
SP5: „მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის”
მცირე გრანტების მიზანი: აღნიშნული მხარდაჭერის პაკეტის მიზანია დახმარება გაუწიოს რძისა და ყველის მცირე მწარმოებელ ქალებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ ფერმებში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მომხმარებელთათვის პოტენციური რისკების შემცირება.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, „FAO“მიზნად ისახავს წალკის, ადიგენის, გორის, ქარელის, კასპის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდას და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი-ქალები უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის შესახებ სასწავლო ტრენინგით და მცირე გრანტით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოწყობილობების შესაძენად. დამატებითი საგანმანათლებლო ტრენინგ მოდულები შესაძლებელია ჩატარდეს მხარდაჭერის პაკეტის განხორციელების პროცესში.
ინფორმაცია დაშვებადობის შესახებ
უფლებამოსილი აპლიკანტები
წინამდებარე პროგრამის სამიზნე ბენეფიციარები არიან მეწარმე ქალები, რომლებიც ახორციელებენ რძისა და ყველის წარმოებას სამიზნე რეგიონებში და ფლობენ იურიდიული პირის სტატუსს. ტექნიკური შეფასებისას უფრო მაღალი ქულა მიენიჭება იმ ფერმერთა განაცხადებს, რომელთა მსხვილფეხა პირუტყვი რეგისტრირებულია ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”).
რძის და ყველის მწარმოებლები ჩაითვლებიან უფლებამოსილ აპლიკანტებად, თუ ისინი ფლობენ ექვსიდან ოც სულამდე მეწველ ძროხას (ფური).
თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში მონაწილების მისაღებად, აპლიკანტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ „FAO“-ს მიერ ორგანიზებული სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგი.
ბენეფიციარებს, რომლებმად უკვე მიიღეს ერთი ან მეტი ინვენტარი სისტემაში ჩამოთვლილი ხელმისაწვდომი დანადგარებიდან, განცხადების შემოტანა შეეძლებათ მხოლოდ იმ დანარჩენ დანადგარებზე, რომლებიც ჯერ არ მიუღიათ
დასაშვები ინვესტიცია
მიმდინარე საგრანტო ციკლის ფარგლებში, აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცემათ განაცხადი წარმოადგინონ შემდეგი ერთი ან რამდენიმე აღჭურვილობის შეძენაზე შერჩეული მიმწოდებლებისგან:
რძის მცირე მწარმოებლებისთვის:
- პორტატული საწველი აპარატი (ხელმისაწვდომია 2 ვარიანტი)
- რძის უჟანგავი ფოლადის ვედრო (ხელმისაწვდომია 2 ვარიანტი)
- გაგრილების ავზი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი (ხელმისაწვდომია 3 ვარიანტი)
ყველის მცირე მწარმოებლებისთვის:
- პორტატული საწველი აპარატი (ხელმისაწვდომია 2 ვარიანტი)
- რძის ბიდონი (ხელმისაწვდომია 2 ვარიანტი)
- გაგრილების ავზი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი (ხელმისაწვდომია 3 ვარიანტი)
- პასტერიზატორები მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი (ხელმისაწვდომია 6 ვარიანტი)
- ვაკუუმის შესაფუთი აპარატი (ხელმისაწვდომია 1 ვარიანტი)
- რძის პორტატული ანალიზატორი (ხელმისაწვდომია 2 ვარიანტი)
აღჭურვილობისთვის, სადაც ერთზე მეტი ვარიანტია ხელმისაწვდომი, განმცხადებლებმა უნდა აირჩიონ მხოლოდ ერთი.
აღჭურვილობის ფოტო

მოდელი
პორტატული საწველი აპარატი
მწარმოებელი: Barbaros
მახასიათებლები: ოქროს მოდელი, მშრალი, ერთი უჟანგავი ფოლადის ვედრო, 40 ლ, სილიკონის ცურთითები
ჯამური ღირებულება
ფასი: 1,480 ლარი
მიმწოდებელი: შპს როქი

პორტატული საწველი აპარატი
მწარმოებელი: Barbaros
მახასიათებლები: უნივერსალური მოდელი, ზეთით, ორი ცალი უჟანგავი ფოლადის ვედრო, 30 ლ, სილიკონის ცურთითები
ფასი: 1,600 ლარი
მიმწოდებელი: შპს როქი

რძის ბიდონი
მწარმოებლი: Barbaros
მახასიათებლები: 30 ლ, უჟანგავი ფოლადის თავსახურით (შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Barbaros-ის უნივერსალური მოდელის საწველ აპარატზე დასაყენებლად)
ფასი: 260 ლარი
მიმწოდებელი: შპს როქი

რძის ბიდონი მწარმოებლი: Barbaros მახასიათებლები: 40 ლ, უჟანგავი ფოლადის თავსახურით (შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Barbaros-ის ოქროს მოდელის საწველ აპარატზე დასაყენებლად)
ფასი: 280 ლარი მიმწოდებელი: შპს როქი

