fbpx
Skip to main content

Youth4Regions 2024: ევროკავშირი დამწყებ ჟურნალისტებს თავის პროგრამაში იწვევს

17/06/2024

ევროკომისია პროგრამაში, ახალგაზრდები რეგიონებისთვის (Youth4Regions), დამწყებ ჟურნალისტებს იწვევს. პროგრამა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 2024 წლის 5-11 ოქტომბერს შედგება. 

Youth4Regions ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებსა და ახალგაზრდა ჟურნალისტებს ეხმარება, უკეთ გაიგონ, რას საქმიანობს ევროკავშირი მათ რეგიონში. 

პროგრამა მოიცავს ტრენინგებს ჟურნალისტიკასა და ევროკავშირის საქმიანობაზე, სემინარებს გავლენიან ჟურნალისტებთან, ვიზიტებს მედიაორგანიზაციებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროკომისიის მიერ სერტიფიცირებულ სამუშაო გამოცდილებას ევროკავშირის რეგიონების კვირეულის გამშუქებელი ჟურნალისტის რანგში. პროგრამის დასრულების მერე მონაწილეები Youth4Regions-ის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები გახდებიან. 

გარდა ამისა, ევროკომისია დამწყები ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ მეგალიცი-ნიეძიელსკის პრიზის (Megalizzi – Niedzielski prize) 2024 წლის კონკურსის სამ გამარჯვებულს გამოავლენს. 37 მონაწილეს შორის გამარჯვებულები კონკურსში შეტანილი განაცხადებისა და და ევროპული ჟურნალისტიკისადმი ერთგულების საფუძველზე შეირჩევიან. აღნიშნული პრიზი 2018 წელს სტრასბურგში მომხდარ ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ორი ახალგაზრდა ევროპელი ჟურნალისტის, ანტონიო მეგალიცისა და ბარტეკ პიოტრ ორენტ-ნიეძიელსკის ხსოვნას მიაგებს პატივს.

საცხოვრებელ, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს ევროკომისია დაფარავს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
განაცხადის ფორმა