fbpx
Skip to main content

კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით

24/03/2025

ევროკავშირის წარმომადგენლობა გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს 2025 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოს შესახებ.

თითოეული კრიტერიუმისთვის – პოლიტიკური, ეკონომიკური კრიტერიუმები და ევროპული სტანდარტები (თავები – chapters) – საქართველოს წინსვლის შეფასება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ანგარიშის საქართველოს შესახებ, 2024 (30.10.2024)[1]. წინსვლა კონკრეტული მიღებული გადაწყვეტილებების, მიღებული კანონმდებლობის, განხორციელებული ღონისძიებებისა და ამჟამად არსებული და მოქმედი სტრუქტურების მიხედვით შეფასდება. საანგარიშგებო პერიოდია 2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 აგვისტომდე.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარების პროგრამებზე მომუშავე პარტნიორების წვლილის გათვალისწინებით, მივესალმებით თქვენს მონაწილეობას წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით, რათა ეს მასალები ჩვენი ანალიზისა და სიღრმისეული შეფასებისთვის გამოვიყენოთ.

წერილობითი მასალები სათაურით: მასალები საქართველოს შესახებ 2025 წლის ანგარიშისთვის (თქვენი ორგანიზაციის სახელი) 2025 წლის 16 აპრილამდე გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu.

გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან აპრილის დასაწყისში საჯარო კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციების გამართვის ადგილი: პულმან თბილისი. პროგრამა ასეთია:

სამშაბათი 1 აპრილი
14:30 – 17:30საჯარო კონსულტაცია I: დემოკრატია და ძირითადი უფლებები

• არჩევნები
• პარლამენტი
• მმართველობა – საჯარო მმართველობის რეფორმა
• სამოქალაქო საზოგადოება
• ძირითადი უფლებების დაცვა
• გამოხატვის და მედიის თავისუფლება
ოთხშაბათი 2 აპრილი
10:00 – 12:30საჯარო კონსულტაცია II: ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) თავები

• სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი
• კლასტერი 2: შიდა ბაზარი
• კლასტერი 3: კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა
• კლასტერი 4: მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები
• კლასტერი 5: რესურსები, სოფლის მეურნეობა და გათანაბრება
• კლასტერი 6: საგარეო ურთიერთობები
 
(მოიცავს სოფლის მეურნეობას, თევზჭერას, სოფლის განვითარებას და სურსათის უვნებლობას; გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებს; ტრანსპორტს; ენერგეტიკას; სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას; განათლებას და კულტურას; კვლევას და ინოვაციებს)
ოთხშაბათი 2 აპრილი
14:30 – 17:30საჯარო კონსულტაცია III: კანონის უზენაესობა

• სასამართლო ხელისუფლების მუშაობა
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
• ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
• თანამშრომლობა ნარკოტიკებთან ბრძოლის სფეროში
• ტერორიზმთან ბრძოლა
• თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში
• ლეგალური და არალეგალური მიგრაცია, თავშესაფარი, სავიზო პოლიტიკა, შენგენის სივრცე და გარე საზღვრები

თუ გსურთ მონაწილეობის მიღება, გთხოვთ შეგვატყობინეთ და მიუთითეთ რომელ სესიაზე გსურთ დასწრება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu

ლოგისტიკური მიზეზების გამო, თითო ორგანიზაციის მონაწილეობა ერთი ადამიანით შემოიფარგლება. სამუშაო ენა იქნება ინგლისური, სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.

ასევე გაიმართება ცალკე კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განვითარების პროგრამებზე მომუშავე პარტნიორებთან, რის შესახებაც დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.


[1] https://enlargement.ec.europa.eu/georgia-report-2024_en