პროექტის მიზანია ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შერბილებისა და ადაპტაციის პროცესში; დაგეგმილი საქმიანობები დაეხმარება ახალგაზრდებს (16 -24 წელი) მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის გააზრებაში, ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ თემში. პროექტი ხორციელდება ‘GIZ’ მხარდაჭერით.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-24 წლამდე ახალგაზრდებს დუშეთიდან, კასპიდან, ქარელიდან და მარნეულიდან. განაცხადის მიღება მიმდინარეობს ელექტრონულად, ამა წლის 20 თებერვლამდე, იხ. ბმული: https://forms.gle/62aQFso1XFq46645A
რას მოიცავს პროექტი?
პროექტის პირველ ეტაპზე, კონკურსის გზით შერჩეული ახალგაზრდები გადამზადებიან თანატოლ-განმანათლებლებლად და გაივლიან სასწავლო კურსს კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მოხალისეობის საკითხებზე, ხოლო შემდეგ ეტაპზე, ახლგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თანატოლებს გაუზიარებენ საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში. პროექტის თანასწორ-განმანათლებლები ასევე შეიმუშავებენ და განახორციელებენ მცირე პროექტებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
პროექტის განხორციელების ვადა: მარტი-მაისი, 2025 წელი
ინიციატივა ორგანიზებულია პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.