „FAO“-ს პროექტის ბიუჯეტის მფლობელს, საბოლოო დადასტურებისთვის.

გადახდის მეთოდი: გრანტის გაცემის შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება გრანტის მიმღებს საგრანტო ხელშეკრულების შედგენის მიზნით, რომელიც გაფორმდება გრანტის მიმღებსა და „FAO“-ს შორის. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, გრანტის მიმღებმა უნდა განახორციელოს გადახდა მომწოდებელთან. შემდგომ ამისა, მომწოდებელი გრანტის მიმღებს გადასცემს აღჭურვილობას. ასევე, შესაძლოა განხორციელდეს საველე ვიზიტი აღჭურვილობის მიწოდების დასადასტურებლად, რის შემდეგაც „FAO“ დაფარავს თანამონაწილებრივი გრანტის ოდენობას უშუალოდ მომწოდებელთან.

საგრანტო სახელმძღვანელო: სრული პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

მონიტორინგი და შეფასება: გრანტის მიღებისთანავე, გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას შეინახოს და შეინარჩუნოს ყველა მიწოდებული ინვენტარი (სათადარიგო ნაწილების ჩათვლით) ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში. განმცხადებელი ასევე ვალდებულია დაიცვას ღია კარის პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის შენობაში/ობიექტზე ვიზიტების განხორციელებას „FAO“-ს მოთხოვნის შემთხვევაში. და ბოლოს, „FAO“ განახორციელებს ყოველწლიურ ვიზიტს, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობის სათანადო გამოყენება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მობ: +995 599 00 11 86
მობ: +995 599 045 329
ელ-ფოსტა: FAO-Georgia-Grants@fao.org