The EU is dedicated to promoting and safeguarding human rights and democratic principles in Georgia, ensuring the protection of all individuals under a just and transparent legal framework. Over the years, the EU has been actively involved in various initiatives aimed at reinforcing the rule of law, advancing judicial independence, and safeguarding fundamental freedoms and rights in Georgia. The EU plays a pivotal role in aiding Georgia’s endeavors to harmonize its laws and practices with European norms.
Furthermore, the EU backs civil society organizations and human rights advocates in Georgia, equipping them with essential resources and platforms to champion human rights causes. It initiates projects to tackle specific challenges such as discrimination, gender equality, and the rights of vulnerable groups, including support for the LGBTI community, and the protection of minority and displaced persons’ interests.
In 2023, the EU Delegation conducted a comprehensive online and offline campaign to commemorate the 75th Anniversary of the Universal Declaration of Human Rights.
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ევროკავშირის პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში 2023“ ორ გამორჩეულ ფილმს მიენიჭა. ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გამარჯვებულებს ჯილდოები კინოთეატრ „ამირანში“ გადასცა.
წელს პირველად ჯილდო ორ სხვადასხვა კატეგორიაში გაიცა – მხატვრული და დოკუმენტური. დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში პრიზი რეჟისორის ლუკა ბერაძის ფილმს „ღიმილიანი საქართველო“ გადაეცა, ხოლო მხატვრული ფილმების კატეგორიაში – რეჟისორის აბას ამინის ფილმს „უსასრულო საზღვრები“. საუკეთესო ფილმები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პროფესიონალი კინემატოგრაფისტები და ექსპერტები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
ევროკავშირის ელჩის განცხადებები
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, ანა გოგუაძის პერსონალური გამოფენა “რატომ ევროპა?”.
ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ფოტოგამოფენაზე სტუმრები ევროპის გარშემო ამოგზაურა. ანას გამოფენაზე სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში გადაღებული ფოტოების სერია იყო წარმოდგენილი, რომელიც ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავდა. უნიკალური გამოფენა სტუმრებს სთავაზობდა შესაძლებლობას არა მარტო გაეცნოთ თითოეული ქალაქი, არამედ შეხვედროდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა საერთო ღირებულებების მქონე ადამიანებს.
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2022
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, გამოაქვეყნა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგები.
კვლევის მიხედვით, საქართველოში 15-დან 69 წლის ასაკის ქალებში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4 ქალს კი სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს.
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://shorturl.at/grFW7