Skip to main content
FAO გრანტები

SP7: „მხარდაჭერის პაკეტი საშუალო და მცირე ზომის თხილის მწარმოებლებისთვის

მცირე გრანტების მიზანი: მხარდაჭერის პაკეტის მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება, ღირებულების ჯაჭვში გამოვლენილი აფლატოქსინის განვითარების რისკის შემცირების გზით, რომელიც გამოწვეულია თხილის მოსავლის აღების შემდგომი არასათანადო პრაქტიკითა და აღჭურვილობით. შედეგად, პროექტის აქტივობები დადებით გავლენას მოახდენს ქართული თხილის უვნებლობაზე და უფრო მაღალ შესაბამისობას უზრუნველყოფს ეროვნული სურსათის უვნებლობის რეგულაციებთან.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები: FAO-ს მხარდაჭერა, ENPARD IV-პროგრამის, ამ პაკეტის ფარგლებში მიზნად ისახავს თანამონაწილეობრივი გრანტების გაცემას მცირე და საშუალო ზომის თხილის მწარმოებლებზე, საქართველოს ხუთ ძირითად თხილის მწარმოებელ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, კახეთი, აჭარა და საგრანტო სქემა გამიზნულია თხილის იმ მწარმოებლებისთვის, რომლებმაც გაიარეს FAO-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატრებული ტრენინგი თხილის წარმოებაში სურსათის უვნებლობის მიმართულებით. დამატებითი ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს  მხარდაჭერის პაკეტის განხორციელების პროცესში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

ვის შეუძლია მონაწილეობა:
ამ ინიციატივის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ მცირე და საშუალო ზომის თხილის მწარმოებლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული თხილის წარმოებაში, სამიზნე რეგიონებში და აქვთ იურიდიული სტატუსი; ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული FAO-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ შემდეგ სურსათის უვნებლობის ტრენინგებში (თხილის მიმართულებით):

  • თხილის მოსავლის აღება და მოსავლის შემდგომი ოპერაციები
  • თხილის გადამუშავება და აფლატოქსინების პრევენცია
  • პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება – თხილის მწარმოებლისთვის
  • თხილის ბაღების მართვა
  • თხილის ტრენინგები, ჩატარებული საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ
  • მავნებლების ინტეგრირებული მართვა (IPM)

გრანტის მისაღებად, განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

  • ფლობდეს შემდეგი სამ სამართლებრივი სტატუსთაგან ერთ-ერთს: ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ან კოოპერატივი.
  • ფლობდეს ან მართავდეს 0.5-დან 30 ჰექტრამდე თხილის ბაღ(ებ)ს სამიზნე რეგიონებში (ქონება არ უნდა იყოს დაყადაღებული).
  • დაფინანსებული აღჭურვილობის განსათავსებლად ბენეფიციარი საკუთრებაში უნდა ფლობდეს, ან უნდა წარმოადგინოს ქირავნობის ხელშეკრულება შესაბამისი გადახურული ფართის/სივრცის/ შენობ, რომელიც ტექნიკურად ვარგისია და უზრუნველყოფილი 3- ფაზიანი ელექტროენერგიის წყაროთი  ასევე, აუცილებელია შესაბამისი ფოტო მასალის წარმოდგენა.
  • განმცხადებელი არ უნდა იყოს გაკოტრებული, და მისი საქმე არ უნდა იყოს ლიკვიდაციის ან სამართლებრივი ადმინისტრირების პროცესში.
  • განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე დავა შემოსავლების სამსახურთან, იძულებითი აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ან სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან.
  • ყველა იმ განმცხადებელთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ჩატარდება საველე ვიზიტი FAO- მონიტორინგის გუნდის მიერ, რათა შეფასდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა პროექტის მიზნებთან. გარდა ამისა, გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ინვენტარი და ტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს განმცხადებლის (მფლობელობაში მყოფ) საწარმოს მასშტაბს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. აღნიშნული მოთხოვნა მიზნად ისახავს გრანტის რესურსების რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას და მხარდაჭერილი ინვესტიციების მდგრადობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას. საველე ვიზიტისა და ტექნიკური შეფასების შედეგები განაპირობებს საბოლოო დაფინანსების გადაწყვეტილებას.
  • იმ ბენეფიციარებს, რომლებმაც უკვე მიიღეს თანამონაწილეობრივი გრანტი ENPARD IV-ის ფარგლებში, კვლავ შეუძლიათ განაცხადის შეტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე მიღებული გრანტი სრულად და წარმატებით განხორციელდა საბოლოო მიღება ჩაბარების გაფორმებისა და ანგარიშსწორების ჩათვლით. და ხელშეკრულების პირობების დარღვევა არ გამოვლენილა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ განმცხადებლებს არ აქვთ უფლება განაცხადი შემოიტანონ იმ აღჭურვილობაზე, რომელიც უკვე მიღებული აქვთ წინა გრანტის ფარგლებში. დამატებით, პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე მისაღები საერთო გრანტის თანხა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ ჯამურ ზღვარს: 50,000 აშშ დოლარს.
  • ბენეფიციარები, რომლებსაც წინა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაუფინანსდა ლენტური კონვეიერები ვერ შეძლებენ ვერტიკალური ელევატორებზე განაცხადის შეტანას. 

