თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა
ეს კონფიდენციალურობის დოკუმენტი იძლევა ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების და დაცვის შესახებ
დამუშავების ოპერაცია: ევროკავშირის პროექტების ვებგვერდები აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) euneighbourseast.eu ფარგლებში:
• eu4armenia.eu
• eu4azerbaijan.eu
• eu4belarus.eu
• eu4georgia.eu
• eu4moldova.eu
• eu4ukraine.eu
მონაცემთა მაკონტროლებელი: სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR) /დირექტორატი A / ქვედანაყოფი NEAR.A 1 უწყებათაშორისი ურთიერთობები და კომუნიკაცია
რეფერენს-ნომერი: DPR-EC-07086
სარჩევი
- შესავალი
- რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- რა იურიდიულ საფუძველზე (საფუძვლებზე) დაყრდნობით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ შემდგომი დამუშავებისთვის?
- რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას?
- ვისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი პერსონალური მონაცემები და ვისთვის ხდება აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება?
- რა უფლებები გაქვთ თქვენ და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება?
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სად შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიება?
1. შესავალი
ევროკომისია მოწოდებულია დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა. ევროკომისია აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2018 წლის 23 ოქტომბრის რეგულაციის (ევროკავშირი) 2018/1725 ფიზიკური პირების დაცვის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტების, უწყებების, ოფისების და სააგენტოების მიერ, და ამგვარი მონაცემების თავისუფალი მოძრაობის შესახებ (გაუქმების რეგულაცია (ევროკომისია) # 45/2001).
აღნიშნული კონფიდენციალურობის განაცხადი განმარტავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზეზს, ჩვენ მიერ ყოველგვარი მოწოდებული პერსონალური მონაცემის შეკრების, დამუშავების და დაცვის უზრუნველყოფის, ასევე ამ ინფორმაციის გამოყენების გზებს და თქვენს უფლებებს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის აზუსტებს მონაცემთა კონტროლზე პასუხისმგებელი იმ პირის საკონტაქტო მონაცემებს, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი უფლებების თაობაზე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელის საკონტაქტო მონაცემებს.
ევროკავშირის პროექტების ვებგვერდების დამუშავების ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), რომელსაც ახორციელებს მონაცემთა მაკონტროლებელი, წარმოდგენილია ქვემოთ.
2. რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
დამუშავების ოპერაციის მიზანი: მონაცემთა მაკონტროლებელი აგროვებს და იყენებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი მიზნით: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების ხილვადობა და ცნობადობის გაზრდა აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა); ეს მონაცემები უშუალოდ უკავშირდება შიდა პლატფორმას EUDIGITOOL, საიდანაც ავტომატურად მოდის კონტენტის უდიდესი ნაწილი.
Euneighbourseast.eu და ქვეყნების ვებგვერდები იქმნება პროექტის შესახებ ინფორმაციის შეჯერებისა და კონსოლიდაციის საჭიროებაზე საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირთან არსებულ თანამშრომლობას საკომუნიკაციო პერსპექტივიდან წარმოაჩენს; ამგვარად, მოქალაქეები იღებენ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების/პროექტების და ევროკავშირთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების/პროგრამების ხილვადობის და ცნობადობის გაზრდის მიზნით აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). ეს პროექტებია:
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების:“ ინიციატივა
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფარგლებში და ემყარება სახალხო დიპლომატიის პრინციპებს აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებაში. ამ ინიციატივას ხელმძღვანელობს ევროკავშირის რეგიონული კომუნიკაციის პროგრამა აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის (2020-2024). ევროკავშირი პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდებთან. პარტნიორობის მიზანია ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ამ რეგიონთან თანამშრომლობის შესახებ, დახმარება ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში და თანამშრომლობა უკეთესი მომავლისათვის. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ხელს უწყობენ ახალგაზრდების თანამშრომლობას საზოგადოებაში და საუბრობენ ევროკავშირის თემატიკაზე, რომელიც ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი წარმოადგენენ მისაბაძ მაგალითს თანატოლებისათვის; უზიარებენ ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას, საფუძველს უყრიან ურთიერთგაგებას და ხელს უწყობენ სათანადო მოსაზრებების ფორმირებას ევროკავშირის და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონთან მისი ურთიერთობის შესახებ.
