fbpx
Skip to main content

სულის განკურნება ხელოვნების საშუალებით: ორესტა ოსიჩუკის ტრანსფორმაციის შთამაგონებელი ამბავი თბილისში

19/02/2024

ლუცის ცენტრში, უკრაინაში, ორესტა ოსიჩუკმა, ნიჭიერმა მწერალმა და შემოქმედმა, მომხიბვლელი ,,AIHO“-ს რომანების სერიით აღიარება მოიპოვა ლიტერატურულ სამყაროში. მან მოიპოვა ჯილდოები, მათ შორის პრესტიჟული საპრიზო პირველი ადგილი საერთაშორისო კონკურს ,,სიტყვის კორონაციაში“ და ,,საუკეთესო დებიუტის“ ჯილდო  პორტალ ,,BaraBuka“-გან. მისი წარმატების გზაზე მან ასევე მიიღო გამორჩეული ევროპული კონვენციის ,,Euro-con“ ჯილდო.

ორესტამ ასევე დაწერა მომნუსხველი ოჯახური საგა, ,,გარგარის წიგნის მაღაზია“, საგა იყო ძალიან პოპულარულ უკრაინაში 2021 წელს და მალევე დაიკავა ბესტელერების რიგში ადგილი. 2023 წელს მისი წიგნი ითარგმნა პოლონურად “Morelowa księgarnia“ და შემდეგ ინგლისურადაც. სამწუხაროდ, ცხოვრებას მოულოდნელი და საზარელი ცვალებადობის გამო 2022 წელს ორესტა თბილისში, უკრაინული ფესვებისგან მოშორებით აღმოჩნდა. დამძიმებული გულით ორესტა ცდილობდა ეპოვნა ცხოვრების გაგრძელების ძალა და მოტივაცია. ეს იყო რთული და დაბროკოლებებით სავსე პერიოდი მის ცხოვრებაში.  

ამ მძიმე დღეებში მან შეძლო და იპოვა გზა. იგი შეუერთდა Revival-ის არტ თერაპიის ერთ-ერთ სეანსს, ორესტასთვის ეს იყო შანსი ეპოვა საკუთარ თავში  დაკარგული ძალა, არტთერაპიის სესიებმა მას ნუგეში და ღრმა ტრანსფორმაციის საშუალება მისცა.

საკუთარი თავის პოვნის და მოტივაციის აღდგენის მცდელობამ საბოლოოდ რაღაც ახალი და ლამაზი შექმნა მის ცხოვრებაში. სესიები გრძელდებოდა 3 საათი, დაგეგმილ 1 საათზე უფრო დიდხანს, სამი თვის განმავლობაში.

ამ პერიოდში თბილისში ორესტამ დაიწყო თავისი შემდეგი ლიტერატურული შედევრის შექმნა. მისი თანატოლების აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფებისა და თერაპიული ხელოვნების სესიების დახმარებით ორესტას ცხოვრებამ დადებითი ცვლილება განიცადა. სამშბლოდან კილომეტრებით მოშორებითაც კი, მას ისევ აქვს ძალა რაღაც ახალის შექმნისა და შთაგონების. ორესტამ დაიწყო საბავშვო მოთხრობების წერა.

ორესტა ოსიჩუკის ეს ცხოვრებისეული მოგზაურობა არის იმის დასტური, თუ რა წარმოუდგენელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს არტთერაპიასა და საზოგადოებას ინდივიდს ცხოვრებაზე.

ორესტა არის მრავალთაგან ერთერთი უკრაინელი დევნილი საქართველოში, რომლის ცხოვრებაც ევროკავშირის მხარდაჭერამ უკეთესობისაკენ შეცვალა.

