fbpx
Skip to main content

მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის

Project Description
მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის - სამწლიანი პროექტია, რომლის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება. პროექტს ახორციელებს CENN შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). პროექტის სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები არიან: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სათემო ორგანიზაციები, ადგილობრივი თემები, ადგილობრივი ხელისუფლება, რეგიონული ხელისუფლება, ფერმერები, მეწარმეები, ტურისტულ სერვისებში ჩართული პირები, სასწავლო დაწესებულებები და ახალგაზრდები, ადგილობრივი და რეგიონული მედიაორგანიზაციები.
Specific Objective
პროექტის ზოგადი მიზანია სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.

პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა ქვევიდან ზევით მიდგომით სოფლის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
Expected Results
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგი 1: გაუმჯობესებულია მონაწილეობითი მექანიზმები მდგრადი სოფლისა და ტერიტორიული განვითარებისათვის.
შედეგი 2: გაუმჯობესებულია პოლიტიკური დიალოგი და სოფლის განვითარების მიდგომების მონაწილეობითი განხორციელება.
შედეგი 3: ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობები დივერსიფიცირებულია.
შედეგი 4: გაუმჯობესებულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა.
Project map
Kick-off event
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება, სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება, სამოქალაქო საზოგადოება
Topic:
სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო საზოგადოება, სათანადო მართვა, ეკოლოგია, ადგილობრივი განვითარება, დასაქმება, ქალები, ახალგაზრდობა, ადამიანის უფლებები
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
08.12.2022
End Date:
08.12.2025
Website:
http://cenn.org/
Social Media Links:

EU Project Number:
440099