ახალი ამბები
ახალი ამბების საშუალებით მოქალაქეები ღებულობენ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესაძლებლობების შესახებ აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა); ინფორმაციის მისაღებად ისინი რეგისტრირდებიან ახალი ამბების ხელმომწერად euneighbourseast.eu და/ან EU4country ვებგვერდებზე.
ფოტოების და ვიდეომასალის ატვირთვა პროექტის ბენეფიციარებთან ჩატარებული ინტერვიუების შესახებ იმ საპროექტო ინფორმაციის კონსოლიდაციის მიზნით, რომელიც ევროკავშირის ქმედით თანამშრომლობას საკომუნიკაციო პერსპექტივიდან წარმოაჩენს.
მონაცემთა დამუშავება მთლიანად გამჭვირვალეა; ის შეესაბამება მომხმარებლების თანხმობა/უარის პრინციპს და მათ მიერ გაცემულ ნებართვას მოწოდებული მონაცემების კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.
თქვენი პერსონალური მონაცემები არ იქნება გამოყენებული ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც ასევე პიროვნების პროფილის შექმნას გულისხმობს.
3. რა სახის იურიდიულ საფუძველზე ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან:
- დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესებისკენ მიმართული საქმიანობისთვის, ან ოფიციალური უფლებამოსილებების განსახორციელებლად, რომლითაც აღჭურვილია ევროკავშირის ინსტიტუტი ან ორგანო (მუხლი 5 (ა) ევროკავშირის რეგულაცია 2018/1725);
დამუშავების საფუძველი განსაზღვრულია ევროკავშირის შემდეგი კანონით:
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ ევროკავშირის კონსოლიდირებული ხელშეკრულების მე-11 მუხლში გაცხადებულია: „ინსტიტუტებმა, შესაბამისი საშუალებებით, უნდა მისცენ მოქალაქეებს და წარმომადგენლობით ასოციაციებს შესაძლებლობა, რომ საჯაროდ გააზიარონ საკუთარი მოსაზრებები ევროკავშირის საქმიანობის ყველა სფეროს შესახებ. ინსტიტუტებმა უნდა აწარმოონ ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგი წარმომადგენლობით ასოციაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“.
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) მუხლი 21(1): ზოგადი მანდატი და სახელმძღვანელო პრინციპი ევროკავშირის განვითარების თაობაზე თანამშრომლობის სფეროში;
ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ (TFEU), მუხლები 4(4) და 208 -211.
ფართო საზოგადოების ინფორმირება გამომდინარეობს ევროკომისიის პრეროგატივიდან ინსტიტუციურ დონეზე, რაც ჩამოყალიბებულია საბჭოს 2018 წლის 18 ივლისის რეგულაციის (EC, Euratom) No 2018/1046 მუხლში 58(2) (d) ფინანსური რეგულაციის შესახებ, რომელიც ვრცელდება ევროპულ თანამეგობრობათა საერთო ბიუჯეტზე (OJ L 193, 30.7.2018, p. 1).
გარდა ამისა, დამუშავება აუცილებელია ევროკომისიის ვალდებულების შესასრულებლად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის თვალსაჩინოების უზრუნველყოფის შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს 2021 წლის 9 ივნისის (ევროკავშირის) რეგულაციის 2021/947 აღწერაში 28, მუხლში 46(2), (3) და
- (4), რომელშიც ჩამოყალიბებულია სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი – გლობალური ევროპა; და შესწორება შეაქვს და აუქმებს გადაწყვეტილებას # 466/2014/EU და აუქმებს რეგულაციას (EU) 2017/1601 და საბჭოს რეგულაციას (EC, Euratom) No 480/2009, OJ L 209, 14.6.2021,
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის და სახალხო დიპლომატიის ფარგლებში. ამ ინიციატივას მართავს ევროკავშირის რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის (2020-2024), რომლის საკანონმდებლო საფუძველს წარმოადგენს ევროპარლამენტის და საბჭოს 2014 წლის 11 მარტის (ევროკავშირის) რეგულაცია # 236/2014, რომელიც ადგენს ზოგად წესებს და პროცედურებს საგარეო ქმედებების დაფინანსებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების დასანერგად და ევროპარლამენტის და საბჭოს 2014 წლის 11 მარტის (ევროკავშირის) რეგულაცია # 232/2014, რომელიც აყალიბებს ევროპულ სამეზობლო ინსტრუმენტს.
