მოწვევა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) მედია-საუზმეზე და ტურზე ქართულ საწარმოებში
თარიღი: 13 დეკემბერი, 2023
დრო: 10:00- 18:00 თბილისის დროით
ადგილი: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, ვარდების რევოლუციის მოედანი 1, თბილსი 0108
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (ეეც) მხარდაჭერით, გულითადად გიწვევთ ქართული მედიის წარმომადგენლებს, სოციალური მედიაზე გავლენის მქონე პირებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, მცირე და საშუალო საწარმოებს, ბიზნეს ასოციაციებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მიიღონ მონაწილეობა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) მედია-საუზმესა და იმ ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ტურში, რომლებიც მონაწილეობენ რესწ-ის პროექტში EU4Environment-ის ფარგლებში.
მედია-საუზმე და ტური მცირე და საშუალო საწარმოებში მიზნად ისახავს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) კონცეფციის უკეთ გაცნობას ეროვნული მედიის წარმომადგენლებისთვის, სოციალური მედიაზე გავლენის მქონე პირებისთვის, სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ბიზნეს ასოციაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და სხვა ეროვნული სუბიექტებისთვის. ამ გზით ღონისძიება ფართო საზოგადოებისთვის წარმოაჩენს რესურსეფექტურობისა და მწვანე ზრდის სარგებელს. ღონისძიება დაიწყება არაფორმალურ გარემოში პრეზენტაციებითა და დისკუსიებით საუზმეზე (შვედური მაგიდის ფორმატი), რასაც მოჰყვება რესწ ტური შერჩეულ საწარმოებში და ვახშამი. იგი მოიცავს რამდენიმე სადემონსტრაციო ღონისძიებაში ჩართული ქართული საწარმოების მიერ მიღებულ შედეგებს, დისკუსიას მდგრადი ბიზნეს პრაქტიკისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ, ასევე ვიზიტებს EU4Environment-ის შერჩეულ საწარმოებში.
ზოგადად, ღონისძიება ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში EU4Environment პროგრამის მიგნებების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. უფრო კონკრეტულად, EU4Environment-ის კომპონენტის – „წრიული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში UNIDO, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი, როგორც მისი ეროვნული განმახორციელებელი პარტნიორი, ხაზს უსვამს და ხელს უწყობს ქართულ საწარმოებში მდგრადობას და მწვანე ზრდას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) უპირატესობების ჩვენებით წრიულ ეკონომიკაზე გადასვლაში.
მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოებში ტური მოიცავს ვიზიტებს:
თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკაში (გაეცანით ინფორმაციას კომპანიის შესახებ: English | ქართულად)
მეგაპლასტში (პლასტმასის ნაკეთობების მწარმოებელი) (გაეცანით ინფორმაციას კომპანიის შესახებ: English | ქართულად)
ლიდერპლასტში (პლასტმასის ნაკეთობების მწარმოებელი) (გაეცანით ინფორმაციას კომპანიის შესახებ: English | ქართულად)
Caucasus Organic Fruits-ში (ჩირის წარმოება) (გაეცანით ინფორმაციას კომპანიის შესახებ: English | ქართულად)
პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარა 11 რესწ ექსპერტმა, 20 მცირე და საშუალო საწარმომ კვების მრეწველობის, ქიმიური და სამშენებლო სექტორებიდან მონაწილეობა მიიღო ტრენინგის პროგრამაში და შეიმუშავა რესწ სამოქმედო გეგმები, ჩატარდა 27 კომპანიის რესწ შეფასება, რომლებშიც განსაზღვრული იყო ღონისძიებები კომპანიების ეფექტურობის ასამაღლებლად ნაკლები რესურსებით და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად. გარდა ამისა, სპეციალისტებსა და მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორი ტრენინგი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებისა და წრიული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებით, რათა გაეცნოთ მათთვის ევროკავშირის პრაქტიკა და გამოცდილება. საერთო ჯამში, რესწ კლუბების და რესწ-ის სადემონსტრაციო 27 კომპანიისთვის, გამოვლინდა 115 რესწ ღონისძიება. ამ ღონისძიებების განხორციელებით ენერგიის პოტენციური წლიური დანაზოგი იქნება 19,628 მგვტ.სთ წელიწადში, ხოლო ემისიების შემცირება ყოველწლიურად 17,236 ტონა CO2-ეკვ. 115 რეკომენდირებული ღონისძიებიდან, ამჟამად განხორციელდა 26 რესწ ღონისძიება, რამაც გამოიწვია 557 650 ევროს წლიური დანაზოგი და ემისიების შემცირება წლიურად 278 ტონა CO2-ეკვ. მოცულობით. კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები მათ სარგებელს მომდევნო წლებშიც მოუტანს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რესწ-ის წარმატების ისტორიები საქართველოში.
EU4Environment-ის შესახებ
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეინარჩუნონ ბუნებრივი კაპიტალი და გაზარდონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა გარემოსთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერით, უფრო მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებით და გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების დაწესებით. მას ახორციელებს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია: OECD, UNECE, UNEP, UNIDO და მსოფლიო ბანკი 2019-2024 წლებში, 20 მილიონი ევროს ბიუჯეტით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.eu4environment.org
დამატებითი ინფორმაციისათვის საქართველოში რესწ-ის შესახებ, ეწვიეთ: www.recp.ge