დასაფინანსებელი ინვესტიციები

მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცმხადებლებს შესაძლებლობა მიეცემათ განაცხადი წარმოადგინონ, შერჩეული მიმწოდებლებისგან ერთი ან რამდენიმე აღჭურვილობის შეძენაზე:

  • ვერტიკალური თხილის საშრობები, სხვადასხვა სიმძლავრით და მოცულობით
  • ლენტური კონვეიერი ან ვერტიკალური ელევატორი (შესაბამისი თხილის საშრობისთვის განკუთვნილი)
  • უცხო სხეულების გამცლელები (Destoner)
  • თხილის გასარჩევი მაგიდები

      აღჭურვილობისთვის, სადაც ერთზე მეტი ვარიანტია ხელმისაწვდომი, განმცხადებლებმა უნდა აირჩიონ მხოლოდ ერთი. გთხოვთ, კონკრეტული ტექნიკის შერჩევამდე კარგად გაეცნოთ მოდელის სპეციფიკაციებსა და დეტალურ ინფორმაციას. გაითვალისწინეთ, რომ სიაში არსებულ ყოველ თხილის საშრობს მიესადაგება შესაბამისი მწარმოებელის ლენტით დამტვირთავი კონვეიერი/ვერტიკალური ელევატორი (მითითებულია მოდელის გასწვრივ). იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი გადაწყვეტს განსხვავებული მოდელის ლენტური კონვეიერის შეძენას, ტექნიკის თავსებადობასა და გამოყენებაზე თავად იღებს პასუხისმგებლობას.

      თხილის ვერტიკალური საშრობი და დამხმარე სატრანსპორტო ლენტები ან/და ვერტიკალური ელევატორები

      დანადგარის ფოტო

      Vertical Hazelnut Dryer / თხილის ვერტიკალური საშრობი

      მოდელი, სპეციფიკაციები და ფასი

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      თხილის ვერტიკალური საშრობი
      მოდელი: ES3TS

      დეტალები: ელექტროენერგიაზე / დიზელზე / LPG-ზე მომუშავე ვერტიკალური საშრობი იძულებითი ჰაერის ცირკულაციით.

      ტევადობა: 6.2 მ³; ნაჭუჭიანი თხილი – 700–2000 კგ თითო ციკლზე

      საშრობი კამერა: ცილინდრული ფორმის, პერფორირებული ძირით და თბოიზოლირებული კედლებით

      გაშრობის ტემპერატურა: 30°C–60°C; ავარიული შეზღუდვა – 90°C

      ელექტრომომარაგება: 220V / 380V
      ფასი: 49 622 ლარი

      დანადგარის ფოტო

      Conveyor Belt / ლენტური კონვეიერი
      Vertical Hazelnut Dryer

      მოდელი, სპეციფიკაციები და ფასი

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      ლენტური კონვეიერი

      თავსებადია საშრობთან ES3TS
      დეტალები: ლენტური კონვეიერი თხილის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
      ზომები:სიგრძე: 6 მ ლენტის სიგანე: 200 მმ ჩატვირთვის სიმძლავრე: მაქს. 10,000 კგ/სთ
      ელექტროენერგია: 380V
      ენერგომოხმარება: 1.1 kW
      კონსტრუქცია: Steel S235JR, რეგულირებადი საყრდენები
      ფასი: 22 864 ლარი

      ვერტიკალური ელევატორი

      თავსებადია საშრობთან ES3TS
      დეტალები:ვერტიკალური ელევატორი
      ზომები:სიმაღლე: 4 მ ლენტის სიგანე: 200 მმ
      ელექტროენერგია: 380V
      ენერგომოხმარება: 1.1 kW
      ფასი: 18 440 ლარი

      Vertical Hazelnut Dryer / თხილის ვერტიკალური საშრობი

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა
      თხილის ვერტიკალური საშრობი

      მოდელი: S50 ES5TS

      დეტალები: ელექტროენერგიაზე / დიზელზე / LPG-ზე მომუშავე ვერტიკალური პარტიული საშრობი იძულებითი ჰაერის ცირკულაციით და ტემპერატურის კონტროლით.
      მოცულობა: 10.9 მ³; ნაჭუჭიანი თხილი – 3,000–6,000 კგ თითო ციკლზე (დაახლ. 6–14 მ³)
      საშრობი კამერა: ცილინდრული ფორმის, პერფორირებული ძირით და თბოიზოლირებული კედლებით
      გაშრობის ტემპერატურა: 30°C–60°C; ავარიული შეზღუდვა – 90°C
      ელექტრომომარაგება: 380V
      ფასი: 60 327 ლარი

      Conveyor Belt / ლენტური კონვეიერი
      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა 