- მონაცემთა სუბიექტს გაცემული აქვს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ერთი ან მეტი კონკრეტული მიზნით (ევროკავშირის) რეგულაცია 2018/1725, მუხლი 5 (d)):
თუ რეგისტრირებული ხართ გამომწერად, იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებთან და პროექტებთან, ასევე ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების, ღონისძიებების, ინიციატივების ან თემატური საკითხების შესახებ აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან თქვენ გაცემული გაქვთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების მიზნით.
თუ ჩვენ ვამუშავებთ ფოტოებს და ვიდეომასალას, რაც ასევე მათ გამოქვეყნებას მოიცავს, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რადგან თქვენ გაცემული გაქვთ თანხმობა მათ დამუშავებაზე.
ყოველგვარ მონაცემთა დამუშავება გამჭვირვალეა და ემორჩილება მომხმარებლის თანხმობის/უარის პრინციპს, რის შედეგად ხდება მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენება.
ჩვენ არ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემთა განსაკუთრებულ კატეგორიებს ((ევროკავშირის) რეგულაცია 2018/1725, მუხლი 10).
4. რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ?
მონაცემების დამუშავების მიზნით, მონაცემთა მაკონტროლებელი აგროვებს შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას:
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები:
აპლიკანტების შესარჩევად:
- სახელი და გვარი
- წარმოშობის ქვეყანა
- საცხოვრებელი ადგილი
- დაბადების დღე
- განათლება/დასაქმება
- ელ-ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- სოციალური მედიის მისამართები*
შერჩეული აპლიკანტების შემთხვევაში ქვეყნდება შემდეგი მონაცემები:
- სახელი და გვარი
- ფოტოები
- ვიდეოები
- მოკლე ბიოგრაფია
- საქმიანობა
- ელექტრონული სოციალური მედიის მისამართი*
*არ არის სავალდებულო
ახალი ამბების გამომწერები:
- სახელი და გვარი
- ელ-ფოსტის მისამართი
- საცხოვრებელი ადგილი
მონაცემების გროვდება ახალი ამბების სარეგისტრაციო ინტერფეისის საშუალებით, რომელშიც მონაცემთა სუბიექტებს თვითონვე შეაქვთ საკუთარი მონაცემები.
ინტერვიუები პროექტების ბენეფიციარებთან საკომუნიკაციო მიზნით:
- ვებგვერდზე გამოქვეყნებული ისტორიების პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ფოტო/ვიდეო მასალა
ვებგვერდის სტუმრები:
- IP მისამართი
5. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
მაკონტროლებელი ინახავს თქვენს მონაცემებს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მონაცემთა შეგროვების მიზნის მისაღწევად.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები
მონაცემები ინახება იმ ვადით, რომლის განმავლობაში ვებგვერდი ფუნქციონირებს, როგორც სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) საპოპულარიზაციო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ხოლო მონაცემთა სუბიექტი რეგისტრირებულია, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (სანამ მონაცემთა სუბიექტი არ გააუქმებს საკუთარ ანგარიშს ან საკუთარ ხელმოწერას ი-მეილების სიიდან, ან სანამ მონაცემთა სუბიექტი აღარ იქნება ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ასაკის, ელჩის მანდატზე უარის თქმის, ან მისი სტატუსის გაუგრძელებლობის გამო). მონაცემთა მაკონტროლებელი აუქმებს მის პროფილს და ნებისმიერ სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ახალი ამბების გამომწერები
არსებული ტექნიკური გადაწყვეტების შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი საფოსტო ყუთის მისამართზე და მოითხოვოთ თქვენი გამოწერის გაუქმება ელექტრონული ფოსტის სიიდან, ან გადახვიდეთ თქვენს მიერ მიღებული საინფორმაციო ელექტრონული ფოსტის ხელმოწერის გაუქმების ბმულზე. შესაბამისი მოქმედება თქვენი მოთხოვნის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში განხორციელდება.
