გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო განათლების ბანაკში მიღება დაიწყო
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვი” ფარგლებში, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) ერთად აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების ბანაკში გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.
სამოქალაქო განათლების ბანაკის მიზანია, გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ეკონომიკური პრობლემების დაძლევისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ თემატური ლექციები და შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაზე. ბანაკის მონაწილეების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები დაფინანსდება და მათ საშუალება ექნებათ შემდგომში ეს პროექტები განახორციელონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებსა და 18-55 წლის ქალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე.
ბანაკი გაიმართება ორ ნაკადად :
- 13 აგვისტო – 17 აგვისტო, 2024 (ბანაკი ქალებისთვის)
- 18 აგვისტო – 22 აგვისტო, 2024 (ბანაკი ახალგაზრდებისთვის)
ბანაკები გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ივლისი, 00:00
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/sYFMtTNmNNVJWsgG6
დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
მნიშვნელოვანია, კონკურსანტს ჰქონდეს აქტიური ელექტრონული ფოსტა, რადგან პროგრამის შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მარიამ ღლონტი: mariam.ghlonti@cenn.org
***
ბანაკი დაგეგმილია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.