      ლენტური კონვეიერი

      თავსებადია საშრობთან S50 ES5TS
      დეტალები: ლენტური კონვეიერი თხილის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისთვის საშრობებთან
      ზომები:სიგრძე: 6 მ; ლენტის სიგანე: 400 მმ
      ელექტროენერგია: 380V
      ენერგომოხმარება: 1.1 kW
      კონსტრუქცია: Steel S235JR, რეგულირებადი საყრდენები
      უსაფრთხოება: CE სტანდარტი, ავარიული გაჩერება
      ფასი: 27 288 ლარი

      ვერტიკალური ელევატორი

      თავსებადია საშრობთან S50 ES5TS
      დეტალები: ვერტიკალური ელევატორი მასალის ასაწევად.
      ზომები: სიმაღლე: 4 მ ლენტის სიგანე: 200 მმ
      ელექტროენერგია: 380V
      ენერგომოხმარება: 1.1 kW
      ფასი: 18 440  ლარი

      Conveyor Belt

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      თხილის ვერტიკალური საშრობი

      მოდელი: S100 ES10TS
      დეტალები: ელექტროენერგიაზე / დიზელზე / LPG-ზე მომუშავე ვერტიკალური პარტიული საშრობი იძულებითი ჰაერის ცირკულაციით და ტემპერატურის კონტროლით.
      მოცულობა: 19.96 მ³; ნაჭუჭიანი თხილი – 8,000–12,000 კგ თითო ციკლზე (დაახლ. 16–25 მ³)
      საშრობი კამერა: ცილინდრული ფორმის, პერფორირებული ძირით და თბოიზოლირებული კედლებით
      გაშრობის ტემპერატურა: 30°C–60°C; ავარიული შეზღუდვა – 90°C
      ელექტრომომარაგება: 380V
      ფასი: 82,675.00 ლარი

      Conveyor Belt / ლენტური კონვეიერი
      Vertical Hazelnut Dryer

      Manufacturer: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      Supplier: Supplier: LLC Partsarea

       ლენტური კონვეიერი

      თავსებადია საშრობთან S100 ES10TS
      დეტალები: დახრილი ლენტური კონვეიერი მაღალი ტევადობისთვის
      ზომები: სიგრძე: 7 მ ლენტის სიგანე: 400 მმ
      ელექტროენერგია: 380V
      ენერგომოხმარება: 1.1 kW
      ფასი: 31 713 ლარი

      ვერტიკალური ელევატორი

      თავსებადია საშრობთან S100 ES10TS
      დეტალები: ვერტიკალური ელევატორი მაღალი მოცულობის მასალის გადასატანად.
      ზომები: სიმაღლე: 6 მ ლენტის სიგანე: 200 მმ
      ელექტროენერგია: 380V
      ენერგომოხმარება: 1.1 kW
      ფასი: 27 288 ლარი

      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      თხილის ვერტიკალური საშრობი

      მოდელი: N4,

      მოცულობა: 4 M3; 1600-2000 კგ.

      დეტალები: უჟანგავი ფოლადის ქვაბი, ელექტრო საქვაბე და ელექტრო პანელი.

      ფასი 20 000 ლარი

      Conveyor Belt / ლენტური კონვეიერი
      Conveyor Belt

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      ლენტური კონვეიერი

      მოდელი: N1
      დეტალები: დასატვირთი სიმაღლე: 700 მმ, ჩატვირთვის სიმაღლე: 2800 მმ
      (მიესადაგება მოდელ: N4 საშრობს)
      ფასი: 11 000 ლარი

      ვერტიკალური დამტვირთავი ელევატორი

      დეტალები: ვერტიკალური ჯამებიანი ელევატორი დაბალი სიმაღლის გადატვირთვისთვის.
      წარმადობა: 4 ტ/სთ
      ზომები: სიმაღლე: 3000 მმ
      სიმძლავრე: 0.36 კვტ
      ელექტროენერგია: 380V
      (მიესადაგება მოდელ: N4 საშრობს)
      ფასი: 11,000.00 ლარი

      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      თხილის ვერტიკალური საშრობი

      მოდელი: N12,

      მოცულობა: 12 M3; 4000-5000 კგ,

      დეტალები: უჟანგავი ფოლადის ქვაბი, (არჩევის შემთხვევაში) დიზელის, LPG და თხილის ქერქის  საქვაბე და ელექტრო პანელი.

      ფასი: 44 850 ლარი

      Conveyor Belt
      Conveyor Belt

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      ლენტური კონვეიერი

      მოდელი: N2

      დეტალები: დასატვირთი სიმაღლე: 700 მმ, ჩატვირთვის სიმაღლე: 4000 მმ (მიესადაგება მოდელ: N12 საშრობს)

      ფასი: 12 000 ლარი

      ვერტიკალური დამტვირთავი ელევატორი

      დეტალები: ვერტიკალური ჯამებიანი ელევატორი მასალის ასაწევად/გადატვირთვისთვის.
      წარმადობა: 4 ტ/სთ
      ზომები: სიმაღლე: 4500 მმ
      სიმძლავრე: 0.36 კვტ
      ელექტროენერგია: 380V
      (მიესადაგება მოდელ: N12 საშრობს)
      ფასი: 12 000 ლარი

      Conveyor Belt

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      თხილის ვერტიკალური საშრობი

      მოდელი: N21,

      მოცულობა: 21 M3; 9000-10000 კგ.  დეტალები: უჟანგავი ფოლადის ქვაბი, (არჩევის შემთხვევაში) დიზელის, LPG, ელექტროენერგიის და თხილის ქერქის  საქვაბე და ელექტრო პანელი.

