fbpx
Skip to main content
კულტურა / Culture

ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას. კერძოდ, ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, კულტურული ფასეულობებისა და ტრადიციების ხელშეწყობასა და დაცვაში და შემოქმედებითი დარგის განვითარებაში ეხმარება.   2015 წლიდან საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში  „შემოქმედებითი ევროპა“, რომელიც მხარს უჭერს კულტურული, შემოქმედებითი და აუდიო-ვიზუალური დარგების განვითარებას. პროგრამის მიმდინარე ფაზა მიზნად ისახავს საინფორმაციო მედიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მხარდაჭერას, აგრეთვე მედიისა და აუდიო-ვიზუალური დარგების მდგრადობის გაძლიერებას.

ევროკავშირი ტრადიციების დაცვის მიმართულებით საქართველოს იმ მცირე მეწარმეების მხარდაჭერითა და შესაძლებლობების შექმნით ეხმარება, რომლებიც ტრადიციულ ნაწარმს და ხელნაკეთობებს ქმნიან. ის ადგილობრივ მეწარმეებს ევროპელ კოლეგებთან თანასწორად ვაჭრობის მიზნის მიღწევაში ეხმარება. კერძოდ, ევროკავშირი აფინანსებს აღჭურვილობას, სტანდარტების დანერგვას, სასწავლო კურსებს და იმ სხვა პროცესებს, რომლებიც მცირე მეწარმეებს კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და, ამავე დროს, შემოსავლის მიღებაში ეხმარება. ევროკავშირის დახმარებით მწარმოებლები საკუთარ თემებში სამუშაო პირობებს აუმჯობესებენ და ადგილობრივ მომხმარებლებს უკეთესი ხარისხის მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობენ.

გარდა ამისა, ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს შემოქმედებითი სექტორების მდგრად განვითარებასა და ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნაში. კერძოდ, ის ხელს უწყობს დარგის პოტენციალის გაძლიერებას, ქმნის თანამშრომლობის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს დაფინანსებას საქართველოს რეგიონებზე განსაკუთრებული აქცენტით.  

ვიდეო ისტორიები

ახალი ამბები


მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი ბუქარესტში კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

ჭურვის შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ევროკავშირმა საქართველოს ორ მუნიციპალიტეტს  კულტურის მხარდაჭერის მიზნით 60 000 ევრო გადასცა

ისტორია


ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ ქართული მოზაიკის აღდგენას

„იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“: ინკლუზიური ხელოვნების გაკვეთილები ქუთაისში

ქართულმა პროექტმა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

შესაძლებლობები


ევროკავშირის დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და ინოვაციების მიმართულებით პროექტების კონკურსი გამოცხადდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის კონკურსი გამოცხადდა

EU4Culture კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის გრანტების ახალ კონკურსს იწყებს