fbpx
Skip to main content

მობილობის კვირეული

16-22 სექტემბერს ევროკავშირი მობილობის კვირეულს აღნიშნავს! კვირეულის მიზანია ხელი შევუწყოთ გადაადგილებას გამონაბოლქვის გარეშე და გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი ველოსიპედითა და ფეხით სიარულით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო ხშირი გამოყენებით ან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებით გადაადგილებით. ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, შევამციროთ დაბინძურება და ხმაური ჩვენს ქალაქებში.

ევროკავშირის ელჩი “მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე” შესახებ

რა გამოწვევებს ვაწყდებით ქალაქში?

გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე – ეკა ლალიაშვილი

გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე – ნინო წილოსანი

გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე – საბინე მახლი

მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე 2020

გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე! ნაკლები დაბინძურება და ნაკლები გავლენა კლიმატზე მხოლოდ მცირედია იმ მრავალი სარგებლიდან, რაც გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას მოაქვს. სწორედ ამ მიზნით, თბილისში, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ინიციატივით ველომსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა, ევროკავშირისა და გაეროს თანამშრომლებმა და ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ცვლილებებს!