      ფასი: 55 000 ლარი

      Vertical Hazelnut Dryer
      Conveyor Belt

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია 

      ლენტური კონვეიერი

      მოდელი: N3

      დეტალები: დასატვირთი სიმაღლე: 700 მმ, ჩატვირთვის სიმაღლე: 6000 მმ (მიესადაგება მოდელ: N21 საშრობს)

      ფასი: 13 000 ლარი

      ვერტიკალური დამტვირთავი ელევატორი

      დეტალები: ვერტიკალური ჯამებიანი ელევატორი თხილის ასაწევად და გადატვირთვისთვის საშრობებთან და დამხმარე სისტემებთან.
      წარმადობა: 4 ტ/სთ
      ზომები: სიმაღლე: 6000 მმ
      სიმძლავრე: 0.55 კვტ
      ელექტროენერგია: 380V
      (მიესადაგება მოდელ: N21 საშრობს)
      Price: 13 000 GEL

      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი: CHIANCHIA

       მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

       თხილის ვერტიკალური საშრობი მოდელი: Q20

      მოცულობა: 4 M3; 2000 კგ.

      დეტალები: უჟანგავი ფოლადის საშრობი, ელექტრო ენერგიაზე მომუშავე, დიზელის/LPG-ს საქვაბეებით,  ჰაერის ცირკულაციითა და ტემპერატურის კონტროლით.

      ფასი: 56 000 ლარი

      Conveyor Belt
      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      ლენტური კონვეიერი

      მოდელი 6mtx275

      დეტალები: ლენტის სიგანე: 275 მ, ლენტის სიგრძე: 6 მ (მიესადაგება მოდელ: Q20 საშრობს)

      ფასი:  26 900 ლარი

      ვერტიკალური ელევატორი

      დეტალები: ვერტიკალური ელევატორი თხილის ჩატვირთვა/გადმოტვირთვისთვის (მიესადაგება მოდელ: Q20 საშრობს)
      სიმაღლე: 3000–6000 მმ
      სიმძლავრე: 0.36–0.55 kW
      წარმადობა: 4 ტ/სთ
      ელექტროენერგია: 220/380V
      ფასი: 24 500 ლარი

      Conveyor Belt

      მწარმოებელი: CHIANCHIA

       

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      თხილის ვერტიკალური საშრობი მოდელი: Q50,

      მოცულობა: 10 M3; 5000 კგ.

      დეტალები: უჟანგავი ფოლადის საშრობი, ელექტრო ენერგიაზე მომუშავე, დიზელის/LPG-ს საქვაბეებით,  ჰაერის ცირკულაციითა და ტემპერატურის კონტროლით.

      ფასი: 74 800 ლარი

      Vertical Hazelnut Dryer
      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      ლენტური კონვეიერი

      მოდელი: 8mtx475

      დეტალები: ლენტის სიგანე: 475 მ, ლენტის სიგრძე: 6 მ (მიესადაგება მოდელ: Q50 საშრობს)

      ფასი: 36 000 ლარი

      ლენტური კონვეიერი
      მწარმოებელი: CHIANCHIA
      მოდელი: 10mtx475
      დეტალები: ლენტის სიგანე: 475 მ, ლენტის სიგრძე: 10 მ (მიესადაგება მოდელ: Q80 საშრობს)

      ფასი: 58 120.19 ლარი

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      თხილის ვერტიკალური საშრობი მოდელი: Q80,

      მოცულობა 16 M3; 8000 კგ.

      დეტალები: უჟანგავი ფოლადის საშრობი, ელექტრო ენერგიაზე მომუშავე, დიზელის/LPG-ს საქვაბეებით,  ჰაერის ცირკულაციითა და ტემპერატურის კონტროლით.

      ფასი: 106 300 ლარი

      Conveyor Belt
      Vertical Hazelnut Dryer

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      ლენტური კონვეიერი

      მოდელი: 10mtx475

      დეტალები: ლენტის სიგანე: 475 მ, ლენტის სიგრძე: 10 მ (მიესადაგება მოდელ: Q80 საშრობს)

      ფასი: 44,500.00 ლარი

      ვერტიკალური ელევატორი

      დეტალები: მაღალი ტევადობის ვერტიკალური ელევატორი (მიესადაგება მოდელ: Q80 საშრობს)
      სიმაღლე: 3000–6000 მმ
      სიმძლავრე: 0.36–0.55 kW
      წარმადობა: 4 ტ/სთ
      ელექტროენერგია: 220/380V
      ფასი: 35,400.00 ლარი

      უცხო სხეულების გამცლელი

      დანადგარის ფოტო

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი და მომწოდებელი

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      ფასი

      23 417 ლარი

      მოდელი და სპეციფიკაციები:

