fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს აცხადებს

19/03/2021

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Tskaltubo) აცხადებს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს, იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას.

„ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით ახორციელებს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტს, „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს „წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024-სა“ და „2021 წლის გაზაფხულის საგრანტო კონკურსის სპეციალური პრიორიტეტების“ შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით, გააუმჯობესოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე.

საგრანტო კონკურსით დაფინანსდება როგორც ბიზნეს (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო), ასვე საჯარო და სათემო პროექტები. განმცხადებლები შეიძლება იყვნენ როგორც კერძო, ასევე საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, არამომგებიანი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საინიციატივო ჯგუფები იმ პირობით, რომ პროექტი განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და განმცხადებელი ეთანხმება თანადაფინანსების პირობებს. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ წყალტუბოს განვითარების ჯგუფის 2021 წლის გაზაფხულის საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო.

საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

I ეტაპი: პირველადი კონსულტაციები (ვიდეო კონსულტაცია, ცხელი ხაზით კონსულტაცია და 3 დღიანი შეხვედრა-კონსულტაცია)

II ეტაპი: პირველადი საპროექტო განაცხადების წარდგენა;

III ეტაპი: პირველადი საპროექტო განაცხადების შეფასება;

IV ეტაპი: ტრენინგი სრული საპროექტო განაცხადის დასაწერად;

V ეტაპი: სრული საპროექტო განაცხადების წარდგენა და შეფასება;

VI ეტაპი: შერჩეულ განმცხადებლებთან გასაუბრება და საველე მონიტორინგი;

VII ეტაპი: საბოლოო გადაწყვეტილება და საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა.

პოტენციურ განმცხადებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ცხელი ხაზით 595 79 23 00, 2021 წლის, 2 აპრილამდე, სამუშაო დღეებში 10:00 დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა პირველადი საპროექტო განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი #1, დანართი #3, დანართი #5) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულად pdf ფორმატში შემდეგ ელ-ფოსტაზე: lagtskaltubogrants@gmail.com

განაცხადები მიღების ბოლო ვადაა 2021 წ. 2 აპრილი, 18:00. დაგვიანებული და ხელით შევსებული (არა ნაბეჭდი) განაცხადები არ მიიღება. განაცხადები ივსება ქართულ ენაზე.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და განაცხადების ფორმები შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ვებსაიტებზე:

“ენპარდის” – ვებსაიტს –  www.enpard.ge

„ფიფლ ინ ნიდის“ ვებსაიტი – www.PIN.ge

„წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“  ვებსაიტი – www.tskaltubolag.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს 595 79 23 00.

2021 წლის გაზაფხულის საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია: