Skip to main content

პროექტის “ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილებებისათვის” მონაწილეების შერჩევის მიზნით “ჰელფინგ ჰენდი” კონკურს აცხადებს!  

იანვარი 31, 2025

პროექტის მიზანია ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შერბილებისა და ადაპტაციის პროცესში; დაგეგმილი საქმიანობები დაეხმარება ახალგაზრდებს (16 -24 წელი) მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის გააზრებაში, ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ თემში. პროექტი ხორციელდება ‘GIZ’ მხარდაჭერით.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-24 წლამდე ახალგაზრდებს დუშეთიდან, კასპიდან, ქარელიდან და მარნეულიდან. განაცხადის მიღება მიმდინარეობს ელექტრონულად, ამა წლის 20 თებერვლამდე, იხ. ბმული: https://forms.gle/62aQFso1XFq46645A

რას მოიცავს პროექტი?

პროექტის პირველ ეტაპზე, კონკურსის გზით შერჩეული ახალგაზრდები გადამზადებიან თანატოლ-განმანათლებლებლად და გაივლიან სასწავლო კურსს კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მოხალისეობის საკითხებზე, ხოლო შემდეგ  ეტაპზე, ახლგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თანატოლებს გაუზიარებენ საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში. პროექტის თანასწორ-განმანათლებლები ასევე შეიმუშავებენ და განახორციელებენ მცირე პროექტებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

პროექტის განხორციელების ვადა: მარტი-მაისი, 2025 წელი

ინიციატივა ორგანიზებულია პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია  ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.