ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და და ევროკავშირის ელჩთან
ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართეს კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ირაკლი ბაიდაშვილმა, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, კერძოდ ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
პანელზე წარმოდგენილნი იყვნენ რობინ დანიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. დისკუსიას მოდერაცია ჯორჯ ველტონმა, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა გაუწია.
ფორუმს დაესწრნენ ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ შეკითხვები პანელისტებისათვის და დიალოგის ფორმატში მოეხდინათ იდეებისა და შეხედულებების მიმოცვლა.
ელჩებმა ამომწურავად გასცეს პასუხები დამსწრეთა მიერ დასმულ მრავალფეროვან შეკითხვებზე და გააკეთეს განმარტებები კერძო სექტორისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე. დისკუსიის ფარგლებში მოხდა საჭირო ინფორმაციის გაზიარება კერძო სექტორისათვის აუცილებელი ვალდებულებებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ევროინტეგრაციას სდევს თან. აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორის მონაწილეობის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მდგარდი ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე გამოიკვეთა ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის როლი, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს პროდასავლური მიმართულების მხარდაჭერასა და რეგიონში ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.
ღონისძიების დასასრულს, განხილული საკითხები ჯონ ბრაეკეველდტმა, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა შეაჯამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- მარიამ ცისკაძე, ევროპული ბიზნეს ასოციაცია; +995598139913, mariam.tsiskadze@eba.ge
- ნინი კაპანაძე, ამერიკის სავაჭრო პალატა; +995599672727; n.kapanadze@amcham.ge