სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის
Project Description
სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” მასშტაბური პროექტია, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური, ორგანიზაციული და ოპერაციული შესაძლებლობების გაზრდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, ფართო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირების გამყარება, საზოგადოებრივი აქტივიზმისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის უმთავრესი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი აქტორის განვითარება საქართველოში. პროექტი ფარავს ქვეყანაში მოქმედ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ზომის 800 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც მოიცავს 150 სათემო ორგანიზაციას, ასევე საინიციატივო ჯგუფებს და სხვა გაერთიანებებს). პროექტის სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოების მასწავლებლები (შესაბამისად, 3 000 და 6 000 ადამიანი), 5000-მდე სამოქალაქო აქტივისტი და მოქალაქეები მოწყვლადი ჯგუფებიდან. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების სამიზნეა დაახლოებით 200 ხელისუფლების წარმომადგენელი (სხვადასხვა დონეზე), 100 ბიზნეს გაერთიანება, 250 მედია წარმომადგენელი და 8 უნივერსიტეტი (კერძო და საჯარო). პროექტი ხელს უწყობს ზემოხსენებულ სამიზნე ჯგუფებებს შორის სექტორულ თანამშრომლობას.
გეოგრაფიული დაფარვა
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ხორციელდება თბილისსა და 10 რეგიონში: იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. რეგიონებში მოქმედი ჰაბები წარმოადგენენ პლატფორმას ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ რეგიონული ჰაბები ავრცელებენ ინფორმაციას პროექტის აქტივობების შესახებ, წარმართავენ კომუნიკაციას ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, მოხალისეები, ახალგაზრდები და სხვ.) კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით, ხელს უწყობენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას და მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.
ინფორმაცია კონსორციუმის შესახებ:
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

Specific Objective
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, ვიყენებთ ჰოლისტურ სამ-განზომილებიან მიდგომას:
პირველი, გარე განზომილება, გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესებას, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალე და სანდო სახელმწიფო დაფინანსების ადვოკატირებას, დაფინანსების ისეთი ალტერნატიული და ინოვაციური მექანიზმების წარმოჩენას, როგორიცაა საზოგადოებრივი ფონდები, სამოქალაქო ინიციატივების აუქციონები და სახალხო დაფინანსება, და ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას.
მეორე, შუალედური განზომილება, მოიცავს სამიზნე აუდიტორიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კავშირების გაუმჯობესებას, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაციის, სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე მორგებული საქმიანობის ხელშეწყობის გზით.
მესამე, შიდა განზომილება, მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ქსელების გაძლიერებას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

Expected Results
პროექტი მიზნად ისახავს ხუთი ძირითადი შედეგის მიღწევას:
პირველი, პროექტი მხარს უჭერს ხელისუფლებას შეასრულოს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და გააუმჯობესოს სამართლებრივი ბაზა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადი განვითარებისათვის, კერძოდ, გამჭვირვალე და სანდო საზოგადოებრივი დაფინანსების მიმართულებით.
მეორე, პროექტი პილოტირებს დაფინანსების ახალ მექანიზმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის სექტორთაშორისი პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, და ხელს უწყობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის გაუმჯობესებას.
მესამე, პროექტი ზრდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი ნდობას და მათ აღიარებას სხვა დაინტერესებული მხარეებისა და ფართო საზოგადოების მხრიდან.
მეოთხე, პროექტი აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული აქტორების შესაძლებლობებს ორგანიზაციული განვითარებისა და ოპერაციული საქმიანობის თვალსაზრისით.
მეხუთე, პროექტი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ქსელების გაძლიერებასა და შესაბამისად, მათ მდგრადობას.

Project documents
Beneficiaries

Community Leaders’ Forum

Promoting Community Foundations
Project map
Photo gallery
Videos
CSRDG - Meliora 2022- მელიორა 2022
EDECsubgrantee- Mukhrani Initiative Group - video
SCRDG- Community Leader's Forum video
#ThisCountryisYours-Ghia Bughadze
2.6.4 Responsible business award “Meliora.” - video
CTC - Subgrantee - Yormuganlo Community Center
#ThisCountryisYours - Video
Subgrantee - CTC- Komentari- Video on Unemployment
Komentari - CTC Subgrantee - Video on Russians' Migration
#ThisCountryisYours-Animation
Subgrantee- CTC- Komentari
Subgrantee- CTC- Komentari
This Country is Yours - animation
EU_AA Video on rights of consumers
This Country is Yours
Subgrantee - CTC - Komentari #2
Subgrantee- CTC- Komentari #1
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება Topic:
სამოქალაქო საზოგადოება Project Status:
მიმდინარე Start Date:
01.02.2021 End Date:
31.01.2025 Social Media Links:
https://www.facebook.com/CSSIGEhttps://csogeorgia.org/ge
https://www.asocireba.ge/learn/
https://meliora.ge/ka
https://probonogeorgia.ge/ge/home
http://www.cdrc.ge/
http://www.e-learning.ge/
https://ctconline.ge/
https://www.momxmarebeli.ge/
https://www.facebook.com/Thiscountryisyours
https://www.facebook.com/CSSIGE
https://www.facebook.com/Thiscountryisyours
https://csogeorgia.org/ge
https://www.asocireba.ge/learn/
https://meliora.ge/ka
https://probonogeorgia.ge/ge/home
http://www.cdrc.ge/
http://www.e-learning.ge/
https://ctconline.ge/
https://www.momxmarebeli.ge/
https://csrgeorgia.com/ka
https://www.asocireba.ge/learn/
https://meliora.ge/ka
https://probonogeorgia.ge/ge/home
http://www.cdrc.ge/
http://www.e-learning.ge/
https://ctconline.ge/
http://www.volunteer.ge
https://www.momxmarebeli.ge/
EU Project Number:
421-052