fbpx
Skip to main content

უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები (CBHE) 2024

19/07/2024

უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები არის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ინიციატივები, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე. აღნიშნული ინიციატივები ძირითადად მოიცავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ან პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნებიდან, და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულებები პროგრამასთან. შესაძლებლობის გაძლიერების პროექტები იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას 200,000-დან 1,000,000 ევრომდე თითოეულ პროექტზე.

წელს საქართველოს მონაწილეობით 11 პროექტი შეირჩა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებიდან 4 პროექტში, საქართველო კოორდინატორის როლშია.

აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოში საგანმანათლებლო ლანდშაფტის გაუმჯობესებას საერთაშორისო თანამშრომლობის, ინოვაციებისა და უმაღლესი განათლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზით.

ბმული: 2024 წლის შერჩეული CBHE პროექტები და მათი ქართველი მონაწილეები