რძის გამაგრილებელი ავზი მწარმოებელი: Setuay მოცულობა: 125 ლ
ფასი 6,900 ლარი მიმწოდებელი: შპს როქი

რძის გამაგრილებელი ავზი მწარმოებელი: Setuay მოცულობა: 300 ლ
ფასი 11,000 ლარი მიმწოდებელი: შპს როქი

რძის გამაგრილებელი ავზი მწარმოებელი: Setuay მოცულობა: 500 ლ
ფასი 13,500 ლარი მიმწოდებელი: შპს როქი

რძის პასტერიზატორი მწარმოებელი: Gidamaksan მოცულობა: 100ლ
ფასი: 16,100 ლარი მიმწოდებელი: შპს კავკასიის გენეტიკა

რძის პასტერიზატორი მწარმოებელი: Armas მოცულობა: 100ლ
ფასი: 15,400 ლარი მიმწოდებელი: შპს ვილანუს ბალტიკი

რძის პასტერიზატორი მწარმოებელი: Gidamaksan მოცულობა: 250ლ
ფასი: 19,250 ლარი მიმწოდებელი: შპს კავკასიის გენეტიკა

რძის პასტერიზატორი მწარმოებელი: Armas მოცულობა: 250ლ
ფასი: 18,950 ლარი მიმწოდებელი: შპს ვილანუს ბალტიკი

რძის პასტერიზატორი მწარმოებელი: Gidamaksan მოცულობა: 500ლ
ფასი: 22,830 ლარი მიმწოდებელი: შპს კავკასიის გენეტიკა

მწარმოებელი: Armas მოცულობა: 500ლ
ფასი: 24,400 ლარი მიმწოდებელი: შპს ვილანუს ბალტიკი

ლაქტოსკანი მწარმოებელი: Milktronic
ფასი: 3,250 ლარი მიმწოდებელი: შპს კავკასიის გენეტიკა

