fbpx
Skip to main content

სვანეთი საერთაშორისო ლაშქრობის  ფესტივალის მასპინძლობით მდგრადი ტურიზმის გლობალურ რუკაზე იმყარებს პოზიციებს!

18/07/2023

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA –ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით, 2023 წლის 20-22 ივლისს, სვანეთში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი ტარდება. ფესტივალის მასპინძელია, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია Svaneti DMO.

ფესტივალის ფარგლებში, წელს მესტიაში გაიმართება HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-ს ლაშქრობის ღონისძიებების სერია, რომელიც მსოფლიოს საკულტო მარშუტების სიაში შედის. საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, მხარს უჭერს ბუნების ბუნების კონსერვაციისა და ადვოკატირების ღონისძიებებს და ეკო-ტურიზმს. ღონისძიებების მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, აქტიური დასვენების წახალისება და  ბუნების ხელუხლებელი სილამაზის შეუბღალავად შენარჩუნება.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ სვანეთის ლაშქრობის ფესტივალზე: https://highlanderadventure.com/en-us/svaneti 

ფესტივალი გთავაზობთ სალაშქრო მოგზაურების 2 ფორმატს. დეტალები იხილეთ ბმულებზე: HIGHLANDER Pegasus და HIGHLANDER Orion.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დამატებით ღონისძიებებში: კულინარიული მასტერკლასები, კერძების დეგუსტაცია, ადგილობრივი ხელსაქმის მასტერკლასები, საგანმანათლებლო და სხვადასხვა თემატური სესიები, და ისიამოვნონ ადგილობრივი ფოლკლორული საღამოებით.

სვანეთის ლაშქრობის ფესტივალი ორგანიზებულია, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მზარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით. ფესტივალის მხარადაჭერები ასევე არიან, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და MTA.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მეტი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge