fbpx
Skip to main content

ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

16/09/2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.  

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას;
  • მათი გადამზადების გზით, დაეხმაროს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში  არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 10 ახალგაზრდა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ,  1 თვის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, შემდგომ კი მიიღონ საგრანტო დაფინანსება და საკუთარი იდეები ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად  ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განახორციელონ.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებით როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ დონეზე

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამის აღწერა: https://shorturl.at/anqv9

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/TqW2Pjc7rzYnHw9ZA.

განაცხადების მიღების ვადაა 1-ლი ოქტომბერი, 2023 წელი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციას თან უნდა ახლდეს მონაწილის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. გისურვებთ წარმატებებს!

პროგრამა ორგანიზებულია ევროკავშირის მხრადაჭერით მიმდინარე „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“  პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან და ორგანიზაცია „პირველ ევროპელთან“ პარტნიორობით.