fbpx
Skip to main content

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2027

07/03/2025

შეავსე განაცხადი და გახდი გამორჩეული აკადემიური შესაძლებლობის მონაწილე!

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2025-2027 წლების სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და  2025 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.

სასტიპენდიო პროგრამა 25 წარჩინებულ მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ევროპულსწავლებაზეორიენტირებულისაერთაშორისობაკალავრიატის (IB) დიპლომის მისაღებად სრულ სტიპენდიას სთავაზობს.

რატომ უნდა შეავსო განაცხადი?

სტიპენდია, რომელიცსრულადფინანსდებაევროკავშირისმიერ, მოიცავს:

  •  სწავლის საფასურს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომის პროგრამისთვის (2025-2027);
  • საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფას  “ახალ სკოლაში”;
  • ორმხრივ მგზავრობას თბილისსა და მოსწავლის საცხოვრებელ ქვეყანას შორის სასკოლო არდადეგების დროს;    
  • სასწავლო მასალებს, მათ შორის წიგნებს, ლეპტოპებსა და აუცილებელ სასწავლო რესურსებს;
  • მონაწილეობას ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარებში, კონფერენციებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
  • შესაძლებლობას სწავლა განაგრძო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში;
  • სრულ სამედიცინო დაზღვევას.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

მოსწავლეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • არიან ზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები;
  • 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იქნებიან 16-17 წლის ასაკის;
  • განაცხადის შემოტანის პერიოდში არიან აღმოსავლეთ პარტიორობის ერთ-ერთი ქვეყნის საჯარო სკოლის მოსწავლეები;
  • წინა და მიმდინარე აკადემიურ წელიწადში მინიმუმ 70%-იანი საშუალო ქულა აქვთ (GPA);
  • ინგლისური ენა იციან  B2 ან უფრო მაღალ დონეზე;
  • ევროკავშირის რომელიმე დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 31 მარტი, შუადღის 12:00 საათი, თბილისის დროით (UTC+4.00).

წერილობითი ტესტები: 2025 წლის აპრილი – მათემატიკა და ინგლისური (ტესტები ჩატარდება ონლაინ).
გასაუბრებები: 2025 წლის მაისი/ივნისი (ინგლისურ ენაზე Zoom-ის საშუალებით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შექმნან ონლაინ პროფილი და შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: https://eapeuropeanschool.com