fbpx
Skip to main content

მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

Project Description
პროექტი ითვალისწინებს საპილოტე სურსათის ბანკის შექმნას, სადაც შეგროვდება სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ შეწირული სურსათი, რომელიც სხვა შემთხვევაში გადაიყრებოდა ნაგავსაყრელებზე. აღნიშნული სურსათი დარიგდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი) იმ მოსახლეობაზე, რომლებიც განიცდიან სასურსათო დაუცველობას. საპილოტე პროექტის ფარგლებში ნათელი გახდება ახალი კანონის სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ გავლენა, რომლის მიღება დაგეგმილია მიმდინარე წლის დასასრულისკენ. პროექტის მიზანია გააძლიეროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებები და არაფორმალური გაერთიანებები, რათა მათ უზრუნველყონ სურსათის დარიგება მოწყვლად მოსახლეობაზე. ისინი ჩართულები იქნებიან მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიკაციაში და სურსათის ბანკიდან სურსათის დარიგებაში. ასევე, ითანამშრომლებენ ადგილობრივ ფერმერებთან და მათ მიერ შეწირულ სურსათს გადასცემენ ადგილობრივ უფასო სასადილოს. აგრეთვე ისინი უზრუნველყოფენ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეწირული სურსათის უსაფრთხოების შესახებ. ჭარბი სურსათის გადანაწილებით მოხდება სურსათის ნარჩენების შემცირება, რაც თავისთავად შეამცირებს სათბური აირების გამოყოფას. გარდა ამისა ადგილობრივ მოსახლეობაში გაიზრდება სურსათზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები და სამოქალაქო ორგანიზაციები გაივლიან ტრენინგებს, როგორ უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ, რათა შეძლონ პოზიტიური გავლენის მოხდენა ადგილობრივ მოსახლეობაზე.
Specific Objective
სურსათის ნარჩენების შემცირება და სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოწყვლად ჯგუფებში ადგილობრივი LAG-ისა და SCO-ების ჩართულობით. მთავარი მიზნებია:
1. მიზნობრივი კამპანიები სურსათის ნარჩენების შესამცირებლად ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ წყალტუბოსა და თბილისში
2. ცენტრალური სურსათის ბანკის დაარსება თბილისში და გადანაწილების მექანიზმის შემუშავება წყალტუბოში
3. ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს შესაბამისი უნარები და რესურსები სურსათის განაწილებისთვის მოწყვლად ჯგუფებზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
Expected Results
1000 სოციალურად დაუცველ ადამიანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაეზრდება სურსათზე ხელმისაწვდომობა პროექტის მიერ შემუშავებული სურსათის დონაციის და გადანაწილების მექანიზმის საშუალებით;
გაიზრდება იმ სურსათის ბიზნესოპერატორთა რაოდენობა, რომლებიც გარემოს სასარგებლოდ შეამცირებენ სურსათის ნარჩენების წარმოქმნას და ასევე ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ ჭარბი სურსათის შეწირულობა;
საქართველოს მოქალაქეთა შორის ამაღლდება ცნობიერება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრობლემის შესახებ.
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
Topic:
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.12.2023
End Date:
31.05.2026
EU Project Number:
448-052