ინტერვიუები პროექტების ბენეფიციარებთან საკომუნიკაციო მიზნით
მონაცემები ინახება იმ ვადით, რომლის განმავლობაში ვებგვერდი ფუნქციონირებს, როგორც მონაცემთა მაკონტროლებლის საპოპულარიზაციო პოლიტიკის ინსტრუმენტი; გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც მათ აუქმებენ უფრო ადრე, რადგან ისინი დამუშავების მიზნებს აღარ შეესაბამება.
ვებგვერდის სტუმრები
მონაცემები ინახება ძიების სესიის განმავლობაში (ძიების სესიებს ანალიტიკა ანონიმურად ინახავს მომსახურების კონტრაქტის ვადის გასვლამდე, ე. ი. შესაბამისი დომენის ანგარიშების დახურვამდე.
იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები ინახება სტატისტიკური მიზნებისთვის, ზოგიერთი ხელმომწერის დამატებითი მონაცემების შენახვა შესაძლებელია 5 წლის ვადით ხელმოწერის გაუქმების შემდეგ, იმ პირობით, თუ ეს მონაცემები უკვე არ იძლევა ხელმომწერის იდენტიფიცირების საშუალებას, და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ძალზე შეზღუდული რაოდენობის უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ანონიმურ სტატისტიკას და აღნიშნული ინფორმაცია ესაჭიროებათ „სამსახურეობრივი აუცილებლობიდან“ გამომდინარე.
6. როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას?
ყველა სახის პერსონალური მონაცემი ელექტრონულ ფორმატში (ელექტრონული ფოსტა, დოკუმენტები, მონაცემთა ბაზები, ატვირთულ მონაცემთა პაკეტები და სხვ.) ინახება ევროკომისიის ან მისი კონტრაქტორების სერვერებზე. დამუშავების ყოველგვარი ოპერაცია სრულდება შემდეგი დოკუმენტის შესაბამისად: 2017 წლის 10 იანვრით დათარიღებული ევროკომისიის გადაწყვეტილება (ევროკავშირი, Euratom) 2017/46, ევროკომისიაში კომუნიკაციის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების შესახებ.
ევროკომისიის კონტრაქტორები ემორჩილებიან კონტრაქტის კონკრეტულ მუხლებს ევროკომისიის სახელით თქვენი მონაცემების დამუშავების ნებისმიერ ოპერაციასთან დაკავშირებით, და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციიდან („GDPR“ რეგულაცია (EU) 2016/679).
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ევროკომისიამ გაატარა მთელი რიგი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები. ტექნიკური ზომები მოიცავს შესაბამის საქმიანობას ონლაინ უსაფრთხოების, მონაცემთა დაკარგვის რისკის, მონაცემთა შეცვლის ან უნებართვო წვდომის საწინააღმდეგოდ, დამუშავებასთან დაკავშირებული რისკის და დამუშავების პროცესში არსებულ პერსონალურ მონაცემთა თავისებურებების გათვალისწინებით. საორგანიზაციო ზომები მოიცავს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის შეზღუდვას და წვდომის დაშვებას მხოლოდ უფლებამოსილი პირებისათვის, რომლებსაც მონაცემთა დამუშავების ოპერაციის მიზნებიდან გამომდინარე, აქვთ მათი ცოდნის ლეგიტიმური საჭიროება.
შეკრებილი პერსონალური მონაცემები და ყოველგვარი შესაბამისი ინფორმაცია ინახება კონტრაქტორების სერვერებზე ვებგვერდის მუშაობის და ტექნიკური მომსახურების განმავლობაში.
პერსონალური მონაცემები ელექტრონულ ფორმატში: თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, ასევე ვებგვერდზე შეკრებილ ნებისმიერ სხვა ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პაროლის მქონე საიდენტიფიკაციო სისტემით, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობისთვის, რაც არ ზღუდავს, მომავალში, მონაცემთა შესაძლო გადაცემას ევროკომისიის საქმიანობის კონტროლის და ინსპექტირების უფლებით აღჭურვილი ორგანოებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე.
ეს ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს.