      მოდელი: S98/120 – თავსებადია თხილის გადამამუშავებელ ხაზებთან
      დეტალები: გრავიტაციული და ჰაერის ნაკადზე დაფუძნებული გამცილებელი ნედლი თხილისთვის, რომელიც აშორებს ქვას, ნიადაგს, ფოთლებს, დაზიანებულ და ცარიელ ნაჭუჭს.
      ტევადობა: 800–1000 კგ/სთ (0.6–1 ტ/სთ)
      გამოყოფის ეფექტიანობა: ≥95%
      ჰაერის სისტემა: რეგულირებადი ვენტილატორი
      კონსტრუქცია: ფოლადის ჩარჩო, ცვეთამედეგი ზედაპირი
      მტვრის სისტემა: ინტეგრირებული ციკლონი
      ელექტროენერგია: 380V

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      28 296 ლარი

      მოდელი: S98/160 – საშუალო ტევადობის სისტემა
      დეტალები: გრავიტაციული და ჰაერის ნაკადზე დაფუძნებული გამცილებელი თხილის მინარევების მოსაცილებლად.
      ტევადობა: 1500–2000 კგ/სთ (1.5–2.5 ტ/სთ)
      გამოყოფის ეფექტიანობა: ≥95%
      ჰაერის სისტემა: რეგულირებადი ვენტილატორი
      კონსტრუქცია: ფოლადის ჩარჩო, ცვეთამედეგი ზედაპირი
      მტვრის სისტემა: ინტეგრირებული ციკლონი
      ელექტროენერგია: 380V

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      33 174 ლარი

      მოდელი 3: S98/200 – მაღალი ტევადობის სისტემა
      დეტალები: მაღალი წარმადობის გრავიტაციული და ჰაერის გამცილებელი მძიმე მინარევების მოსაცილებლად.
      ტევადობა: 3000 კგ/სთ და მეტი (>3 ტ/სთ)
      გამოყოფის ეფექტიანობა: ≥95%
      ჰაერის სისტემა: რეგულირებადი ვენტილატორი
      კონსტრუქცია: ფოლადის ჩარჩო, ცვეთამედეგი ზედაპირი
      მტვრის სისტემა: ინტეგრირებული ციკლონი
      ელექტროენერგია: 380V

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      11 000 ლარი

      დეტალები: დანადგარი გამოიყენება თხილიდან მსუბუქი მინარევების (ფოთლები, ნიჟარები, მტვერი და სხვა მსუბუქი უცხო სხეულები) მოსაცილებლად.

      გაბარიტული ზომები:
      სიმაღლე: 2200 მმ
      ფუძის ზომა: 1000 × 900 მმ

      ელექტროენერგიის მოხმარება: 2.2 კვტ, 3 ფაზა

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      17 000 ლარი

      დეტალები: დანადგარი გამოიყენება მძიმე მინარევების (ქვები და სხვა მძიმე უცხო სხეულები) თხილიდან განცალკევებისთვის.

      გაბარიტული ზომები:
      სიმაღლე: 2200 მმ
      ფუძის ზომა: 1200 × 1200 მმ
      ელექტროენერგიის მოხმარება: 10 კვტ, 3 ფაზა
      ფასი: 17,000.00 ლარი
      მომწოდებელი: ინდმეწარმე ზურაბ მარკოზია

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      35 300 ლარი

      დეტალები: გრავიტაციული და ჰაერის ნაკადზე დაფუძნებული თხილის გამწმენდი (ქვა, მიწა, ფოთლები, დაზიანებული და ცარიელი ნაჭუჭების მოცილება)
      წარმადობა: 0.8–1 ტ/სთ
      გამოყოფის ეფექტურობა: ≥95%
      ჰაერის სისტემა: რეგულირებადი ვენტილატორი
      კონსტრუქცია: ფოლადის ჩარჩო, ცვეთაგამძლე ზედაპირი
      მტვრის სისტემა: ციკლონი
      ელექტროენერგია: ელექტრო

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      44 900 ლარი

      დეტალები: ინდუსტრიული ტიპის გრავიტაციული და ჰაერის ნაკადზე დაფუძნებული თხილის გამწმენდი
      წარმადობა: 2.5 ტ/სთ
      გამოყოფის ეფექტურობა: ≥95%
      ჰაერის სისტემა: რეგულირებადი ვენტილატორი
      კონსტრუქცია: ფოლადის ჩარჩო
      მტვრის სისტემა: ციკლონი
      ელექტროენერგია: ელექტრო

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      52 700 ლარი

      მწარმოებელი: Chianchia
      დეტალები: მაღალი ტევადობის ინდუსტრიული თხილის გამწმენდი
      წარმადობა: 3–3.5 ტ/სთ
      გამოყოფის ეფექტურობა: ≥95%
      ჰაერის სისტემა: რეგულირებადი ვენტილატორი
      კონსტრუქცია: ფოლადის ჩარჩო, ცვეთაგამძლე ზედაპირი
      მტვრის სისტემა: ციკლონი
      ელექტროენერგია: ელექტრო


      თხილის გასარჩევი მაგიდები

      დანადგარის ფოტო

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი და მომწოდებელი

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      ფასი

      12 656 ლარი

      მოდელი და სპეციფიკაციები:

