გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება
Project Description
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გზით და ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდით. პროექტი მოიაზრებს კოორდინაციას შემდეგ დაინტერესებულ მხარეებთან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, სურსათის ეროვნული სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო. დამატებით, პროექტის სამიზნეს წარმოადგენს: სურსათის ბიზნესოპერატორები, მომხმარებლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ჯგუფები, მედია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაწესებულებები.
Specific Objective
1. მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიწოდების ჯაჭვის მხარეების (ფერმერები, ძირითადი მწარმოებლები, სურსათის სხვა ბიზნესოპერატორები) პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და გაძლიერებული შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა გაუმჯობესდეს მათი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ნორმებთან;
2. დაინტერესებული მხარეების (საჯარო, საცალო ვაჭრობის, ფერმერების/მწარმოებლების, ლაბორატორიების, მომხმარებლების) გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მონაწილეობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმის პროცესში;
3. მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, უკეთ ინფორმირებული მომხმარებლის და მისი ყიდვის გაცნობიერებული გადაწვეტილების და ხარისხიან პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ხელშეწყობის მიზნით.

Expected Results
1. სამიზნე ჯგუფების (სურსათის ბიზნესოპერატორების) გაუმჯობესებული შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების მოთხოვნებთან;
2. მთავრობის გაუმჯობესებული ანგარიშვალდებულება დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის შედეგად (სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების იმპლემენტაციის პროცესში);
3. გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება და ჩართულობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ნორმებთან მიმართებაში.

Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის Subsector:
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება Topic:
სოფლის მეურნეობა Project Status:
მიმდინარე Start Date:
01.01.2023 End Date:
31.12.2025 Website:
http://gfa.org.ge/
EU Project Number:
440-580