მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის
Project Description
აღნიშნულ სამწლიან პროექტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს გრანტის მიმღებს. იგი უზრუნველყოფს პროექტის ზოგად და ფინანსურ მართვას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი წარმოადგენენ თანა-ბენეფიციარებს, რომლებიც განახორციელებენ პროექტის გათვალისწინებულ აქტივობებს. პროექტში აგრეთვე ჩართულია ორი არასამათავრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. ისინი, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, უზრუნველყოფენ პროექტის მართვასა და ფასილიტაციას. პროექტის გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრდნობით, ერთიანი ძალებით იმუშავებს გურიის ტურიზმის განვითარებაზე. პროექტი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის აერთიანებს სხვადასხვა ხედვას, ინტერესს, ამასთანავე, სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებს. აერთიანებს რა გურიის ყველა მუნიციპალიტეტს, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად, სამართლიანად გამოყენებას რათა მოქალაქეებმა და შემდგომ მომავალმა თაობებმა შეძლონ საარსებო გარემოს შენება მდგრად საძირკველზე. მონაწილეობითი პროცესი ე.წ. CHARETTE უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებებისა და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებას, ასევე იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომლის საშუალებითაც მოხდება განხორციელებადი ტერიტორიული განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის მდგრად და ყოვლისმომცველ განვითარებას.
Specific Objective
გურიაში ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური ზრდა რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მეშვეობით, ადგილობრივი მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოებისა და ეროვნული ორგანოების ჩართულობით.
Expected Results
- ადგილობრივ მთავრობასა და არასამთავრობო პირებს შორის თანანშრომლობისა და ეფექტური ურთიერთობს ჩამოყალიბება
- გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევა და შეფასება.
- ტურისტული ადგილებისა და შესაბამისი ბიზნეს სექტორების მდგრადი განვითარებისთვის მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.
- მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებაზე რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
- გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევა და შეფასება.
- ტურისტული ადგილებისა და შესაბამისი ბიზნეს სექტორების მდგრადი განვითარებისთვის მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.
- მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებაზე რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია Topic:
სათანადო მართვა Project Status:
დასრულებულია Start Date:
01.03.2016 End Date:
28.02.2019 Social Media Links:
https://www.facebook.com/pg/__-______-_____-1782466238675059/photos/?ref=page_internalEU Project Number:
371-492 






