აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, წინანდალმა EU4Culture-ს რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის EU4Culture-ის ორგანიზებით, მე-3 რეგიონული ქსელის კონფერენცია გაიმართა წინანდალში. კონფერენციის მიზანს, “EU4Culture ქალაქების ქსელის” ფორმალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. “EU4Culture ქალაქების ქსელი” აერთიანებს 14 რეგიონულ ქალაქს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. აღნიშნულმა ქალაქებმა, ევროკავშირის დახმარებით, კულტურის განვითარების სტრატეგიები, ევროპის კულტურული დედაქალაქების მიდგომების შესაბამისად შეიმუშავეს.
კონფერენცია, “EU4Culture ქალაქების ქსელის” ფორმალიზაციაზე, მდგრადობასა და პროექტ EU4Culture დასრულების შემდგომ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იყო ფოკუსირებული. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქების მერებმა, პროექტის პარტნიორებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ქსელთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებული ხედვები, მიღწეული პროგრესი და კულტურული სტრატეგიის განხორციელების პროცესში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
კონფერენციის პირეველ დღეს, ასევე გამოვლინდა EU4Culture საგრანტო სქემის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული კულტურული პროექტები. შერჩეული პროექტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში განხორციელდება.
ღონისძიების მეორე დღე, დაეთმო თემას – კულტურის პოლიტიკის როლი ტურიზმის გზით მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.
„მდგრადი კულტურული ტურიზმი არის ძლიერი ინსტრუმენტი კულტურის პოტენციალის გასაფართოებლად, ეკონომიკური ზრდისა და ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობის გასაზრდელად“, აღნიშნა კრისტოფ მასონმა, კრისტოფ მასონმა, გუნდის ლიდერი ინკლუზიური საზოგადოება, სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR), ევროკომისია. „ევროკავშირის ხედვა კულტურული განვითარების შესახებ წარმოჩინდება ისეთი პროექტებით, როგორიცაა EU4Culture, რომელიც ხელს უწყობს რეგიონალურ თანამშრომლობას და ხსნის ჩვენი მრავალფეროვანი კულტურების ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ და სოციალურ პოტენციალს“.
EU4Culture-ის ფარგლებში, 14-მა ქალაქმა საკუთარი კულტურის სტრატეგია შეიმუშავა და სტრატეგიების მიხედვით დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად, 8 ქალაქი 300 000 ევრომდე გრანტით დაჯილდოვდა. პროექტი, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის რეგიონულ ქალაქებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს, რომელიც “EU4Culture Cities Network”-ის მეშვეობით მიიღწა.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანებში, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას უჭერს მხარს. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის და ჩეხეთის ცენტრების მიერ.
საკონტაქტო ინფორმაცია
მარიკა ჯაბუა ; EU4Culture პროექტის კოორდინატორი
საქართველოში – Marika.Jabua@goethe.de