      მოდელი: 2-მეტრიანი თხილის საწმენდი მაგიდა
      დეტალები: ფიქსირებული ან მობილური თხილის საწმენდი მაგიდა დაბინავების/დამუშავების ეტაპისთვის. გამოიყენება თხილის ხელით დახარისხებისა და მსუბუქი მინარევების მოსაცილებლად.
      ტევადობა: 600–2,500 კგ/სთ
      ზომები:სიგრძე: 2 მ სიგანე: 0.8 მ სამუშაო სიმაღლე: 0.9 მ დახარისხების ზედაპირი: 1.6 მ²
      ელექტროენერგია: 220–230V
      კონსტრუქცია: საკვები ხარისხის ფოლადი, კოროზიისგან დაცული ზედაპირი

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      18 427 ლარი

      მოდელი: 3-მეტრიანი თხილის საწმენდი მაგიდა

      დეტალები: ფიქსირებული ან მობილური თხილის საწმენდი მაგიდა დაბინავების/დამუშავების ეტაპისთვის. გამოიყენება თხილის ხელით დახარისხებისა და მსუბუქი მინარევების მოსაცილებლად.

      ტევადობა: 600–2,500 კგ/სთ
      ზომები: სიგრძე: 3 მ სიგანე: 0.8 მ სამუშაო სიმაღლე: 0.9 მ დახარისხების ზედაპირი: 2.4 მ²

      ელექტროენერგია: 220–230V
      კონსტრუქცია: საკვები ხარისხის ფოლადი, კოროზიისგან დაცული ზედაპირი
      უსაფრთხოება: დამცავი საფარები მოძრავ ნაწილებზე

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      23 056 ლარი

      მოდელი: 4-მეტრიანი თხილის საწმენდი მაგიდა

      დეტალები: თხილის ხელით დახარისხების მაგიდა მსუბუქი მინარევების მოსაცილებლად წინ/შემდგომ გაშრობის პროცესში.

      ტევადობა: 600–2,500 კგ/სთ
      ზომები: სიგრძე: 4 მსიგანე: 0.8 მ სამუშაო სიმაღლე: 0.9 მ დახარისხების ზედაპირი: 3.2 მ²

      ელექტროენერგია: 220–230V
      კონსტრუქცია: საკვები ხარისხის ფოლადი

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: GF Costruzioni Macchine Agricole Srl

      მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      28 269 ლარი

      მოდელი: 5-მეტრიანი თხილის საწმენდი მაგიდა

      დეტალები: მაღალი წარმადობის თხილის საწმენდი მაგიდა მსხვილი მეურნეობებისთვის.

      ტევადობა: 600–2,500 კგ/სთ
      ზომები:სიგრძე: 5 მ სიგანე: 0.8 მ სამუშაო სიმაღლე: 0.9 მ დახარისხების ზედაპირი: 4.0 მ²

      ელექტროენერგია: 220–230V
      კონსტრუქცია: საკვები ხარისხის ფოლადი

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      11 000 ლარი

      მოდელი 1: 3-მეტრიანი თხილის გასარჩევი მაგიდა
      დეტალები: პროდუქციის ინსპექციისა და ხელით დახარისხებისათვის განკუთვნილი მაგიდა.
      სიგრძე: 3000 მმ ლენტის სიგანე: 700 მმ
      ლენტი: PVC, თეთრი, კვების მრეწველობისთვის ნებადართული ან მოდულარული
      ლენტის ზედაპირის სიმაღლე იატაკიდან: 800 მმ
      ინვერტორი: კი მასალა: გალვანიზირებული ფოლადი
      ელექტროკვება: 220 ვოლტი
      სიჩქარე: რეგულირებადი

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი და მომწოდებელი ი/მ ზურაბ მარკოზია

      12 000 ლარი

      მოდელი 2: 4-მეტრიანი თხილის გასარჩევი მაგიდა
      დეტალები: პროდუქციის ინსპექციისა და ხელით დახარისხებისათვის განკუთვნილი მაგიდა.
      სიგრძე: 4000 მმ
      ლენტის სიგანე: 700 მმ
      ლენტი: PVC, თეთრი, კვების მრეწველობისთვის ნებადართული ან მოდულარული
      ლენტის ზედაპირის სიმაღლე იატაკიდან: 800 მმ
      ინვერტორი: კი
      მასალა: გალვანიზირებული ფოლადი
      ელექტროკვება: 220 ვოლტი
      სიჩქარე: რეგულირებადი

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      26,197.13 ლარი

      მოდელი: MT2,5×475
      დეტალები: ფიქსირებული/მობილური თხილის საწმენდი მაგიდა პოსტ-დაბინავების და ხელით დახარისხებისთვის. გამოიყენება მსუბუქი მინარევების მოსაცილებლად.
      ტევადობა: 600–2,500 კგ/სთ
      ზომები: სიგრძე: 2.5 მ სიგანე: 0.83 მ სამუშაო სიმაღლე: 0.8 მ დახარისხების ზედაპირი: 2.0 მ²
      ელექტროენერგია: 220V
      კონსტრუქცია: საკვები ხარისხის ფოლადი, კოროზიისგან დაცული ზედაპირი
      უსაფრთხოება: დამცავი საფარები მოძრავ ნაწილებზე

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      33 794.07 ლარი

      მოდელი: MT3x475

      დეტალები: თხილის ხელით დახარისხების მაგიდა მსუბუქი მინარევების მოსაცილებლად წინ/შემდგომ დამუშავებაში.

