fbpx
Skip to main content

ევროპის დემოკრატიის ფონდი 12 თვით სტაჟიორს ეძებს

12/08/2024

ბრიუსელში დაფუძნებული, გრანტების გამცემი ორგანიზაცია, ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) 12-თვიანი სტაჟირების პროგრამისათვის სტაჟიორს ეძებს. შერჩეული კანდიდატი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გრანტების გაცემის მხარდაჭერის პროცესში 2024 წლის შემოდგომიდან ჩაერთვება.

სტაჟიორი ორგანიზაციას დაეხმარება სტანდარტიზებული სახელშეკრულებო დოკუმენტების მომზადებაში, ძირითადად რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ფინანსური ანგარიშების გადახედვასა თუ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში. ის ასევე თარგმნის მოკლე ტექსტებს რუსულიდან ინგლისურად და პირიქით, განაახლებს მონაცემთა ბაზას და მოუვლის არქივს. 

კონკურსი ღიაა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში მიიღეს საუნივერსიტეტო ხარისხი, ან ახლა სწავლობენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის უნივერსიტეტში, ან არიან ბელგიის უნივერსიტეტის სტუდენტები და ფლობენ Annex 15 სტატუსს ან რეზიდენტობის ბარათ A-ს, რომელიც მათ ბელგიის შრომის ბაზარზე შეუზღუდავი წვდომის უფლებას აძლევს.  

კანდიდატები უნდა იცნობდნენ გრანტის გაცემის პროცესს და კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური და რუსული ენები (უკრაინული და/ან ქართული ენების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება). 

ყოველთვიური ანაზღაურება ხელზე დაახლოებით 1,900 ევროს შეადგენს, რასაც დაემატება საკვები ვაუჩერები და ბრიუსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვიური ბილეთის საფასურის ანაზღაურება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 18 აგვისტო. 

ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) დამოუკიდებელი, გრანტების გამცემი ორგანიზაციაა, რომელიც 2013 წელს ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ავტონომიურ საერთაშორისო ნდობის ფონდად დააარსეს. მისი მიზანი ევროკავშირის სამეზობლოში (აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eap) და შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონები), დასავლეთ ბალკანეთში, თურქეთსა და სხვა ტერიტორიებზე დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაა.  

დამატებითი ინფორმაცია: პრესრელიზი