fbpx
Skip to main content

EU4IM საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ფოკუსირებულ პროექტებს 100,000 ევრომდე თანხით დააფინანსებს

30/06/2023

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4 Independent Media („ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“), საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდამჭერ პროგრამას იწყებს. ინიციატივის მიზანი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებზე ეფექტიანი და გავლენის მომხდენი გამოძიებების ჩატარების ხელშეწყობაა. 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში განხორციელდება. 

გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება საგამოძიებო პროექტები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ამ და სხვა თემებს:

  •  კორუფცია და ფინანსური დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უშიშროება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები;
  • გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა. 

კონკურსი ღიაა ლეგალურად რეგისტრირებული მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებიც მაუწყებლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნებისმიერი ქვეყნის აუდიტორიისათვის — მათ შორის იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან, ქვეყნის გარეთ იმუშაონ; ჟურნალისტებისა და პრესის თავისუფლებისთვის მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციებისთვის; კონტენტის მწარმოებელი დამოუკიდებელი კომპანიებისთვის; და ჟურნალისტების/კონტენტის მწარმოებელი გუნდებისთვის, რომლებიც ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ.

თითოეული პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ევროს შეადგენს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 9 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ონლაინ სააპლიკაციო ფორმით. განაცხადის შევსებისას გაჩენილი ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გაგზავნოთ მეილზე: support.eu4im@dt-global.com  

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები

სააპლიკაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

ივლისი 9, 2023