      ტევადობა: 600–2,500 კგ/სთ

      ზომები: სიგრძე: 3.0 მ სიგანე: 0.83 მ სამუშაო სიმაღლე: 0.8 მ დახარისხების ზედაპირი: 2.46 მ²

      ელექტროენერგია: 220V

      კონსტრუქცია: საკვები ხარისხის ფოლადი

      უსაფრთხოება: დამცავი საფარები მოძრავ ნაწილებზე

      Humidity control system for huzelnuts

      მწარმოებელი: CHIANCHIA

      მომწოდებელი: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

      43 638.48 ლარი

      მოდელი: MT4x475

      დეტალები: მაღალი ტევადობის თხილის საწმენდი მაგიდა დიდი მეურნეობებისთვის.

      ტევადობა: 600–2,500 კგ/სთ

      ზომები: სიგრძე: 4.0 მ სიგანე: 0.83 მ სამუშაო სიმაღლე: 0.8 მ დახარისხების ზედაპირი: 3.28 მ²

      ელექტროენერგია: 220V

      კონსტრუქცია: საკვები ხარისხის ფოლადი

      უსაფრთხოება: დამცავი საფარები მოძრავ ნაწილებზე

      მომწოდებლების საკონტაქტო ინფორმაცია:

      კომპანია: მომწოდებელი: შპს ფართსარეა

      თემურ ცუცქირიძე– tt@farmarea.ge   – M (+995) 598 884 433
      ნელი ჭიკაძეlogistics@farmarea.ge   – M (+995) 597 73 11 10

      კომპანია: ი/მ ზურაბ მარკოზია

      გიორგი ჭილაია – gia131@gmail.com – (+995) 568 68 43 43
      ზურაბ მარკოზია _ geomark2004@gmail.com –  – (+995) 592 33 31 00

      კომპანია: შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 

      გიორგი მარდალეიშვილი – G.Mardaleishvili@tce.ge – M (+995) 595 12 93 56

      ხარჯების განაწილება (თანადაფინანსება)
      თანამონაწილეობრივი გრანტი წარმოადგენს სრული ინვესტიციის 70%-ს, რომელიც გაიცემა გრანტის მიმღების (განმცხადებელის) მიერ გადასახდელი 30%-ის თანამონაწილეობის მხარდასაჭერად. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ შერჩეული ტექნიკის ღირებულების 70% ცდება 50,000 აშშ დოლარს, განმცხადებელს მოუწევს სხვაობის საკუთარი ხარჯებით დაფარვა.

      ინფორმაცია განაცხადის შევსებასა და წარდგენაზე

      განმცხადებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა გრანტების მართვის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://enpard-grant.smapply.io/prog/472_support_package_for_small_and_medium-sized_hazelnut_producers
      პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ განმცხადებელმა უნდა შექმნას ანგარიში, ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით. სისტემაში შესვლის შემდეგ, განმცხადებელი შეძლებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ოფიციალურად წარდგენას. მან უნდა აღწეროს პროექტი, შეარჩიოს ინვენტარი რომლისთვისაც იგი ითხოვს გრანტს და წარმოადგინოს ყველა დამატებითი დოკუმენტი.

      გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების დაფინანსდება განხორციელდება რიგითობის  პრინციპით, ბიუჯეტის ამოწურვამდე.

      განაცხადის შინაარსი
      განმცხადებლებმა სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დამატებითი დოკუმენტები:

      კომპანიებისთვის/მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:

      • დირექტორის/თავმჯდომარის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
      • რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული განაცხადის წარდგენამდე მინიმუმ 6 თვით ადრე)
      • განაცხადში მითითებული ქონების/თხილის ბაღის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
      • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების/საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ
      • თხილის ბაღის ფოტო/ვიდეომასალა

      გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერმა წარმომადგენელმა ან პირმა, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

      კოოპერატივებისთვის:

      • კოოპერატივის წარმომადგენლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
      • რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
      • განაცხადში მითითებული ქონების/თხილის ბაღის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
      • თხილის ბაღის ფოტო/ვიდეომასალა

      გთხოვთგაითვალისწინოთრომ კოოპერატივებისთვის განკუთვნილი განაცხადი უნდაწარმოადგინოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერმა წარმომადგენელმა ან პირმა რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

      ინდივიდუალური მეწარმეებისთვის:

      • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
      • განაცხადში მითითებული ქონების/თხილის ბაღის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
      • იმ შემთხვევაში, თუ მიწა ეკუთვნის უშუალოდ ოჯახის წევრს (მეუღლე, შვილი, მშობელი, დედ-მამიშვილი), საჭიროა დაბადების მოწმობ(ებ)ის, ქორწინების მოწმობის, ან სხვა ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
      • რეგისტრაცია ინდივიდუალურ მეწარმედ (თუ განმცხადებელი ჯერ არ არის რეგისტრირებული, მას მოეთხოვება დარეგისტრირება, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე)
      • თხილის ბაღის ფოტო/ვიდეომასალა

      განაცხადის განხილვა და შერჩევის პროცესი

      1) კონკურსში დაშვების კრიტერიუმები და ბიუჯეტის შემოწმებაგანაცხადის წარდგენისთანავე, „FAO“ შეამოწმებს განაცხადის ფორმაში არსებულ ბიუჯეტს და განმცხადებლის დაშვებადობის კრიტერიუმებს. „FAO“ ასევე განახორციელებს პლატფორმაზე ატვირთული დამატებითი დოკუმენტაციის წინასწარ განხილვას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა დოკუმენტი პროგრამის მოთხოვნის სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.

      ვერიფიკაციის საველე ვიზიტი: წინა ეტაპების დასრულების შემდეგ, FAO-მონიტორინგის გუნდი ჩაატარებს საველე ვიზიტს განმცხადებელის საკუთრებაში, მათ შორის მის თხილის ბაღში, რათა გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

      2) ტექნიკური შეფასება და განაცხადის ქულა

      თითოეული განაცხადი შეფასდება ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით:

      • განაცხადი სრული, თანმიმდევრული და ინფორმატულია.
      • შეთავაზებული ინვესტიცია მორგებულია ბაღის ზომასა და საქმიანობას.
      • ფართი შესაფერისია თხილის წარმოებისა და ინვენტარის გამოყენებისთვის.
      • განმცხადებელს გააჩნია შესაბამისი პროფესიული გამოცდილება.
      • განმცხადებელს აქვს კარგი წარმოდგენა სურსათის უსაფრთხოების რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
      • განმცხადებელს აქვს მაღალი პოტენციალი გაუმჯობესებული სურსათის უსაფრთხოების პრაქტიკის დანერგვისთვის.
      • ინტერესთა კონფლიქტის ან ეთიკურობის პრინციპების დარღვევის პრობლემა არ ფიქსირდება.
      • გრანტს ექნება პირდაპირი გავლენა თხილის უსაფრთხოებაზე.

      3/ განაცხადების შერჩევის პროცესი:  განაცხადის წარმატებული ტექნიკური გადახედვის შემდეგ, გრანტის გაცემის გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების განხილვის კომიტეტი, რომელიც შედგება ENPARD-ის პროგრამის მენეჯერისგან (თავმჯდომარე), FAOGE-ის ოპერაციების სპეციალისტისგან (მდივანი), FAOGE-ის საერთაშორისო სურსათის უსაფრთხოების ექსპერტისა და თანაგამხორციელებელი პარტნიორის (CzDA) წარმომადგენლისგან. კომისია უფლებამოსილია  შეარჩიოს ან უარი თქვას განაცხადზე, მოითხოვოს დამატებითი დამხმარე დოკუმენტაცია, ინიცირება გაუკეთოს ცვლილებებს ან დაამატოს პირობები განაცხადის დადასტურებამდე. შერჩევის კომისიის გადაწყვეტილებები გრანტის მინიჭების შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ოთხივე წევრი. ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა „FAO“-ს პროექტის ბიუჯეტის მფლობელს, საბოლოო დადასტურებისთვის.

      გადახდის მეთოდი: გრანტის გაცემის შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება გრანტის მიმღებს საგრანტო ხელშეკრულების შედგენის მიზნით, რომელიც გაფორმდება გრანტის მიმღებსა და „FAO“-ს შორის. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, გრანტის მიმღებმა უნდა განახორციელოს გადახდა მომწოდებელთან განსაზღვრულ ვადაში.. შემდგომ ამისა, მომწოდებელი გრანტის მიმღებს გადასცემს აღჭურვილობას. ასევე, შესაძლოა განხორციელდეს საველე ვიზიტი აღჭურვილობის მიწოდების დასადასტურებლად, რის შემდეგაც „FAO“ დაფარავს თანამონაწილებრივი გრანტის ოდენობას უშუალოდ მომწოდებელთან.

      საგრანტო სახელმძღვანელო: სრული პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

      მონიტორინგი და შეფასებაგრანტის მიღებისთანავეგრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას შეინახოს და შეინარჩუნოს ყველა მიწოდებული ინვენტარი (სათადარიგო ნაწილების ჩათვლითხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში. განმცხადებელი ასევე ვალდებულია დაიცვას ღია კარის პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის შენობაში/ობიექტზე ვიზიტების განხორციელებას „FAO“-ს მოთხოვნის შემთხვევაში. და ბოლოს, „FAO“ განახორციელებს ყოველწლიურ ვიზიტს, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობის სათანადო გამოყენება.

      დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

      მობ: +995 599 00 11 86
      მობ: +995 599 045 329
      ელ-ფოსტა: FAO-Georgia-Grants@fao.org