fbpx
Skip to main content

გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის სამოქალაქო განათლების ბანაკში მიღება დაიწყო სამოქალაქო განათლების ბანაკი გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის

07/06/2024

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვი” ფარგლებში, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) ერთად აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების ბანაკში გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის.

სამოქალაქო განათლების ბანაკის მიზანია, გურიის რეგიონში მცხოვრები ქალების მხარდაჭერა ეკონომიკური პრობლემების დაძლევისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ თემატური ლექციები და შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაზე.  ბანაკის მონაწილეების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები დაფინანსდება და მათ საშუალება ექნებათ შემდგომში ეს პროექტები განახორციელონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მცხოვრებ 18 – 55 წლის აქტიურ ქალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე.

ბანაკი გაიმართება 2024 წლის 1 – 10 ივლისს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/KkEdF6yBfUngPvXs6

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ივნისი, 18:00 საათი

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

მნიშვნელოვანია, კონკურსანტს ჰქონდეს აქტიური ელექტრონული ფოსტა, რადგან პროგრამის შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ღლონტი: mariam.ghlonti@cenn.org

***

ბანაკი დაგეგმილია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “მწვანე გურია –  ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.