ევროკავშირის მხარდაჭერილი სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის
World Vision საქართველო, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “SKYENet” ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. პროექტი, ბიზნეს იდეების დაფინანსებასთან ერთად, საკუთარ თემში რეალური ცვლილებების განხორციელების მიზნით, ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ჩვენი მიზანი შერჩეული ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მიმართულებით გადამზადება და იმ წარმატებული ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელსაც საზოგადოების კეთილდღეობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-35 წლის ახალგაზრდებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: დუშეთი, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, ზესტაფონი და ბაღდათი. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულმა პირმა სოციალური საწარმოს შექმნის თემაზე უნდა წარმოადგინოს საინტერესო ბიზნეს იდეა ან უნდა ფლობდეს უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააფუძნა.
შერჩეული 80 მონაწილე ერთი თვის განმავლობაში SKYE კლუბებში ყოვლისმომცველ სასწავლო კურსს გაივლის. აღნიშნული ტრენინგ პროგრამა მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის იდეის სოციალურ ბიზნეს ინიციატივად გარდაქმნისა და ბიზნესს-გეგმის შემუშავების შესახებ. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეები, ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, საკუთარ ბიზნეს-გეგმებს წარადგენენ. ჟიური წარდგენილ პროექტებს შორის საუკეთესო სოციალური საწარმოს ინიციატივას გამოავლენს. კონკურსის ფარგლებში, 5,000-დან და 20,000-მდე ლარამდე გრანტის ოდენობით ჯამში 10 შერჩეული ბიზნეს ინიციატივა დაფინანსდება,. გარდა ამისა, გამარჯვებული პროექტების ავტორებს,
6 თვის განმავლობაში, ქოუჩინგისა და მენტორობის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ .
საგრანტო კონკურსზე განაცხადის პროცესი მარტივია. დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1bUEm9ckX7Tr0UbGh0VRcJcTdva5y–REV7xnqWPPNzE/viewform?edit_requested=true
დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2024 წლის 18 ივნისის ჩათვლით, 18:00 სთ-მდე.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტი „SKYE Net – ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება World Vision საქართველოს, World Vision სომხეთის, MilleniuM ტრენინგის და განვითარების ინსტიტუტისა (მოლდოვა) და IRIS ბიზნეს ინკუბატორის (სომხეთი) მიერ. პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარებასა და ,განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე, ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარების გზით. მსგავსს ინიციატივებსა და პროექტებში ჩართულობა, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ პროცესებში, რაც აუცილებელია სხვადასხვა თემისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ასევე პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეების და მათი სტარტაპების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისკენ, ციფრული და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს SKYE Net ტრანსნაციონალური პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით ბიზნესში მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციული მიდგომების გამოყენების შესახებ. პლატფორმა აერთიანებს სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს სამივე ქვეყნიდან. პროექტი ხორციელდება 2023 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია World Vision საქართველო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.