SP5: „მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის”
მცირე გრანტების მიზანი: აღნიშნული მხარდაჭერის პაკეტის მიზანია დახმარება გაუწიოს რძისა და ყველის მცირე მწარმოებელ ქალებს, რათა საკუთარ ფერმებში გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის მდგომარეობა და შეამცირონ პოტენციური რისკები მომხმარებლებისთვის.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, „FAO“ მიზნად ისახავს წალკის, ადიგენის, გორისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი-ქალები უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგით და მცირე გრანტით სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოწყობილობების შესაძენად. საგრანტო პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს რძისა და ყველის მწარმოებლებს, რომლებმაც უკვე გაიარეს „FAO“-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი სამიზნე მუნიციპალიტეტებში. დამატებითი ტრენინგი შეიძლება ჩატარდეს მხარდაჭერის პაკეტის განხორციელების პროცესში.
დასაშვებობის შესახებ ინფორმაცია
უფლებამოსილი აპლიკანტები
წინამდებარე პროგრამის სამიზნე ბენეფიციარები არიან პირველადი მწარმოებელი-ქალები, რომლებიც ახორციელებენ რძისა და ყველის წარმოებას სამიზნე რეგიონებში და ფლობენ იურიდიული პირის სტატუსს. ტექნიკური შეფასებისას, განაცხადებს ფერმერებისგან, რომელთა მსხვილფეხა პირუტყვი რეგისტრირებულია ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”) უფრო მაღალი ქულა მიენიჭება.
რძის და ყველის მწარმოებლები ჩაითვლებიან უფლებამოსილ აპლიკანტებად, თუ ისინი ფლობენ ექვსიდან ოც სულამდე მეწველ ძროხას (ფური).
თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში მონაწილების მისაღებად, აპლიკანტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ „FAO“-ს მიერ ორგანიზებული სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგი.
დასაშვები ინვესტიცია
მიმდინარე საგრანტო ციკლის ფარგლებში, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა განაცხადი წარმოადგინონ შემდეგი ერთი ან რამდენიმე აღჭურვილობის შეძენაზე შერჩეული მიმწოდებლებისგან:
რძის მცირე მწარმოებლებისთვის:
- პორტატული საწველი აპარატი (ხელმისაწვდომია 3 ვარიანტი)
- გაგრილების ავზი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი (ხელმისაწვდომია 3 ვარიანტი)
ყველის მცირე მწარმოებლებისთვის:
- პორტატული საწველი აპარატი (ხელმისაწვდომია 3 ვარიანტი)
- გაგრილების ავზი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი (ხელმისაწვდომია 3 ვარიანტი)
- პასტერიზატორები მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი (ხელმისაწვდომია 3 ვარიანტი)
- რძის პორტატული ანალიზატორი (ხელმისაწვდომია 2 ვარიანტი)
აღჭურვილობისთვის, სადაც ერთზე მეტი ვარიანტია ხელმისაწვდომი, განმცხადებლებმა უნდა აირჩიონ მხოლოდ ერთი.
აღჭურვილობის ფოტო
მოდელი
TM1222 – მშრალი, ერთი უჟანგავი ფოლადის ვედრო 40 ლ, სილიკონის ცურთითები
ჯამური ღირებულება
1,330 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Barbaros – ოქროს მოდელი, მშრალი, ერთი უჟანგავი ფოლადის ვედრო, 40 ლ, სილიკონის ცურთითები
1,480 ლარი
მიმწოდებელი: Roqi
Barbaros – უნივერსალური მოდელი, ზეთით, ორი ცალი უჟანგავი ფოლადის ვედრო, 30 ლ, სილიკონის ცურთითები
1,600 ლარი
მიმწოდებელი: Roqi
Gidamaksan რძის გაგრილების ავზი 125 ლ
7,620 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Gidamaksan რძის გაგრილების ავზი 300 ლ
11,450 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Gidamaksan რძის გაგრილების ავზი 500 ლიტრი
14,350 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Gidamaksan რძის პასტერიზატორი 100ლ
12,170 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Gidamaksan რძის პასტერიზატორი 250 ლიტრი
15,285 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Gidamaksan რძის პასტერიზატორი 500 ლიტრი
19,180 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Milktronic ლაქტოსკანი
3,250 ლარი
მიმწოდებელი: Caucasus Genetics
Master Pro – რძის ანალიზატორი
2,750 ლარი
მიმწოდებელი: Roqi
ხარჯების გაზიარება
თანადაფინანსების გრანტი წარმოადგენს დასაშვები ინვესტიციის 70%-ს, რომელიც გაიცემა გრანტის მიმღების მიერ გადასახდელი 30%-ის ოდენობის შენატანის მხარდასაჭერად.
განაცხადი და მისი წარდგენის შესახებ ინფორმაცია
აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა გრანტების მართვის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://enpard-grant.smapply.io/prog/45_support_to_women_small-scale_milk_and_cheese_producers_/
პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა შექმნას ანგარიში, ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით. სისტემაში შესვლის შემდეგ, აპლიკანტი შეძლებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ოფიციალურად წარდგენას. მან უნდა აღწეროს პროექტი, შეარჩიოს აღჭურვილობა, რომლისთვისაც იგი ითხოვს თანადაფინანსების გრანტს და დაურთოს ყველა დამატებითი დოკუმენტი.
განაცხადის შინაარსი
აპლიკანტებმა, სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დამატებითი დოკუმენტები:
კომპანიებისთვის/მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:
- დირექტორის/თავმჯდომარის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
- განაცხადში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების/საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენლისგან ან პირისგან, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ორგანიზაციის სახელით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
კოოპერატივებისთვის:
- კოოპერატივის წარმომადგენლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
- განაცხადში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოოპერატივებისთვის განკუთვნილი განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენლისგან ან პირისგან, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ორგანიზაციის სახელით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
ინდივიდუალური ფერმერებისთვის:
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- განაცხადიში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- რეგისტრაცია ინდივიდუალურ მეწარმედ (თუ განმცხადებელი ჯერ არ არის რეგისტრირებული, მას მოეთხოვება დარეგისტრირება, რათა შეძლოს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება)
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
განაცხადის განხილვა და შერჩევის პროცესი
1/ დასაშვებობის კრიტერიუმები და ბიუჯეტის შემოწმება: განაცხადის წარდგენისთანავე, „FAO“ შეამოწმებს განაცხადის ფორმაში მითითებულ ბიუჯეტს და აპლიკანტის დასაშვებობის კრიტერიუმებს. „FAO“ ასევე განახორციელებს პლატფორმაზე ატვირთული დამატებითი დოკუმენტაციის წინასწარ განხილვას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა დოკუმენტი სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.
დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება აპლიკანტს, რათა გადაამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი პროგრამის მოთხოვნებს.
საველე ვიზიტი შემოწმების მიზნით და ტრენინგი: დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმების შემდეგ, „FAO“ მოიწვევს უფლებამოსილ აპლიკანტებს ტრენინგზე დასასწრებად მათ მუნიციპალიტეტში. „FAO“-ს შეუძლია განახორციელოს საველე ვიზიტი ფერმაში განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.
2/ ტექნიკური შეფასება და განაცხადის ქულა
თითოეული განაცხადი შეფასდება ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით:
- აპლიკაცია თანმიმდევრული და ინფორმატიულია
- შეთავაზებული ინვესტიცია მორგებულია ფერმის ზომასა და საქმიანობაზე
- აპლიკანტი ავლენს მინიმალურ ტექნიკურ ცოდნას
- აპლიკანტი წარმოაჩენს მაღალ პოტენციალს სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით
- კომერციული საქმიანობა არ წარმოშობს სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს
- არ არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ პროექტის ეკონომიკურ მდგრადობაში
- არ არის გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი ან ეთიკური პრობლემები
- გრანტი პირდაპირ გავლენას მოახდენს სურსათის უვნებლობაზე.
3/ განაცხადების შერჩევის პროცესი: განაცხადის წარმატებული ტექნიკური განხილვის შემდეგ, შეფასების კომისია, რომლის წევრები არიან ბიუჯეტის მფლობელის მოვალეობის შემსრულებელი, „FAO“-ს პროექტის კოორდინატორი და „FAO საქართველოში“-ს ტექნიკური ოფიცერი გადაწყვეტილებას იღებს გრანტების გაცემის თაობაზე. კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს ან უარი თქვას განაცხადზე, მოითხოვოს დამატებითი დამხმარე დოკუმენტაცია, ინიცირება გაუკეთოს ცვლილებებს ან დაამატოს პირობები განაცხადის დადასტურებამდე.
შერჩევის კომისიის გადაწყვეტილებები გრანტის მინიჭების შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. საგრანტო განაცხადების დეტალები, ასევე ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა დონორს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინატორს კონსულტაციის მიზნით. ორივე მხარეს მიეცემა ერთი კვირა, რათა წარმოადგინონ კომენტარები ან დააფიქსირონ მოსაზრებები შეთავაზებულ პროექტებთან დაკავშირებით. წამოჭრილი კითხვები ან პრობლემური საკითხები დროულად უნდა იქნეს განხილული პროექტის განმახორციელებელი განყოფილების მიერ.
კომენტარების არ არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა „FAO“-ს პროექტის ბიუჯეტის მფლობელს საბოლოო დადასტურებისთვის.
გადახდის მეთოდი: გრანტის გაცემის შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება გრანტის მიმღებს საგრანტო ხელშეკრულების შედგენის მიზნით, რომელიც გაფორმდება გრანტის მიმღებსა და „FAO“-ს შორის. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თანადაფინანსების შესაბამისად გრანტის მიმღებმა უნდა განახორციელოს გადახდა შერჩეულ მიმწოდებელთან. შემდგომ მიმწოდებელი ფერმას გადასცემს აღჭურვილობას. შესაძლოა განხორციელდეს საველე ვიზიტი აღჭურვილობის მიწოდების დასადასტურებლად, რის შემდეგაც „FAO“ თანადაფინანსების გრანტს გადასცემს უშუალოდ მიმწოდებელს.
მონიტორინგი და შეფასება: გრანტის მიღებისთანავე, გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას შეინახოს და შეინარჩუნოს ყველა მიწოდებული აღჭურვილობა (სათადარიგო ნაწილების ჩათვლით) ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში. აპლიკანტი ასევე ვალდებულია დაიცვას ღია კარის პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის შენობაში/ობიექტზე ვიზიტების განხორციელებას „FAO“-ს მოთხოვნის შემთხვევაში. დაბოლოს, „FAO“ განახორციელებს ყოველწლიურ ვიზიტს, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობის სათანადო გამოყენება.