fbpx

სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი

14/11/2021

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, 18 ნოემბერს, გაიმართება სოციალური მეწარმეობის რიგით მეათე ფორუმი.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და მისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

ამ დღის კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენაა. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები პოტერია, მეგობარი და დადარი გახდნენ. გამარჯვებული მიიღებს ,,წლის სოციალური საწარმოს“ სტატუსს და ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისთვის. გამარჯვებული სოციალური მეწარმეობის რიგით მე-10 ფორუმზე გამოვლინდება.

ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში – სპიკერები წარმოდგენილი იქნებიან სივრცეში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, ხოლო დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით – ფორუმზე რეგისტრაცია

ფორუმის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, BDO საქართველო, არქი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მედია მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ბიზნეს პარტნიორი.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.

საკონტაქტო ინფორმაცია

მარიამ დევრისაშვილი; სოციალურ საწარმოთა ალიანსი; mariami.devrisashvili@gmail.com; 595 369998

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021