ომის ჩრდილებიდან ხელოვნების შუქამდე: ეკატერინა ჩერნორაის ოჯახი ახალს სახლს, შემოქმედებას და მჭიდრო კავშირებს პოულობს საქართველოში

ეკატერინა ჩერნორაის ოჯახური მოგზაურობა არის საზოგადოების მხარდაჭერის, შემოქმედებისა და აღმოჩენების გულთბილი ამბავი. 2023 წელს, ევროკავშირისა და People In Need- ის მხარდაჭერით, მან და მისმა ქალიშვილებმა მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასებში, სადაც ისინი მონაწილეობდნენ  ტრადიციულ უკრაინულ სააღდგომო კვერცხების ხატვაში. ზაფხულში ისინი ჩაერთნენ უკრაინული ტრადიციული , -თოჯინების ,მოტანკას“ დამზადების მასტერკლასებში, რომელიც მიმართული იყო ომის კოშმარისგან თავდაღწეული უკრაინელების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციისაკენ. აღნიშნულმა ინიციატივამ გარდა ფსიქოციალური დახმარებისა, უკრაინულ ოჯახებს შორის ნდობა, კავშირები და თემის შეგრძნება  გაჩინა.

,,ეს გაკვეთილები არ ეხებოდა მხოლოდ უნარების დაულფებას, ეს უფრო იყო სასიამოვნო გარემოს, კომფორტისა და კავშირების შექმნის ადგილი. ჩვენი გავუზიარეთ ერთმანეთს ისტორიები, გავიგეთ უფრო მეტი ჩვენი კულტურის შესახებ და თანამემამულეებმაც გულუხვად გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და ისტორიები. ჩვენ ერთად, უცხო ადამიანებიდან გადავიქეცით ერთ ოჯახად. ევროკავშირისა და People In Need-ის აქტივობებში მონაწილეობის მიღება არ იყო მხოლოდ გართობა, არამედ ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელმაც ჩემ შვილებს ახალი მეგობრები გაუჩინა, მე კი სიმშვიდე დამიბრუნა. ის მხარდაჭერა, რომელიც მე ევოკავშირისაგან და PIN-ისგან ვიგრძენი და მივიღე  საქართველოში ყოფნისას, სადაც მე ჩემს ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ვიმყოფები, იყო ფასდაუდებელი.- ამბობს ეკატერინე. მისმა ოჯახმა თავისი სამშობლოსგან შორს შეძლო სიმშვიდის და შვების მოპოვება ამ აქტივობების დახმარებით.

უკრაინელების მხარდაჭერა საქართველოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ ,,მდგრადი სამოქალაქო საზოგადოება და მედია პასუხი უკრაინის ომის“ ფარგლებში, ჩატარდა საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგები და ვორქშოპები 14 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისთვის. ეს ორგანიზაციები  ეხმარებიან უკრაინელებს შესაძლებლობების განვითარებაში, რათა პროექტის დასრულების შემდეგ შეძლონ დამოუკიდებლად განვითარება და მუშაობა. ორგანიზაციებმა მიიღეს ცოდნა ფონდების მოზიდვის, საზოგადოების საჭიროებების კვლევისა და მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ. ამჟამად, ორგანიზაციები მუშაობენ თავიანთ სტრატეგიულ გეგმებზე და ესწრებიან სემინარებს შიდა მმართველობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ ინსტიტუციურ ზრდას.

2023 წლის მარტიდან 1000-მდე ბენეფიციარმა მიიღო მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების  სერვისების გრანტებიდან.  აქტივობები მოიცავდა ქართულის გაკვეთილებს უკრაინელებს, ფსიქოლოგიური მხარდაჭერას, არაფორმალური განათლებას, დასაქმების ტრენინგებს, საკვებს ბავშებისთვის, იურიდიული კონსულტაციებს უკრაინის მოქალაქეებისთვის და სხვას.

პროექტის ფარგლებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ 10 მედია ორგანიზაციას. აღნიშნულმა მხარდაჭერამ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მისცათ განეხორციელებინათ საჭირო ინიციატივები და შეენარჩუნებინათ ორგანიზაციული მდგრადობა.