Cookie-ფაილები არის იმ ვებ-სერვისების მიერ წარმოქმნილი ტექსტის ნაწილები, რომლებსაც მომხმარებელი ესტუმრა; ეს ტექსტური ფაილები შეიძლება განთავსდეს მომხმარებლის კომპიუტერზე იმ ვებგვერდის მიერ, რომელზეც ის ამჟამად არის შესული („პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“), ან სხვა ვებგვერდის მიერ იმ ვებგვერდზე, რომელზეც მომხმარებელი ამჟამად არის შესული („მესამე მხარის Cookie-ფაილები“). ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირების მხარდასაჭერად – მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე – შეგვიძლია თქვენს კომპიუტერზე განვათავსოთ მონაცემთა პატარა ფაილები სახელწოდებით Cookie-ფაილები. მათი საშუალებით ვებგვერდი იმახსოვრებს თქვენს აქტივობას და არჩეულ პარამეტრებს (მაგ. საიტზე შესვლის ინფორმაცია, ენა, ფონტის ზომა და სხვა) გარკვეული ვადით, რომ არ მოგიხდეთ ამ პარამეტრების განმეორებით შეყვანა ყოველ ჯერზე, როდესაც ამ საიტზე ბრუნდებით, ან ერთი გვერდიდან მეორეზე გადადიხართ.
გამოყენებული იქნება ოთხი სხვადასხვა ტიპის Cookie-ფაილები:
- პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები
- ტექნიკური სესიის Cookie-ფაილები
- მესამე მხარის Cookie-ფაილები (Google Analytics-ის Cookie-ფაილების ჩათვლით)
- მესამე მხარის Cookie-ფაილები ღილაკი-ვიჯეტიდან „გაზიარება“. ამ საპოპულარიზაციო ვებგვერდზე გამოყენებულია შემდეგი სახის Cookie-ფაილები: „პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ და „სესიის Cookie-ფაილები“.
„პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ იძლევა ჩვენი ვებ გვერდის ვიზიტორების შემდეგ ინფორმაციაზე თვალის მიდევნების საშუალებას:
- IP მისამართი (ანონიმური)
- მდებარეობა: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, მიახლოებითი განედი და გრძედი (გეოლოკაცია)
- მოთხოვნის (საიტზე შესვლის) თარიღი და დრო
- ნანახი გვერდის სათაური (გვერდის სათაური)
- ნანახი გვერდის URL (გვერდის URL)
- იმ გვერდის URL, რომელიც ნანახი იყო ამჟამინდელ გვერდამდე (გამომგზავნი URL)
- მომხმარებლის კომპიუტერის ეკრანის რეზოლუცია
- დრო ლოკალური მომხმარებლის დროის სარტყელში
- ფაილები, რომლებზეც დააწკაპუნეს და რომლებიც ჩამოტვირთეს (ჩამოტვირთვა)
- ბმულები დომენის გარეთ, რომლებზეც დააწკაპუნეს (Outlink)
- გვერდების გენერაციის დრო (დრო, რომელიც სჭირდება, ვებ-სერვერის მიერ, ვებ-გვერდების გენერირებას და მომხმარებლის მიერ ჩამოტვირთვას: გვერდის სიჩქარე)
- გამოყენებული ბრაუზერის ძირითადი ენა (Accept-Language header)
- ბრაუზერის ვერსია, ბრაუზერის პლაგინები (PDF, Flash, Java, …) საოპერაციო სისტემის ვერსია, კომპიუტერის იდენტიფიკატორი (User-Agent header)
- ნანახი გვერდის ენა
- კამპანიები
- ძიება გვერდზე
- ღონისძიებები
შეკრებილი მონაცემები არ გადაეცემა სხვა ორგანიზაციებს მარკეტინგის, ბაზრის კვლევის ან კომერციული მიზნებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული მონაცემების გამოყენებით შეუძლებელია კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება.
„პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ იქმნება ამ ვებგვერდის მიერ შემდეგი მიზნით:
- ამ ვებგვერდის გამართული მუშაობა;
- სტატისტიკის შეგროვება ვებგვერდის ფუნქციების გასაუმჯობესებლად – ამ მიზნით, ვებგვერდი იყენებს სერვისს Google Analytics (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ);
- სოციალურ მედიაში გაზიარების ფუნქციები.
„პირველი მხარის მუდმივი“ Cookie-ფაილების არსებობის ვადაა ცამეტი (13) თვე. ამის შემდეგ ისინი ავტომატურად იშლება მომხმარებლის კომპიუტერიდან. „ტექნიკური სესიის“ Cookie-ფაილები არ შეიცავს რაიმე სახის მონაცემს – ისინი კომპიუტერზე თავსდება მომხმარებლის სესიის ხანგრძლიობით (ვებგვერდების თვალიერებაზე დახარჯული დრო).