რძის ანალიზატორი მწარმოებელი: Master Pro
ფასი: 2,750 ლარი მიმწოდებელი: შპს როქი

ვაკუუმის შესაფუთი აპარატი მწარმოებელი: Makpack
ფასი: 7,480 ლარი მიმწოდებელი: შპს ვილანუს ბალტიკი
შენიშვნა: აღჭურვილობა, რომელიც მონიშნულია წითელ ფერში ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. საწველ აპარატებზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 1 დეკემბრამდე.
ხარჯების გაზიარება
თანამონაწილეობრივი გრანტი წარმოადგენს სრული( ინვესტიციის 70%-ს, რომელიც გაიცემა გრანტის მიმღების მიერ გადასახდელი 30%-ის თანამონაწილეობის მხარდასაჭერად.
განაცხადი და მისი წარდგენის შესახებ ინფორმაცია
აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა გრანტების მართვის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://enpard-grant.smapply.io/prog/45_support_to_women_small-scale_milk_and_cheese_producers_/
პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა შექმნას ანგარიში, ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით. სისტემაში შესვლის შემდეგ, აპლიკანტი შეძლებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ოფიციალურად წარდგენას. მან უნდა აღწეროს პროექტი, შეარჩიოს აღჭურვილობა, რომლისთვისაც იგი ითხოვს თანადაფინანსების გრანტს და დაურთოს ყველა დამატებითი საჭირო დოკუმენტი.
განაცხადის შინაარსი
აპლიკანტებმა, სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დამატებითი დოკუმენტები:
კომპანიებისთვის/მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:
- დირექტორის/თავმჯდომარის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
- განაცხადში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- იმ შემთხვევაში, თუკი მიწა ეკუთვნის უშუალოდ ოჯახის წევრს (მეუღლე, შვილი, მშობელი, დედ-მამიშვილი), საჭიროა დაბადების მოწმობ(ებ)ის, ქორწინების მოწმობის, ან სხვა ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების/საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენლისგან ან პირისგან, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ორგანიზაციის სახელით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
კოოპერატივებისთვის:
- კოოპერატივის წარმომადგენლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
- განაცხადში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოოპერატივებისთვის განკუთვნილი განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენლისგან ან პირისგან, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ორგანიზაციის სახელით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
ინდივიდუალური ფერმერებისთვის:
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- განაცხადიში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- იმ შემთხვევაში, თუკი მიწა ეკუთვნის უშუალოდ ოჯახის წევრს (მეუღლე, შვილი, მშობელი, დედ-მამიშვილი), საჭიროა დაბადების მოწმობ(ებ)ის, ქორწინების მოწმობის, ან სხვა ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
- რეგისტრაცია ინდივიდუალურ მეწარმედ (თუ განმცხადებელი ჯერ არ არის რეგისტრირებული, მას მოეთხოვება დარეგისტრირება, რათა შეძლოს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება)
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
განაცხადის განხილვა და შერჩევის პროცესი
1/ დასაშვებობის კრიტერიუმები და ბიუჯეტის შემოწმება: განაცხადის წარდგენისთანავე, „FAO“ შეამოწმებს განაცხადის ფორმაში მითითებულ ბიუჯეტს და აპლიკანტის დასაშვებობის კრიტერიუმებს. „FAO“ ასევე განახორციელებს პლატფორმაზე ატვირთული დამატებითი დოკუმენტაციის წინასწარ განხილვას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა დოკუმენტი სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.
დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება აპლიკანტს, რათა გადაამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი პროგრამის მოთხოვნებს.
საველე ვიზიტი შემოწმების მიზნით და ტრენინგი: ძირითადი კრიტერიუმების შემოწმების შემდეგ, „FAO“ მოიწვევს შერჩეულ აპლიკანტებს ტრენინგზე დასასწრებად მათ საცხოვრებელ მუნიციპალიტეტებში. „FAO“-ს შეუძლია განახორციელოს საველე ვიზიტი ფერმაში განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.
2/ ტექნიკური შეფასება და განაცხადის ქულა
თითოეული განაცხადი შეფასდება ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით:
- აპლიკაცია თანმიმდევრული და ინფორმატიულია
- შეთავაზებული ინვესტიცია მორგებულია ფერმის ზომასა და საქმიანობაზე
- აპლიკანტი ავლენს მინიმალურ ტექნიკურ ცოდნას
- აპლიკანტი წარმოაჩენს მაღალ პოტენციალს სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით
- კომერციული საქმიანობა არ წარმოშობს სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს
- არ არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ პროექტის ეკონომიკურ მდგრადობაში
- არ არის გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი ან ეთიკური პრობლემები
- გრანტი პირდაპირ გავლენას მოახდენს სურსათის უვნებლობაზე.
3/ განაცხადების შერჩევის პროცესი: განაცხადის ტექნიკური განხილვის წარმატებით გავლის შემდეგ, შეფასების კომისია, რომლის წევრები არიან ბიუჯეტის მფლობელის მოვალეობის შემსრულებელი, „FAO“-ს პროექტის კოორდინატორი და „FAO საქართველოში“-ს ტექნიკური ოფიცერი გადაწყვეტილებას იღებს გრანტების გაცემის თაობაზე. კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს ან უარი თქვას განაცხადზე, მოითხოვოს დამატებითი დამხმარე დოკუმენტაცია, ინიცირება გაუკეთოს ცვლილებებს ან დაამატოს პირობები განაცხადის დადასტურებამდე.
შერჩევის კომისიის გადაწყვეტილებები გრანტის მინიჭების შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. საგრანტო განაცხადების დეტალები, ასევე ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა დონორს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინატორს, კონსულტაციის მიზნით. ორივე მხარეს მიეცემა ერთი კვირა, რათა წარმოადგინონ კომენტარები ან დააფიქსირონ მოსაზრებები შეთავაზებულ პროექტებთან დაკავშირებით. წამოჭრილი კითხვები ან პრობლემური საკითხები დროულად უნდა იქნეს განხილული პროექტის განმახორციელებელი განყოფილების მიერ.
კომენტარების არ არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა „FAO“-ს პროექტის ბიუჯეტის მფლობელს, საბოლოო დადასტურებისთვის.
გადახდის მეთოდი: გრანტის გაცემის შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება გრანტის მიმღებს საგრანტო ხელშეკრულების შედგენის მიზნით, რომელიც გაფორმდება გრანტის მიმღებსა და „FAO“-ს შორის. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თანადაფინანსების შესაბამისად გრანტის მიმღებმა უნდა განახორციელოს გადახდა შერჩეულ მიმწოდებელთან. შემდგომ მიმწოდებელი გრანტის მიმღებს გადასცემს აღჭურვილობას. შესაძლოა განხორციელდეს საველე ვიზიტი აღჭურვილობის მიწოდების დასადასტურებლად, რის შემდეგაც „FAO“ თანადაფინანსების გრანტს გადასცემს უშუალოდ მიმწოდებელს.
მონიტორინგი და შეფასება: გრანტის მიღებისთანავე, გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას შეინახოს და შეინარჩუნოს ყველა მიწოდებული აღჭურვილობა (სათადარიგო ნაწილების ჩათვლით) ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში. აპლიკანტი ასევე ვალდებულია დაიცვას ღია კარის პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის შენობაში/ობიექტზე ვიზიტების განხორციელებას „FAO“-ს მოთხოვნის შემთხვევაში. დაბოლოს, „FAO“ განახორციელებს ყოველწლიურ ვიზიტს, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობის სათანადო გამოყენება.