“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.
კონკურსის მიზანია, იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.
განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:
განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო, 18:00 საათი.
კონკურსის სრულ პაკეტსა და დეტალურ ინფორმაციას გაეცანით მოცემულ ბმბულზე
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,