ეს Cookie-ფაილები აუცილებელია ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებლის მიერ არჩეული პარამეტრების შესანახად. მომხმარებლის მიერ ვებგვერდის დატოვების შემდეგ სესიის Cookie-ფაილები იშლება.
„მესამე მხარის Cookie-ფაილები“ (მათ შორის, Google Analytics Cookie-ფაილები) ქვემოთ დეტალურად არის განხილული. „მესამე მხარის Cookie-ფაილები“ ღილაკი-ვიჯეტიდან „გაზიარება“ კომპიუტერზე თავსდება მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, რათა მისცეს მომხმარებელს კონტენტის სოციალურ მედიაში გაზიარების საშუალება.
ჩვენი ვებგვერდის დათვალიერების დროს, ეს ვებგვერდი არ ათავსებს Cookie-ფაილებს ჩვენი სოციალური მედიის ბმულებით.
თანხმობა
ვებგვერდზე პირველად შესვლის დროს, მომხმარებელს ეძლევა არჩევანის გაკეთების საშუალება – დაეთანხმოს (“დიახ, ვეთანხმები“) ან უარი თქვას („უარი Cookie-ფაილებზე“) Cookie-ფაილების განთავსებაზე.
თანხმობა Cookie-ფაილებზე: ამ არჩევანზე დაწკაპუნებით, მომხმარებელი თანხმდება ყველა Cookie-ფაილის განთავსებას შემდეგი მიზნით:
- ვებგვერდის ოპტიმალური ფუნქციონირება
- სოციალურ მედიაში გაზიარების ფუნქცია
- ინფორმაციის შეგროვება სტატისტიკური მიზნით.
უარი Cookie-ფაილებზე ამ არჩევანზე დაწკაპუნებით, მომხმარებელი არ იძლევა თანხმობას რომელიმე ზემოაღნიშნული Cookie-ფაილების განთავსებაზე. ამ შემთხვევაში თავსდება მხოლოდ სესიის Cookie-ფაილები – ეს არის ტექნიკური Cookie-ფაილები, რომელთა მთავარი დანიშნულებაა მომხმარებლის მიერ შერჩეული პარამეტრების დამახსოვრება. ეს Cookie-ფაილები თავსდება მომხმარებლის სესიის ვადით (ვებგვერდის დათვალიერებაზე დახარჯული დრო) და ავტომატურად იშლება აღნიშნული სესიის დამთავრებისას. Cookie-ფაილებზე უარი ხელს არ უშლის ვებგვერდის გამოყენებას.
არჩევანი არ გაკეთდა: თუ მომხმარებელი არც ეთანხმება და არც უარყოფს Cookie-ფაილებს, ვებგვერდი ამას განიხილავს, როგორც უარს Cookie-ფაილების განთავსებაზე და ყველა შესაბამისი ფუნქცია იბლოკება ამ არჩევანის არსებობის ვადით.
მომხმარებლის კომპიუტერზე Cookie-ფაილები არ განთავსდება მანამ, სანამ თანხმობა არ იქნება გაცემული „დიახ, ვეთანხმები“ არჩევანზე დაწკაპუნებით.
უარი
თუ მომხმარებელი დაეთანხმა Cookie-ფაილების განთავსებას, ყოველთვის არის გადაწყვეტილების შეცვლისა და უარის თქმის შესაძლებლობა. უარის სათქმელად მომხმარებელმა მისი ბრაუზერიდან ყველა Cookie-ფაილი უნდა წაშალოს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოგიხდეთ თქვენთვის სასურველი ზოგიერთი პარამეტრის ხელით დარეგულირება ვებგვერდზე ყოველი შესვლისას, ხოლო ზოგიერთი სერვისი და ფუნქცია შესაძლოა არ მუშაობდეს.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია Cookie-ფაილების წაშლის შესახებ სხვადასხვა ბრაუზერებიდან: https://www.aboutcookies.org/
უარი თვალის მიდევნებაზე
„უარი თვალის მიდევნებაზე“ წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, უარი თქვას, სხვა ვებგვერდების მიერ, მისთვის თვალის მიდევნებაზე ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის ანალიტიკური სერვისების, სარეკლამო ქსელების ან სოციალური პლატფორმების გამოყენების მიზნით. „უარი თვალის მიდევნებაზე“ არჩევანის გააქტიურება შესაძლებელია უშუალოდ თქვენს ბრაუზერში. Google Analytics თვალს არ მიადევნებს მომხმარებლებს, რომლებსაც თავის ბრაუზერებში ეს არჩევანი აქვთ გააქტიურებული.
