fbpx
Skip to main content

ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერით  თბილისმა საერთაშორისო კონფერენციას „ბიოფარმა 2023 საქართველო“ უმასპინძლა

22/11/2023

ევროკავშირის და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელშეწყობით, ევროკავშირის დაფინანსებულ „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ინოვაციური პროექტი”-ს ფარგლებში, UNIDO-მ, საქართველოს ბიოფარმაცევტულ კლასტერთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენცია: “ბიოფარმა 2023 საქართველო” გამართა სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. ღონისძიებამ გააერთიანა ბიოფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, მინდი ბოჟკოვამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, კერძოს სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ; გიორგი ანდღულაძემ, UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი; რატი ღოლიჯაშვილმა, საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე; ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლევან გოგიბერიძემ, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კონფერენცია, რომელიც “ბიოფარმაცევტიკასა და ფარმაცევტული სექტორის ბიოტექნოლოგიები”-ს თემას მიეძღვნა, მიზნად ისახავდა საქართველოს პოზიციონირებას, როგორც საკვანძო საერთაშორისო ჰაბის, რომელიც ხელს უწყობს მეცნიერებს, ინოვატორებს, კვლევით ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ლიდერებს, მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის თანამშრომლობას.

კლასტერისა და მისი წევრების გარდა, კონფერენციას ესწრებოდნენ, ევროკავშირის წარმომადგენლობის, UNIDO-ს , საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების, ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოების და საქართველოს მთავრობის მაღალი-რანგის წარმომადგენლები, ასევე სხვა შესაბამისი უწყებები და ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიის სფეროს ექსპერტები. „ბიოფარმა 2023 საქართველო“, ბიოფარმას ინდუსტრიაში მიღწევების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რეგულაციების განხილვას მიეძღვნა. ფარმაცევტული მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში უახლესი მოვლენებისა და გამოცდილებების გაზიარების და განხილვის  მიზნით, კონფერენიაზე მოწვეულ იქნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი. ღონისძიება, მიზნად ისახავდა ბიოფარმაცევტულ ინდუსტრიაში როგორც ცოდნის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაზიარება- ხელშეწყობას, ასევე ცნობიერების ამაღლებას ჯანდაცვის ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა ანტიმიკრობული რეზისტენტობა და მცენარეული მედიკამენტების წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეები. ღონისძიების ფარგლებში წარმართული დისკუსიები,სამ ძირითად საკითხზე ფოკუსირდა: ევროკავშირისადა UNIDO-მხარდაჭერასაქართველოსბიოფარმაცევტულიკლასტერისთვის, ბიოფარმაცევტიკადაანტიმიკრობულირეზისტენტობადაბუნებრივიმედიკამენტებისწარმოება. ევროკავშირისადა UNIDO-მხარდაჭერაგანხილულიიქნასათანადოსაწარმოოპრაქტიკასთან (GMP) თავსებადობისჭრილში, რაცკლასტერისევროპულსტანდარტებთანდაახლოვებასისახავსმიზნად. მონაწილეები შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალშიც განაგრძონ თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების გაზიარების პროცესის ხელშეწყობა,  ბიოფარმაცევტიკის ღირებულებათა ჯაჭვის, მეტი გახსნილობისა და ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი, (GBC) ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებს აერთიანებს საქართველოში, რომლებიც, ძირითადად ბაქტერიოფაგების, მცენარეული მედიკამენტების და ჯენერიკების მწარმოებლებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ინსტიტუტები და ორგანიზაციები საკვანძო, დამაკავშირებელ და დამხმარე სექტორებში, როგორიცაა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფარმაცევტული კომპანიების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში. დამატებითი ინფორმაცია კლასტერის შესახებ ხელმისაწვდომია ვებსაიტზე: საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი

როგორც ბაქტერიოფაგების, ასევე მცენარეული მედიცინის წარმოებას საქართველოში, დიდი ისტორია აქვს, რომელიც საბჭოთა დროიდან იწყება და ექსტენსიურ კვლევასა და განვითარებას ეფუძნება (R&D) ინოვაციური ბიოფარმაცევტული გადაწყვეტილებების ძიების გზაზე. აღნიშნული ისტორიული კონტექსტი, დღევადელ მწარმოებლებს, საშუალებას აძლევს გამოიყენონ არსებული გამოცდილება, რათა შექმნან დამაჯერებელი ნარატივი იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ათწლეულების მანძილზე სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების შედეგად მიღებულ შედეგებზე. სამომავლო ინოვაციების, მოდერნიზაციისა და პროგრესის დასაჩქარებლად, დადგა დრო, განხილულ იქნას საქართველოს ბიოფარმაცევტულ სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. სამომავლო პროგრესზე საუბარი საჭირო გახდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და UNIDO-მ კარგი წარმოების პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტის (GMP) დანერგვისთვის საფუძვლის შექმნაში, სათანადო წვლილი შეიტანეს, რის შემდეგაც კლასტერი ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა.

“ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ინოვაციებს და მეწარმეობას საქართველოში. საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი, არის მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს ქართული ბიზნესისთვისENPARD და EU4Business პროგრამების ფარგლებში. კლასტერის ინოვაციური ძალისხმევა, გზას უხსნის ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებას სათანადო წარმოების პრაქტიკის (GMP) სტანდარტისშესაბამისად, რაც კლასტერს აახლოვებს ევროპულ ხარისხთან. ვიმედოვნებთ, რომ ბიოფარმაცევტული კლასტერის წარმატება იქნება შთაგონება სხვა კომპანიებისთვის, რათა საქართველოში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ცოდნასთანდაკავშირებული და მაღალი ღირებულებისმქონე წარმოება განვითარდეს”, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, კერძო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა, მინდი ბოჟკოვამ.

„ღონისძიება არის პირველი მცდელობა საქართველო წარმოჩენილ იქნას, როგორც საერთაშორისო სივრცე, სადაც ინოვატორებს, სფეროს ექსპერტებს და მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ იდეები და გააზიარონ ცოდნა. ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები უკვე მზად არიან იმისათვის, რომ გამოიჩინონ ინიციატივა და გაუძღვენ მსოფლიოს მასშტაბით კლასტერში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო ღრმა ინტეგრაციისა და უკეთესი კოორდინაციისკენ მიმართულ პროცესებს”, განაცხადა გიორგი ანდღულაძემ, UNIDO-ს პროექტების ეროვნულმა კოორდინატორმა.

”კონფერენცია წაახალისებს დისკუსას, და გაზრდის ცნობიერებას ბიოფარმა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ, კონკრეტულად კი ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული მედიკამენტების კლასტერებთან მიმართებაში. კონფერენცია ასევე საშუალებას იძლევა განხილულ იქნას ფარმაცევტული წარმოების სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით სათანადო წარმოების პრაქტიკის (GMP) კუთხით”, ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის გამგეობის თავმჯდომარემ რატი ღოლიჯაშვილმა.

კლასტერის ხელშეწყობა „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი ევროთი აფინანსებს. პროექტს ახორციელებს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

საკონტაქტო დეტალები:

გიორგი თოდუა, UNIDO-ს პორექტების ადმინისტრატორი, g.todua@unido.org; +995 597781708
გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს ეროვნული კოორდინატორი, g.andguladze@unido.org; +995 557687330