Skip to main content

ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: “ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ პროგრამის მეორე ფაზა

Project Description
ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: “ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ პროგრამის მეორე ფაზა

მიზნად ისახავს ქალებსა და კაცებს შორის გენდერული დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და პრაქტიკების შემცირებას ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ სფეროებში, მათ შორის, აუნაზღაურებელ საშინაო და ზრუნვის შრომის ნაწილში, I ფაზის (https://euneighbourseast.eu/projects/eu-project-page/?id=1324) წარმატებული ინიციატივებისა და ინტერვენციების გაგრძელებითა და გაფართოებით. ეს მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) სოციალური ნორმების ცვლილებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებისა და ცოდნის დაგროვებას, ინოვაციური საკომუნიკაციო და ადვოკატირების კამპანიების განხორციელებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) წარმატებული ინტერვენციების ქვეგრანტებით მხარდაჭერის გაგრძელებას. პროექტი შექმნის ახალ და გააფართოებს მანამდე შექმნილ „მამების სკოლებს“, გააძლიერებს ფასილიტატორებისა და გენდერის ექსპერტების შესაძლებლობებს, გაუწევს ადვოკატირებას ზრუნვის შრომისა და საოჯახო პასუხისმგებლობების თანაბარ გადანაწილებას ეროვნულ კანონმდებლობასა და არასახელმწიფო აქტორებს შორის ოჯახზე მორგებული პოლიტიკის პოპულარიზაციის გზით და ა.შ.

პროგრამა ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მთლიანობაში, პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ სოციალურ დისკურსზე, აღქმებსა და პრაქტიკაზე.
Specific Objective
პროგრამის მიზანია ქალებსა და კაცებს შორის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და პრაქტიკების შემცირება ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ სფეროებში, მათ შორის, აუნაზღაურებელ საშინაო და ზრუნვის შრომის ნაწილში.
Expected Results
1. ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების გაუმჯობესებული შესაძლებლობები და ინსტრუმენტები გენდერული უთანასწორობის, დისკრიმინაციული სტერეოტიპებისა და როლების აღმოსაფხვრელად.
2. გაზრდილი ცოდნა და ამაღლებული ცნობიერება ქალთა უფლებებისა და გენდერული ნიშნით დისკიმინაციულ სოციალურ ნორმებზე მიზნობრივ ჯგუფებში
3. გაუმჯობესებული საჯარო-კერძო მხარდაჭერის ღონისძიებები ჩართული მამობის პრაქტიკისა და ოჯახზე მორგებული პოლიტიკის წასახალისებლად.
Project documents
Project map
Photo gallery
Videos
EU4GE at Bologna Children's Book Fair 2026
Youth summer camp summing up video
Women in STEM changing the world
Religious leaders driving change for gender equality
The power of civil society organisations
EU Visit to Armenia
What should be done to achieve gender equality?
Conference of the EU 4 Gender Equality Civil Society Partners
Father School Video
Social Media Campaign for the Launch of the Phase 2 - Harmful labels
Social Media Campaign for the Launch of the Phase 2 - Gender equality leads to...
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
ინკლუზია
Topic:
აღმოსავლეთ პარტნიორობა, ქალები
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2024
End Date:
30.06.2026
EU Project Number:
448-918