GOOGLE ANALYTICS
ეს ვებგვერდი იყენებს სერვისს Google Analytics მომხმარებელთა ზემოაღნიშნული ინფორმაციაზე თვალის მიდევნებისთვის. ამ მიზნით, ზემოაღნიშნული შეგროვებული მონაცემები გადაეცემა სერვისს Google Inc. ვებგვერდი ანონიმურს ხდის მომხმარებლების IP მისამართებს Google Inc სერვისზე გადაცემამდე, რათა დაიცვას იმ მომხმარებელთა ანონიმურობა, ვინც ვებგვერდის სრული ფუნქციონირება აირჩია. სერვისს Google Analytics დანერგილი აქვს მონაცემთა შეკავების კონტროლის ფუნქცია. ამ ფუნქციის საშუალებით, ვებგვერდის მფლობელებს შეუძლიათ განსაზღვრონ Google Analytics ანგარიშზე არსებული მონაცემების შენახვის პერიოდი. შენახვის განსაზღვრული პერიოდია 26 თვე; ამ პერიოდის შემდეგ Google სერვერებიდან ყველა მონაცემი იშლება.
7. ვისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი პერსონალური მონაცემები და ვისთან ხდება მათი გაზიარება?
თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომია ევროკომისიის პერსონალისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ამ დამუშავების ოპერაციაზე და სხვა ავტორიზებული პერსონალისთვის „სამსახურეობრივი საჭიროების“ პრინციპის შესაბამისად. ამგვარი პერსონალი მკაცრად იცავს კანონით განსაზღვრულ წესებს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამატებით კონფიდენციალობის შეთანხმებებს. გარკვეული სახის კონკრეტული დამუშავების მიზნით, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) პერსონალს „სამსახურეობრივი საჭიროების“ პრინციპის შესაბამისად.
თაღლითობასთან ბრძოლის ევროპული ბიუროს (OLAF), გამოძიების და დისციპლინარული ოფისის (IDOC), შიდა აუდიტის სერვისების (IAS), ევროკომისიის იურიდიული სერვისების, ასევე გენერალური დირექტორატების (გენერალური სამდივნო, საბიუჯეტო გენერალური დირექტორატი და ანგარიშსწორების პალატა) პერსონალისთვის მოთხოვნის საფუძველზე, რაც საჭიროა ოფიციალური გამოძიების ან აუდიტის მიზნით.
(ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725, 3(13) მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებები (მაგ. აუდიტორთა პალატა, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო), რომლებმაც შესაძლოა მიიღონ პერსონალური მონაცემები კონკრეტული გამოკვლევის ფარგლებში, კავშირის ან წევრი სახელმწიფოს კანონის შესაბამისად, არ უნდა იყოს განხილული რეციპიენტად. ამ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, აღნიშნული სახელმწიფო უწყებების მიერ, უნდა აკმაყოფილებდეს მონაცემთა დაცვის შესაბამის წესებს, დამუშავების მიზნიდან გამომდინარე.
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება ენიჭება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) პერსონალს ევროკავშირის წარმომადგენლობებში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მონაცემთა დამუშავების ოპერაციაზე; ასევე სხვა უფლებამოსილ პერსონალს სამსახურეობრივი აუცილებლობის პრინციპიდან გამომდინარე. ამგვარი პერსონალი ემორჩილება კანონით დადგენილ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – დამატებით კონფიდენციალურობის ხელშეკრულებებს.
პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება ეძლევათ გარე კონტრაქტორებს, რომლებიც საკონტრაქტო ხელშეკრულებით მუშაობენ მონაცემთა მაკონტროლებელთან და მონაწილეობენ ვებგვერდების შექმნაში, მომსახურებაში, მართვაში, დაარქივებასა და საკომუნიკაციო საქმიანობაში „სამსახურეობრივი საჭიროების“ პრინციპის შესაბამისად, და რეგისტრირებულ ხელმომწერთა მართვაზე ინფორმაციის მისაღებად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კონტრაქტორის და საკომუნიკაციო კომპანიების მიერ, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ გაფორმებული ევროკავშირის წარმომადგენლობებთან ევროკომისიის სახელით, შეიძლება გულისხმობდეს საერთაშორისო ტრანსფერს, როდესაც კონტრაქტორები არ არიან ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის კომპანიები, ან იყენებენ ადგილობრივ ოფისებს იმ ქვეყნებში, სადაც პროექტი/პროგრამა ხორციელდება. საგარეო ქმედების საქმიანობის კონტექსტში.
ამ ტრანსფერების საფუძველია
- საკმარისი ღონისძიებების გადაწყვეტილება – კომისია ახორციელებს 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებას (ევროკავშირი) 2021/1772 ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაციის (EU) 2016/679 საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა ადეკვატური დაცვის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში;
- ნაწილობრივი გაუქმებები – კერძოდ, საჯარო ინტერესებში შემავალი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო (მუხლი 50(1)(დ)).
შეკრებილი ინფორმაცია არ გადაეცემა არც ერთ მესამე მხარეს; გარდა იმ შემთხვევისა და იმ მიზნისა, როდესაც ამას ჩვენგან კანონი მოითხოვს.
8. რა უფლებები გაქვთ და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება?
როგორც „მონაცემთა სუბიექტს“, (ევროკავშირის) 2018/1725 რეგულაციის III თავის (მუხლები 14-25) შესაბამისად, თქვენ გაქვთ კონკრეტული უფლებები. კერძოდ, თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება და მათი შესწორების უფლება, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები არაზუსტი ან არასრულია. შესაბამის შემთხვევებში, გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვის, დამუშავებაზე პროტესტის გამოთქმის და მონაცემთა პორტატულობის უფლება.
თქვენი უფლებების განხორციელება შეგიძლიათ მონაცემთა მაკონტროლებელთან, ხოლო კონფლიქტის შემთხვევაში – მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირების საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე მიმართოთ მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელს. საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია მე-9 პუნქტში.
იქ, სადაც გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება დამუშავების ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ოპერაციის კონტექსტში, გთხოვთ, თქვენს მოთხოვნაში მოგვაწოდოთ მათი აღწერა (მაგ., მათი ჩაწერის ნომერი (ნომრები), როგორც ეს მოცემულია თქვენს მოთხოვნაში ქვემოთ მე-10 პუნქტში).
9. საკონტაქტო ინფორმაცია
- მონაცემთა მაკონტროლებელი:
თუ გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება (ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725 ფარგლებში, გაქვთ კომენტარები, კითხვები ან მოსაზრებები, ან თუ გსურთ პრეტენზიის წარდგენა თქვენი პერსონალური მონაცემების შეკრებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა მაკონტროლებელს, სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი / NEAR.A2 უწყებათაშორისი ურთიერთობების და კომუნიკაციის ქვედანაყოფი, ამ მიზნისთვის განკუთვნილი საფოსტო ყუთის გამოყენებით:
– ევროკომისიის მონაცემთა დაცვის ოფიცერი (DPO)
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (DATA-PROTECTION-OFFICER@ec.europa.eu)_თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით (ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725 ფარგლებში.
– მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელი (EDPS)
თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ (ე. ი. შეიტანოთ საჩივარი) მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელს_(edps@edps.europa.eu), თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები (ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725 ფარგლებში დაირღვა მონაცემთა მაკონტროლებლის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად.
10. სად შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება?
ევროკომისიის მონაცემთა დაცვის ოფიცერი აქვეყნებს ევროკომისიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ყველა იმ ოპერაციის რეესტრს, რომლებიც იყო დოკუმენტირებული და მისთვის გადაცემული. აღნიშნული რეესტრი ხელმისაწვდომია შემდეგი ბმულის საშუალებით: DPO Public register (europa.eu).
დამუშავების ეს კონკრეტული ოპერაციები შეტანილია მონაცემთა დაცვის ოფიცრის საჯარო რეესტრში შემდეგი რეფერენს-ნომრით: DPR-EC-07086.