fbpx
Skip to main content

საგრანტო კონკურსი – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის

18/04/2024

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის ფარლებში, CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან, ქედისა და ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან ერთად (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსს ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია, პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ და ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება,  სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

იხილეთ საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია:

ჩოხატაური
ლანჩხუთი
ოზურგეთი